ექიმებმა დიაბეტის უჩვეულო ნიშნები დაასახელეს

807
photo by Manu5 on wikipedia.org

როგორც ბრიტანელი ექიმები აღნიშნავენ, დიაბეტზე შეიძლება უჩვეულო ნიშნები მითითებას გაძლევდნენ. კერძოდ, ძილის პრობლემები, ღამით ოფლდენა და გასაოცრად ცხადი სიზმრები.

დიაბეტი ვითარდება, როცა თირკმელზედა ჯირკვალი საკმარისი რაოდენობის ინსულინს ვერ აწარმოებს ან ორგანიზმი მასზე ადეკვატურად რეაგირებას წყვეტს. შედეგად, სისხლში შაქრის კონტროლის მექანიზმი ირღვევა, რაც ადამიანის ზოგად განწყობაზე გავლენას ახდენს და სხვადასხვა სიმპტომებს იწვევს.

ბრიტანელი ექიმები ამბობენ, რომ ერთ-ერთი ნიშანი, რომელიც დიაბეტის არსებობაზე სიგნალს იძლევა, შეიძლება ძილთან დაკავშირებული პრობლემები იყოს.

„თუ ადამიანს უძილობა, ჭარბი ოფლიანობა აწუხებს და უჩვეულოდ ცხად სიზმრებს ხედავს, ეს შეიძლება ჰიპოგკლიკემიასთან (სისხლში შაქრის დაბალი დონე), დიაბეტის ერთ-ერთ დამახასიათებელ სიგნალთან იყოს კავშირში“ – ამბობენ სპეციალისტები.

ექიმები გირჩევენ, რომ ჰიპოგლიკემიის არსებობის შესახებ დაეჭვების შემთხვევაში სისხლში შაქრის დონე შეამოწმოთ.

ასევე ექიმები აცხადებენ, რომ დიაბეტის განვითარებაზე შეიძლება საუბრობდეს კანზე გაჩენილი უჩვეულოდ მუქი ლაქები, რომლებიც სისხლში მოძრავი ჭარბი ინსულინით არის გამოწვეული. ხშირად მსგავსი ლაქები პირველად მუხლს ქვემოთ ჩნდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს