ლიმფური სისტემის გაწმენდის 10 ნატურალური საშუალება!

9

ლიმფას უწოდებენ ოგრანიზმის ცოცხალი წყალს. ის ცირკულირებს ლიმფური არხებით მთელს ორგანიზმში, წმინდავს და გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები, მავნე ვირუსები და ბაქტერიები. სწორეთ ლიმფოკვანძები გვაძლევენ სიგნალს იმის შესახებ, რომ ორგანიზმში რაღაც წესრიგში ვერ არის.

თუკი მუდმივ სისუსტეს გრძნობთ, ძალების კარგვას, ხშირად ავადმყოფობთ სინუსიტით, ანგინით, იტანჯებით თავის ტკივილებით, ართრიტით და ზედმეტი წონით სასწრაფოდ მიაქციეთ ყურადღება თქვენს ლიმფურ სისტემას.
პაპარაცი წარმოგიდგენთ დეტოქსიკაციის რამოდენიმე ნატურალურ ხერხს, რომლებიც კომპლექსური მოქმედებით აუმჯბესებს ლიმფურ დინებას.

როგორ გავწმინდით ლიმფა?

  1. ისუნთქეთ ღრმად!
    ორგანიზმში 3 ჯერ მეტი ლიმფას ცირკულაცია ხდება ვიდრე სისხლში, მაგრამ საზღვარი ლიმფურ სისტემას არ აქვს. ღრმა სუნთქვით თქვენ ხელს შეუწყობთ ლიმფების უსწრაფეს განახლებას.
  2. იმოძრავეთ მეტი
    წახტომები, სწრაფი სიარული, გაწელვა და სხვა ფიზიკური დატვირთვები (ზომიერი ინტენსივობით) დადებითად აისახება ლიმფურ დინებაზე.
  3. დალიეთ მეტი წყალი
    წყლის არასაკმარისი რაოდენობის გამო ტოქსინების გამოდევნა ფერხდება. მავნე ნივთიერებები გროვდება და წამლავენ ორგანიზმს. უკეთესი შედეგების მისაღწევად წყალში ლიმონის წვენიც დაამატეთ.
  4. დაივიწყეთ ტკბილი გაზიანი სასმელები
    ასეთი სასმელები შეიცავენ შაქარს დიდი ოდენობით. რა საჭიროა ორგანიზმის გადატვირთვა?
  5. ჭამეთ ახალი ხილი უზმოზე!
    ხილის სახეობების უმრავლესობას ჩენი ორგანიზმი 30 წუთის განმავლობაში გადაამუშავებს. მჟავები და ფერმენტები, რომლებსაც ისინი შეიცავენ დილიდან საჭმისმომნელებელი სისტემის ამუშავებას უწყობს ხელს.
  6. ჭამეთ მწვანე ბოსტნეული!
    მათში შემავალი უხვი ქლოროფილი შესანიშნავად წმინდავს ლიმფას და სისხლს.
  7. ჭამეთ კაკლისებრნი
    რეგულარულად შეავსეთ ორგანიზმი ცხიმოვანი მჟავებით აქტიური დეტოქსიკაციისთვის. კაკალი, ნუში, თხილი და ასევე მზესუმზირა, გოგრის და სელის მარცვლები თქვენ ამაში დაგეხმარებიან.
  8. სვით მცენარეული ჩაი!
    მცენარეული ჩაი დადებითად მოქმედებს ლიმფაზე. უბრალოდ შემოწმეთ ხომ არ გაქვთ უკუჩვენება ამა თუ იმ მცენარეულ ჩაიზე.
  9. თვითმასაჟი!
    გაიკეთეთ მასაჟი ფუნჯით რომელსაც აქვს ნატურალური ჯაგრისი წლის პროცედურების დროს. წრიული მოძრაობებით გახეხეთ კანი ქვევიდან ზევით:ფეხის თითებიდან მხრებამდე.
  10. მიიღეთ კონტრასტული დუში
    კონტრასტულ დუშზე ბევრია ნათქვამი. ცივი წყალი ახდენს ლამის ორგანიზმის მთელი სისტემის მუშაობის სტიმულირებას.

დეტოქსიკაციის პროცესის დაწყება გვიანი არასდროს არ არის! დაწყება შეგიძლიათ ამ წამსვე, რადგან უახლოეს მომავალში იგრძნოთ ძალა და სიმხნევე.

რედაქციისგან:ლიმფა, ორგანიზმში მოძრავი “ცოცხალი წყალი”, ასრულებს მნიშვნელოვან როლს ტოქსინებისა და მავნე ვირუსების, ბაქტერიების გამოდევნაში. მისი სწორად ფუნქციონირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ორგანიზმში ცვლილებებისას სწორედ ლიმფური სისტემა იძლევა სიგნალებს. როდესაც აღნიშნული სისტემა ვერ მუშაობს სწორად, ხშირად გვხვდება სისუსტე, ხშირი ინფექციები და მეტაბოლიზმის დარღვევა.

სწორი ლიმფური ცირკულაციისთვის მრავალი ბუნებრივი მეთოდია შესთავაზებული, რომელიც დაგვეხმარება ორგანიზმში დაგროვილი ტოქსინების გამოსატანად. კვლევები, მათ შორის Journal of Alternative and Complementary Medicine (2018), აჩვენებს, რომ ღრმა სუნთქვა, ფიზიკური აქტივობა, წყლის დიდი რაოდენობით მიღება და მწვანე ბოსტნეულის, ხილის, და მცენარეული ჩაის გამოყენება ხელს უწყობს ლიმფის ცირკულაციას და სისტემის ჯანმრთელობას.

📢 როგორ უვლით თქვენ თქვენს ლიმფურ სისტემას? გამოიყენებთ თუ არა რომელიმე ამ მეთოდს? მოგვიყევით თქვენი გამოცდილება.