ხაჭოსა და თაფლის სარგებელი, რომლის შესახებაც ექიმები დუმან

965

ხაჭო და თაფლი – ინგრედიენტებია, რომლებმაც უამრავი დადებითი შეფასება მიიღეს კულინარიულ წიგნებში, ჯანმრთელობის შესახებ სტატიებში და, რაღა თქმა უნდა, ინტერნეტის ფარგლებში. თითოეულმა ჩვენგანმა იცის, რომ საუზმე დღის აუცილებელი ნაწილია. გოგონებისთვის კი ეს უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენს ლამაზ სახეებს უდრის.

ხაჭოსა და თაფლის სარგებელი თვალსაჩინოა: სასარგებლო ამინომჟავები, A, B ჯგუფის, E, P ვიტამინები, მაგნიუმი, რკინა და კალციუმი, და, რაც მთავარია – სასარგებლო ცილები, რომლებიც ჩვენს ფიგურას არ ვნებს. ასეთი კომბინაციის მოხმარებას დიეტოლოგები თავიანთ პაციენტებს ორგანიზმის დასუსტების დროს ურჩევენ.

ძალების აღსადგენადაც იგივე. ხოლო ხაჭოში თაფლის დამატება ვიტამინების სრულყოფილ კომპლექსს იძლევა. თანაც ეს სუფთა, კონსერვანტებისა და ქიმიური ნივთიერებებისგან თავისუფალი საკვებია.

ასეთი მსუბუქი კერძის მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო და ძალისხმევაა საჭირო. იდეალური კომბინაციისთვის, აიღეთ 250 გ ხაჭო და 1 ს.კ. ნატურალური თაფლი. ხაჭოს არჩევისას, ყურადღება გაამახვილეთ ფერზე – იგი თეთრ-კრემისფერი უნდა იყოს, ცისფერი და მწვანე ელფერების გარეშე. ხარისხიან ხაჭოს სასიამოვნო სუნი აქვს და გემოთიც არაა მჟავე.

კარგი ხაჭო უნდა იყოს რბილი, სასიამოვნო კონსისტენციის, ერთგვაროვანი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოფოდეს ფენებად.  თუ ზემოხსენებული მახასიათებლები ნორმაშია, ხაჭო ითვლება ახალ, სასარგებლო პროდუქტად.

თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის არავითარი გაუარესება არ აღინიშნა, 1 დღეში შეგიძლიათ არაუმეტეს 2 ულუფის მიღება. ოღონდ გახსოვდეთ, რომ თითოეულ ჩვენგანს თვითშეგრძნების საკუთარი მაჩვენებლები და უპირატესობები გვაქვს. ჩვენ ინდივიდუალურები ვართ. ამიტომ, ხაჭოსა და თაფლის მოხმარებამდე დარწმუნდით, რომ აღნიშნული ინგრედიენტების მიმართ უკუჩვენებები არ გაქვთ.

რამდენადაც ათვისების დრო 20 წუთის ფარგლებში მერყეობს, ასეთი კერზის მოხმარება შეიძლება როგორც საუზმეზე, ისე ვახშამზეც. ბოლო შემთხვევაში, საკვების მიღება დაძინებამდე არანაკლებ 2 საათით ადრე უნდა მოხდეს. ხაჭოს ანტისტრესული თვისებები აქვს, ანუ, ხელს უშლის უძილობას და ამით აუმჯობესებს თქვენი ძილის ხარისხსაც.

იმისათვის, რომ მაქსიმალურად აითვისოთ ხაჭოსა და თაფლის მთელი სარგებელი, რეკომენდებულია, კერძს არ დააყოლოთ სითხე: არც ყავა, წვენი, ჩაი და წყალიც კი. სითხე შეგიძლიათ მხოლოდ 30 წუთის შემდეგ მიიღოთ.

ხოლო რეცეპტის გამრავალფეროვნებისთვის, დაუმატეთ თაფლს 30 გ კენკრა ან თხილი. ან, თაფლის ნაცვლად, გამოიყენეთ არაჟანი, რაც კერძის კალორიულობად გაზრდის 100 გრამზე 70-150 კკალ-მდე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს