
ფრჩხილების სიყვითლე, ტალღები ფირფიტებზე, თითებს შორის ბზარებისა და წყლილების გაჩენა – სოკოვანი ინფექციების სიმპტომები. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით ყოველი მე-5 ადამიანი ამ პრობლემისგან იტანჯება.
დაქვეითებული იმუნიტეტი, მჭიდრო ფეხსაცმელი, ფეხების ოფლიანობა, ზედმეტი წონა – სოკოვანი დაავადების გამომწვევი მთავარი მიზეზები.
ხალხურ მედიცინაში მოიძებნება რეცეპტი, რომელიც ამ პრობლემის გადასაჭრელად გამოიყენება. მის ეფექტურობას არაერთი ადამიანი გაუოცებია. დღეს პაპარაცის რედაქცია სწორეფ ამ რეცეპტს გთავაზობთ.
სოკოს სამკურნალო ეფექტური საშუალება
საკვები სოდა და ვაშლის ძმარი თითოეული ადამიანის სამზარეულოში მოიპოვება. სწორედ ამ ორი ინგრედიენტის მეშვეობითაა შესაძლებელი ფეხის სოკოსთვის დამანადგურებელი დარტყმის მიყენება.
შეაზავეთ ვაშლის ძმარი თბილი წყლით თანაფარდობით 1:3. ჩაასხით ის ტაშტში და ჩაალაგეთ მასში ფეხები 20 წუთით. ამ დროის გასვლის შემდეგ გაიმშრალეთ ფეხები, ხოლო ახალ, სუფთა ტაშტში დაამზადეთ სოდის წყალხსნარი (2 ლიტრ წყალში 2 ს.კ საკვები სოდა). მოათავსეთ ამ ხსნარში ფეხები 15 წუთის განმავლობაში. ამ პროცედურის შემდეგ დაიჭერით სოკოთი დაზიანებული ფრჩხილები.
გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველ საღამოს იქამდე, სანამ ამ პრობლემისგან მთლიანად არ განთავისუფლდებით. ამ მეთოდის არსი მდგომარეობს შემდეგში: სოკო მჟავე გარემოში იღუპება, ხოლო სოდა მისი შემდგომ გავრცელებას აფერხებს.
მეტი ეფექტურობისთვის, ფეხის ამ აბაზანების მიღების შემდეგ შეიზილეთ თითებზე ჩაის ხის ზეთი.
რედაქციისგან:სოკოვანი ინფექციები ხშირი პრობლემაა, რომლის სიმპტომები მოიცავს ფრჩხილების სიყვითლეს, ტალღოვან ფირფიტებსა და თითებს შორის ბზარებს. ეს დაავადება გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორებით, მათ შორის მჭიდრო ფეხსაცმლის ჩაცმით, ოფლიანობითა და დაქვეითებული იმუნიტეტით. სტატისტიკურად, მსოფლიოს მასშტაბით ყოველი მე-5 ადამიანი იტანჯება ამ პრობლებით.
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მედიცინაში არსებობს მრავალი ეფექტური წამალი სოკოვანი ინფექციების წინააღმდეგ, ხალხური მედიცინაც გვთავაზობს რამდენიმე მარტივ, მაგრამ ძლიერი სამკურნალო საშუალებებს. კვლევები, როგორიცაა International Journal of Dermatology (2017), ადასტურებს, რომ ბუნებრივი ინგრედიენტებით, როგორიცაა ვაშლის ძმარი და საკვები სოდა, შესაძლებელია ამ ინფექციების ეფექტური მკურნალობა. მსგავსი მეთოდები, რომელიც მკურნალობს სოკოს მჟავე და ბაზურ გარემოებში, ანალოგიურად ეფექტურია იმ სოკოების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვეულებრივ ნარჩუნდება და ვითარდებიან ტენიან და ცხიმიან გარემოში.
📢 ფიქრობთ თუ არა, რომ ბუნებრივი საშუალებები შეიძლება იყოს მომგებიანი სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ? გაზიარეთ თქვენი გამოცდილება და დატოვეთ კომენტარი, თუ უკვე გამოცადეთ მსგავსი მეთოდები.