ექიმი-კარდიოლოგი გულის გამოსაჯანმრთელებელი მარტივი წესების შესახებ გვიყვება.

0
1026
Photo by Robina Weermeijer on Unsplash

გერმანელი ექიმი-კარდიოლოგი ტოსტენ დილი, გამოცემა Focus-თან საუბრისას ყვება მარტივ წესებზე, რომლებიც გვეხმარება გულის დაავადებებისგან დაცვაში. იგი თვლის, რომ ამისთვის საუკეთესო ზომაა მოწევაზე უარის თქმა, არტერიული წნევისა და ქოლესტერინის დონეების კონტროლთან ერთად.

ტორსტენ დილი, რომელსაც დუსელფორდში, სანის საავადმყოფოს სამედიცინო ცენრის მთავარი ექიმის თანამდებობა უკავია, ხაზს უსვამს: გულის გაჯანსაღებისთვის მნიშვნელოვანია ორი შემადგენელი ნაწილის არსებობა – სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა.

გულის დაავადებების თავიდან აცილების ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა ამტანობის ვარჯიში.

-“კვირაში სამჯერ, თითო საათით, სპორტ-დარბაზში დავდივარ, მიუხედავად ამინდისა. ვარჯიშის რეგულარულობა აუცილებელია გულისთვის.” – აღნიშნა სპეციალისტმა.

დილი გვირჩევს, უარი ვთქვათ ლიფტის გამოყენებაზე და კიბეებზე ფეხით ავიდეთ – ფიზიკური დატვირთვის აღნიშნული სახეობა განსაკუთრებით კარგად აისახება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობაზე. რამდენიმეწუთიანი ყოველდღიური სიარული კიბეებზე გააუმჯობესებს გულის ფუნქციას პრაქტიკულად ისევე, როგორც ამას ინტერვალური სავარჯიშოები აკეთებს.

თუ, ფიზიკურ დატვირთვებთან ერთად, დაიცავთ კვების საკმაოდ მარტივ, თუმცა ჯანსაღ წესებს, ეს სტაბილური წონის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ, რაც, ექსპერტის თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პირობაა გულის დაავადებების პროფილაქტიკისთვის. დილმა თქვა, რომ თავად უპირატესობას ანიჭებს თევზისა და ბოსტნეულისგან შემდგარ რაციონს, რომელიც, მისი განცხადებით, ნორმალური წონის შენარჩუნებაში ეხმარება.

ასევე, კარდიოლოგი თვლის, რომ გულის დასაცავად მნიშვნელოვანია სტრესისგან თავდაცვაც. მან დააზუსტა, რომ სტრესი ერთ-ერთი “ფარული”, თუმცა ძალიან საშიში მტერია გულისთვის, რამდენადაც ადამიანებს აიძულებს მეტი ტკბილეულის, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარებას, ასევე, ამცირებს ძილის ხარისხს, ყველა ეს ფაქტორი კი უარყოფითად ისახება მიოკარდის ფუნქციონირებაზე.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი