
ხშირად ადამიანები, რომლებიც დიეტას იცავენ, კვების რაციონიდან ყურძენს საერთოდ იღებენ, რადგან მასში შაქრის მაღალი შემცველობაა. იცოდით, რომ ყოველდღიურად მიღებული ყურძნის მცირე დოზა გაგიუმჯობესებთ არა მხოლოდ ფიგურას, არამედ ინტიმურ ცხოვრებას, რაც უკანასკნელმა სამეცნიერო კვლევამ დაადგინა, რომელიც ამერიკელი დიეტოლოგის, ჰელენ ბონდის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
კენკრა და ხილი, განსაკუთრებით კი წითელი ყურძენი, დაგეხმარებათ რამდენიმე კილოგრამის დაკლებაში და მინიმუმადე შეამცირებს იმ ცვლილებებს, რომლებსაც ადამიანის ორგანიზმი საშუალო ასაკში განიცდის. საკმარისია მხოლოდ ერთი მუჭა წითელი ყურძენი დღეში და თქვენ ულამაზეს ფიგურას სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნებთ! აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ეს მეთოდი არ მუშაობს, თუ კვების რაციონიდან არ ამოიღებთ ტკბილეულსა და ცხიმიან ყველს.
დადებით ცვლილებებზე პასუხისმგებელია ფლავონოიდები, რომელთაც წითელი ყურძენი შეიცავს. მათი რეგულარულად მიღების შედეგად ორგანიზმში საგრძნობლად კლებულობს ქოლესტერინის დონე, არტერიული წნევა და სიმსივნის გაჩენის რისკი. იმ ხილის სია, რომლებიც შეიცავს ფლავანოიდებს და გვეხმარება ფიგურის შენარჩუნებში, შეადგინა აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის მეცნიერმა ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მეცნიერთან ურთიერთოთანამშრომლობით.
იანვრის თვის დასაწყისში ასევე ჩატადა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ მამაკაცებში, რომლებიც რეგულარულად იღებენ ფლავანოიდების შემცველ ხილს, ერექციული დისფუნქციის გაჩენის რისკი მინიმალურია. ოპტიმალური შედეგების მისაღწევად რეკომენდირებულია დიეტის დაცვა და კვირის განმავლობაში 5 საათიანი სეირნობა.
არსებობს ამ ტიპის ხილის მიღებასთან დაკავშირებული რამდენიმე წესი:
- მიირთვით ახალი ხილი, რადგან მათი ხანგრძლივი დროით შენახვის შედეგად სასარგებლო ნივთიერებების შემცველობა კლებულობს.
- გაყინული კენკრა და ხილი კიდევ უფრო მეტად სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის.
- ხილი და კენკრა მიირთვით მთლიანად, რადგან მათი კანი ასევე დიდი რაოდენობით ვიტამინებს შეიცავს.
- ნუ მიიღებთ ხილსა და კენკრას წვენის სახით, რადგან მათში ფლავანოიდების დეფიციტია.
- შეგიძლიათ თამამად მიირთვათ ღვინო, რადგან მასში შენარჩუნებულია წითელი ყურძნის თვისებები.
გაითვალისწინეთ ჩვენს მიერ მოცემული რჩევები და შეინარჩუნეთ სილამაზე სიცოცხლის ბოლომდე. გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, რათა მათაც შეიტყონ წითელი ყურძნის ამ უნიკალური თვისებების შესახებ!
რედაქციისგან:ყურძენი, განსაკუთრებით მისი წითელი სახეობა, ხშირად იგნორირებულია მათი შაქრის მაღალი შემცველობის გამო, მაგრამ უახლესმა სამეცნიერო კვლევებმა დაადასტურა მისი დადებითი გავლენა როგორც ფიზიკურ მდგომარეობაზე, ისე ინტიმურ ცხოვრებაზე. ჰელენ ბონდის მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, რომ ყურძნის რეგულარული მიღება არა მხოლოდ სხეულის ფორმის შენარჩუნებაში ეხმარება, არამედ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქოლესტერინის დონის შემცირებაში და სიმსივნის რისკის შემცირებაში (Bond et al., 2024).
ფლავონოიდები, რომლებიც მდიდარ მოცულობაში შეიცავს წითელი ყურძენი, ხელს უწყობს ორგანიზმში დადებით ცვლილებებს და ამცირებს არტერიულ წნევას, რაც შეიძლება სასარგებლო იყოს განსაკუთრებით მამაკაცებისთვის, რადგან მათში ერექციული დისფუნქციის რისკი მცირდება. იმავე კვლევაში, რომელიც აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდმა ჩაატარა, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ფლავონოიდები ამცირებს ამ ტიპის ჯანმრთელობის პრობლემების განვითარების რისკს (Harvard Medical School, 2024).
🔎 რა თქვენი აზრია ამ კვლევის შესახებ? ფლავონოიდების შემცველი ხილის მიღების შედეგები მოგწონთ? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება!