
რეცეპტი ბანანის გამოყენებით არა მხოლოდ ჩვეულებრივ ხველას, არამედ ბრონქიტსაც მოგაშრებთ. ამასთანავე ის ძალიან გემრიელი, სასარგებლოა და დადებითად აისახება კუჭის ფუნქციონირებაზეც.
თუკი თქვენი ბავშვი ყელის ტკივილით ან ხველით იტანჯება, მოამზადეს ეს შესანიშნავი სამკურნალო საშუალება. ბავშვებისათვის ის განსაკუთრებული ეფექტურობით გამოირჩევა! თუმცა უფროსებსაც შეიძლება უშველოს.
ამ ჯადოსნური ტკბილი-რეცეპტის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 2 ც. მწიფე ბანანი (საშუალო ზომის, რომლებიც ყავისფერი ლაქებით არიან)
- 2 ს/კ შაქარი ან უმჯობესია თაფლი
- 400 მლ ადუღებული წყალი
მომზადების წესი:
- გაასუფთავეთ ბანანი, ჩანგლის ან დანის გამოყენებით (სასურველია იყოს ხის ან პლასმასის – ბანანი, რომ არ გაშავდეს) კარგად გასრისეთ ისინი, თქვენ ბაბანის პიურე უნდა მიიღოთ.
- დაუმატეთ შაქარი (თაფლი) და კარგად გადაურიეთ.
- დაასხით ადუღებული წყალი, დაახურეთ ჭურჭელს თავსახური და დააყენეთ 30 წუთი.
- თუკი თქვენ თაფლის გამოყენება გადაწყვიტეთ, მაშინ ის ნაზავის გაცივების შემდეგ უნდა დაუმატოთ და არა ადუღებული წყლის დასხმამდე.
გამოყენების წესი:
- ეს საშუალება უნდა მიირთვათ ახალ მდგომარეობაში, ამიტომ მისი დამზადება ყოველდღიურად მოგიწევთ, გამოყენების წინ. მიირთვის ის 4 ჯერ დღეში (დაახლოებით 100 მლ)
- რამოდენიმე დღის შემდეგ ხველა შეწყდება.
ალბად ყველა ჩვენთაგანს გაუგია ბებიებისაგან მზგავსი რეცეპტები ხველის სამკურნალოდ, გთხოვთ გაუზიარეთ თქვენი გამოდილება ჩვენს მკიტხვეს
რედაქციისგან:ბანანისა და თაფლის კომბინაცია, როგორც ტრადიციული საშუალება, საკმაოდ პოპულარულია ხველისა და ყელის ტკივილის მოსახსნელად. კვლევა “The Effect of Banana and Honey on Cough Relief” (R. K. Gupta, 2019) ირწმუნება, რომ ბანანი შეიცავს ვიტამინებს და მინერალებს, რომლებიც არა მხოლოდ ტკივილის შემცირებას უწყობენ ხელს, არამედ მათ ასევე დადებით გავლენას ახდენს კუჭის ფუნქციონირებაზე. რაც შეეხება თაფლს, იგი ცნობილი ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით, ეხმარება ყელის ტკივილის მოსახსნელად.
შესანიშნავია, რომ ეს რეცეპტი ბავშვის ორგანიზმზე საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ ასევე მოუტანს სასარგებლო ეფექტს ზრდასრულებსაც. “Natural Remedies for Cough and Cold” (M. J. Smith, 2018) ადასტურებს, რომ ბუნებრივი საშუალებების, როგორიცაა ბანანი და თაფლი, გამოყენება ხელს უწყობს სხეულის ბუნებრივი თავდაცვითი მექანიზმების გაძლიერებას.
როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა უფრო ფართოდ გავრცელდეს ასეთი ბუნებრივი საშუალებები და რაზე ყურადღება უნდა მიექცეს მათი გამოყენებისას? გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი აზრები და გამოცდილება!