კოლორექტალური კიბო: 8 ფაქტი დაავადებაზე, რომელსაც მდუმარე მკვლელს უწოდებენ

666
Photo by National Cancer Institute on Unsplash

კოლორექტალური კიბო უჩეულო სივერაგით გამოირჩევა: მისი განკურნება შეიძლება, თუმცა, სიმპტომების გამოვლენის თავისებურებების გამო, დაავადება მხოლოდ იმ სტადიაზე გვამცნობს არსებობის შესახებ, როცა იგი ადამიანისთვის მომაკვდინებელია. რა უნდა ვიცოდეთ ამ დაავადების შესახებ?

ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ 8 ფაქტს, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ, თქვენივე სიცოცხლისთვის.

ფაქტი: კოლორექტალური კიბო, ძირითადად, მსხვილ ნაწლავს აზიანებს

ცნება “კოლორექტალური კიბო” მოიცავს ნაწლავის სხვადასხვა ავთვისებიან სიმსივნეს, თუმცა, შემთხვევათა 2/3-ში, ისინი სწორედ მსხვილ ნაწლავში ლოკალიზდება. კიბოს შემთხვევათა 30%-ში, დაავადებით ზიანდება სწორი ნაწლავი ან მსხვილიდან წვრილში გადასვლის წერტილი. წვრილი ნაწლავის სიმსივნე ძალიან იშვიათია.

ფაქტი: კოლორექტალური კიბო – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნაირსახეობაა

მსხვილი ნაწლავის კიბო ქალებში კიბოს მეორე ყველაზე გავრცელებული სახეობაა (სარძევე ჯირკვლის შემდეგ), ხოლო მამაკაცებში – მესამე (პროსტატისა და ფილტვების კიბოს შემდეგ).

ფაქტი: კოლორექტალური კიბოს გაჩენის რისკი მკვეთრად იზრდება 55 წლის შემდეგ

ამ დიაგნოზის მქონე პაციენტთა მხოლოდ 10% არაა 55 წლის ასაკს მიღწეული. კოლორექტალური კიბოს შემთხვევათა 90%-ში, იგი 55 წლის შემდეგაა დაფიქსირებული. შემთხვევათა ნახევარში კი იგი 70 წელს გადაცილებულ პაციენტებში გვხვდება.

ფაქტი: კოლორექტალური კიბო მემკვიდრეობითია

ამ კიბოს შემთხვევათა თითქმის მესამედი დაკავშირებულია მემკვიდრულ წინასწარგანწყობილებაზე ან გენეტიკურ საწყისებზე. იმ ადამიანების ახლო ნათესავები, რომლებსაც კიბო დაუდგინდა, 50%-ით უფრო მაღალი რისკი აქვთ ამავე საშინელებით დაავადებისა, ვიდრე მათ, ვისაც მსგავსი დიაგნოზის მქონე ნათესავები არ ჰყავს. თუ ოჯახში კოლორექტალური კიბოთი დაავადების ისტორიები ცნობილია, მისმა წევრებმა სამედიცინო გამოკვლევა ჯერ კიდევ ახალგაზრდობისას უნდა ჩაიტარონ.

ფაქტი: კოლორექტალური კიბოს სიმპტომები დიდი დაგვიანებით ჩნდება

მსხვილი ნაწლავის კიბოს მდუმარე მკვლელს ტყუილად კი არ უწოდებენ. იგი ნელა იზრდება და დიდხანს არ იწვევს არავითარ დისკომფორტს. დაავადების ისეთი არასპეციფიკური სიმპტომები, როგორებიცაა სისხლი განავალში, დიარეა ან საჭმლის მონელების პრობლემები, მხოლოდ გვიანდელ სტადიებზე ჩნდება.

ფაქტი: კოლორექტალური კიბო განკურნებადია

მსხვილი და სწორი ნაწლავების კიბო კიბოს ერთადერთი სახეობაა, რომელიც თითქმის 100%-ით განკურნებადია იმ პირობით, თუ საკმაოდ ადრე აღმოაჩენენ.  კოლორექტალური კიბო გამოიწვევა წინამორბედებით – პოლიპებით, რომლებიც 10 წლის განმავლობაში შეიძლება ვითარდებოდეს, სანამ ავთვისებიან სიმსივნედ იქცევა. ასეთი პოლიპები ოპერაციის ჩატარების გარეშეც გამოიდევნება ორგანიზმიდან.

ფაქტი: კიბოს დროულად დიაგნოსტირების საუკეთესო გზაა კოლონოსკოპია

დღეისათვის, კოლონოსკოპია გამოკვლევის ერთადერთი მეთოდია, რომელიც ეფექტურად ავლენს ნებისმიერი ზომის ნაწლავურ პოლიპებსა და ბრტყელ ადენომებს. პოლიპები დაუყოვნებლივ, სარკისებრი არელვის დროს, ოპერაციის გარეშე შეიძლება ამოიჭრას. თუ კოლონოსკოპია ვერ აღმოაჩენს ვერავითარ წარმონაქმნს, შეგიძლიათ, პროცედურა მხოლოდ 10 წლის შემდეგ გაიმეოროთ. მუდმივი მონაცვლეობითი ფაღარათი და ყაბზობა 40 წლის შემდგომ ასაკში – ეს სიმპტომია, რომლის დროსაც აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ კოლონოსკოპია.

ფაქტი: განავლის ანალიზი ფარულ სისხლზე არაზუსტი მეთოდია

ანალიზი ფარულ (ოკულტურ) სისხლზე განავალში კიდევ ერთი მეთოდია კოლორექტალური კიბოს ან წინამორბედი პოლიპების აღმოსაჩენად. თუმცა, აღნიშნული მეთოდი არაზუსტია, რამდენადაც ნაწლავებში არსებული პოლიპები შეიძლება არ იწვევდეს სისხლდენას ანალიზის ჩატარების მომენტში, და მაშინ შედეგები უარყოფითი აღმოჩნდება, რაც ნაწლავების ჭეშმარიტ მდგომარეობას არ ასახავს.

ფაქტი: ცხოვრების ჯანსარი წესი ამცირებს კიბოს გაჩენის რისკს

უპირველეს ყოვლისა, დაავადების პროფილაქტიკისთვის უნდა დაიცვათ რაციონი უჯრედისის მაღალი შემცველობით, წითელი ხორცის ნაკლები რაოდენობით, ალკოჰოლისა და ნიკოტინის გარეშე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობაც: მისი დაბალი დონე შედის იმ ფაქტორთა რიცხვში, რომლებიც ზრდის კიბოს გაჩენის რისკს. ასევე, ამ სიაშია მეორე ტიპის დიაბეტი, ჭარბი წონა და სიმსუქნე.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს