კოსმეტოლოგის რჩევები: როგორ გამოვიყენოთ E ვიტამინი ნაოჭების წინააღმდეგ

0
3049
Photo by Buntysmum on pixabay

ჩვენ მივეჩვიეთ ეფექტური კოსმეტიკური საშუალებების ძებნას კოსმეტიკურ მაღაზიებში ან კოსმეტოლოგებთან, ეს ლოგიკურია. თუმცა, იცით, რომ ხანდახან, ჭეშმარიტად მოქმედი კოსმეტიკური პრეპარატების შეძენა აფთიაქშიც შეიძლება? მაგალითად, E ვიტამინის! მეცნიერებმა დიდი ხნის წინ დაამტკიცეს, რომ მისი გავლენა კანზე ნამდვილად ფასდაუდებელია.

რატომ ასე თამამად? იმიტომ, რომ E ვიტამინი გვეხმარება დროის შეჩერებაში! იგი ანელებს კანის დაბერების პროცესებს, ახნგრძლივებს ახალგაზრდობას. ეს ყველაფერი კი დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტების დამსახურებაა, რომლებიც წყლის გაუწყლოებასთან ბრძოლაში მთავარი დამხმარეა.

მაშ ასე, თუ გინდათ ლამაზი, მოვლილი და ახალგაზრდა კანი გქონდეთ, დაუყოვნებლივ უნდა ისწავლოთ E ვიტამინის სწორი გამოყენება. სწორედ ამას გასწავლით დღევანდელ სტატიაში.

I ვარიანტი: ვიტამინებით სავსე ნიღაბი სახისთვის

შეიძინეთ აფთიაქში E ვიტამინის კაფსულები, გამოათავისუფლეთ მათგან შიგთავსი და დაიტანეთ სახეზე, კისრისა და დეკოლტის მონაკვეთში, მსუბუქი საზელი მოძრაობებით. გაიჩერეთ ნიღაბი მთელი ღამით.

ეს პროცედურა მოგაშორებთ ნაოჭებს, წამოწევს კანის ჩამოკიდებულ მონაკვეთებს, დაგეხმარებათ კანის უსწორმასწორებებსა და გამონაყართან ბრძოლაში. აი, ეს გვესმის – მრავალფუნქციურობა!

II ვარიანტი: E ვიტამინი და ალოე

ცნობილია, რომ ალოე ვერას გელი გვეხმარება კანის განახლების პროცესში. E ვიტამინთან შერწყმით ვიღებთ შეუდარებელ ეფექტს! შეურიეთ 2 კაფსულის შიგთავსი და ცოტაოდენი გელი (დაახლოებით, 1 ჩ.კ.). მიიღებთ ნამდვილ გამაახალგაზრდავებელ კრემს. ძილის წინ, სახის გაწმენდილ კანზე, დაიტანეთ ეს მასა და გაიჩერეთ 30 წუთით. ჩამოიბანეთ ნარჩენები ცივი წყლით. ეფექტის გასამყარებლად, წაისვით სახეზე ქოქოსის ზეთი და დაწექით დასაძინებლად.

III ვარიანტი: სასწაულმოქმედი ნარევი

მოამზადეთ ნატურალური მაწონი ან შეიძინეთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. 1 კოვზ მაწონზე E ვიტამინის 3 კაფსულის შიგთავსი, ცოტაოდენი თაფლი და 10 წვეთი ლიმონის წვენი დაგჭირდებათ. კარგად შეურიეთ ინგრედიენტები და გამოიყენეთ ნარევი ნიღბის სახით. გაიჩერეთ იგი სახეზე 15-20 წუთით და ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

აი, ასე შეიძლება განსაცვიფრებელი ეფექტის მიღება, სახლიდან გაუსვლელად! მარადიულად ახალგაზრდა და მიმზიდველი რომ იყოთ, საკმარისია, სწორად გამოიყენოთ ვიტამინი E. გაეშურეთ უახლოეს აფთიაქში და შეიძინეთ ეს ჯადოსნური კაფსულები.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი