ამ ამბავმა ბრაზილიის ინტერნეტ სივრცე დაიპყრო – რას ნიშნავს სიკეთის გააზრება საზოგადოებაში

123

ეს გოგონა რაფაელი ბრაზილიიდან არის და ის სულ რაღაც 2 წლისაა, თუმცა მას უკვე მთელი ინტერნეტ სივრცე იცნობს. ეს კი ექიმის მიერ გამოწერილმა არაჩვეულებრივმა რეცეპტმა გამოიწვია.

ვერა ტრინდადი, რაფაელის დედა ცდილობდა ქალიშვილი საავადმყოფოში რაც შეიძლება იშვიათად მიეყვანა, რადგან მისი გამოცდილება ბრაზილიელ ექიმებთან ურთიერთობაში ყველაზე სასიამოვნო არ იყო. თუმცა, ექიმებთან შეხვედრა გარდაუალი აღმოჩნდა და ამ ჯერად ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. ნახეთ მისი პოსტი facebook-ზე:

“არც კი ვიცი საედან დავიწყო ამ ისტორიის მოყოლა. გუშინ ვერაფრით მოვახერხე რაფაელისთვის სიცხის დაწევა და ამით ძალიან დამწუხრებული ვიყავი და კიდევ ეს წამონაზარდები კანზე…. სხვა გზა აღარ დამრჩენოდა, ჩვენ გავემართეთ საავადმყოფოსკენ.

მე ძალიან მეშინია ჩვენი საავადმყოფოების, მაგრამ ამჯერად ამის შესახებ არ ვისაუბრებ. უბრალოდ დღეს ჩვენ დიდი სიურპრიზი გველოდა! გულზე ძალიან მომეშვა, ავტირდი კიდევაც! როდესაც სახლში დავბრუნდით ეს ამბავი ჩემს ქმარს ქსანდის ვუამბე, რომ კეთილი ადამიანები ჩვენს მედიცინაკში კვლავაც არსებობენ.

ისინი მართლაც არსებობენ! რაფაელი არ ტიროდა და არ წუწუნებდა, რადგან ძალიან ყურადღებიანი ექიმი შეგვხვდა. ჩვენ ორივენი შოკში ვიყავით. ჩვენს ქალაქში ნამდვილი ანგელოზი მუშაობს! ექიმო მარსელო, დღეს ჩვენ მშვენივრად გამოვიძინებთ – თქვენი წყალობით! მან ჩვენ ორი რეცეპტი მოგვცა. პირველი წამლებით, ჩემთვის იყო განკუთვნილი ხოლო მეორე განსაკურებული რეცეპტი რაფაელისთვის! მე ეს მთელი ცხოვრება დამამახსოვრდება”

 

წარწერა რეცეპტზე: “რაფაელ მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ! გკოცნი, ექიმი კარგი ბიჭი!”

ეს შეტყობინება ბრაზილიურ facebook -ში სტიქიური გავრცელების საგანი გახდა და მას ფართო გამოხმაურებებიც მოჰყვა. თავად ვერა ასეთ რამე რათქმაუნდა არ მოელოდა, მაგრამ მიღებულმა შედეგებმა ის ძალიან გაახარა. ბრაზილიელი ექიმის ეს ქმედება იმაზე მეტყველებს, რომ კეთილი და ყურადღებიანი ურთიერთობები ნებისმიერ საზოგადოებას ჭირდება. ჩვენ ხომ ისეთ ნახირში არ ვცხოვრობთ სადაც ყველა მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს.

გაუზიარეთ ეს ისტორია თქვენს მეგობრებს, იქნებ სწორედ ერთ-ერთი მათგანი საჭიროებს რაიმე კეთილისა და კარგის მოსამენას. ეს კი სწორედ ასეთი ისტორიაა. მეთანხმებით?

რედაქციისგან:სტატია ეხება ბრაზილიელ გოგონას, რაფაელს, რომელიც მხოლოდ 2 წლისაა, მაგრამ უკვე ფართო აღიარებას მოიხვეჭა ინტერნეტში. მისი პოპულარობა ექიმის მიერ გამოწერილმა რეცეპტმა გამოიწვია, რომელმაც არაჩვეულებრივად გამოასწორა მისი მდგომარეობა. მისმა დედამ, ვერა ტრინდადიმ, შეამჩნია, რომ ექიმის ყურადღება და სითბო მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა გოგონას ჯანმრთელობას, მიუხედავად იმისა, რომ მან სხვა ექიმებისგან მტკივნეული გამოცდილება მიიღო.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ ადამიანურობისა და კეთილი ურთიერთობების ძალა დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებაში. მსგავსი ქმედებები გვახსენებს, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვა არ არის საკმარისი, და ამ დროს მნიშვნელოვანია სიკეთისა და სითბოს გაცემაც. საბოლოო აზრი ეხება იმ მნიშვნელობას, რომ ის, რაც ერთი ადამიანის მიერ კეთილი გამოხატვაა, შესაძლოა სხვა ადამიანისთვის სრულიად გარდამტეხი აღმოჩნდეს.