აბუსალათინის ზეთი სხეულის, თმის და ფრჩხილების სილამაზისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და ხელმისაწვდომი საშუალებაა. მას ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები იყენებდნენ და რეცეპტებს თაობიდან თაობას გადასცემდნენ. დღეს ექიმი დერმა-კოსმეტოლოგი გრიგორი გოლდინი გიამბობთ, თუ რით არის ეფექტური აბუსალათინის ზეთი და როგორ გამოვიყენოთ.
აბუსალათინის ზეთის სარგებელი
ამ სააფთიაქო საშუალებას ბევრი სარგებელი აქვს. მათგან ორი ძირითადი თვისების გამოყოფა შეიძლება. პირველ რიგში, აბუსალათინის ზეთი კანს შესანიშნავად კვებას და ატენიანებს, ამასთან ანტიასაკობრივი მოქმედება გააჩნია. სწორედ ამიტომ, სიბერის ნიშნების წინააღმდეგ ხშირად იყენებენ. თბილი სახით განსაკუთრებით ეფექტურია, რადგან კანის ყველაზე ღრმა ფენებში აღწევს.
მეორეც, აბუსალათინის ზეთი გამოხატულ ანტიბაქტერიულ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას ფლობს. მის გამოყენებას პრობლემური კანის მქონე ადამიანებს ხშირად ურჩევენ, რადგან ზეთი გამონაყარს შესანიშნავად უმკლავდება. ამას კი რიცინოლის მჟავის წყალობით აღწევს, რომელიც აკნეს გამომწვევ ბაქტერიებს ანადგურებს.
სილამაზის რეცეპტები
აბუსალათინის ზეთი შეგიძლიათ სხვადასხვა ვარიანტით გამოიყენოთ. ამასთან როგორც კანის, ასევე თმისთვის. სპეციალისტი ძირითად რეცეპტებს გიზიარებთ, რომელიც მუდმივი გამოყენების შემთხვევაში ეფექტურად მოქმედებს.
კანისთვის
ანტიასაკობრივი ნიღაბი: აბუსალათინის ზეთს ქაცვისგან მიღებულ ზეთი თანაბარი პროპორციით აურიეთ. ნარევი სხეულის ტემპერატურამდე შეათბეთ. შემდეგ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე თითის ბალიშების დახმარებით, მსუბუქი ტყაპუნის მეთოდით წაისვით. 20 წუთით გაიჩერეთ და ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ნიღაბი ნებისმიერი ტიპის კანისთვის: სილამაზის, დატენიანებისა და სიკაშკაშისთვის კვერცხის გული ათქვიფეთ და 1 ს/კ აბუსალათინის ზეთი დაუმატეთ. ნიღაბი სუფთა კანზე წაისვით და 20 წუთით გაიჩერეთ. ამის შემდეგ თბილი წყლით ან გვირილას ცივი ნაყენით ჩამოიბანეთ.
ნიღაბი მოწიფული და მშრალი კანისთვის: 1 საშუალო ზომის მოხარშული კარტოფილი დაჭყლიტეთ და 1 ს/კ რძე და აბუსალათინის ზეთი დაუმატეთ. სახე მაკიაჟისა და ჭუჭყისგან გაიწმინდეთ და ნიღაბი წაისვით. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
ნიღაბი სახის ტონუსისთვის: საშუალო ზომის მჟავე მწვანე ვაშლი გახეხეთ და 1 ს/კ აბუსალათინის ზეთი დაუმატეთ. სახეზე წაისვით და 15 წუთით გაიჩერეთ. ასე სახის ფერს გაიუმჯობესებთ.
რეცეპტი ჭორფლების საწინააღმდეგოდ: გახეხილი ახალი კიტრი, ნახევარი ს/კ ლიმონის წვენი და 1 კოვზი აბუსალათინის ზეთი აურიეთ და სახეზე წაისვით. 15 წუთით გაიჩერეთ და შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ.
თმისთვის
ამ რეცეპტით თმის გარეგნულ მხარეს გააუმჯობესებთ და სასარგებლო ნივთიერებებით გაამდიდრებთ. კვირაში ერთხელ აბუსალათინის ზეთი თმაში შეიზილეთ და 20 წუთით გაიჩერეთ. მერწმუნეთ, შედეგი ამად ღირს.
თმის ცვენის პროფილაქტიკის მიზნით შეგიძლიათ აბუსალათინის ზეთი გამოიყენოთ. 1 ნაწილი აბუსალათინის ზეთი და 2 ნაწილი არაყი აურიეთ. ეს ნარევი თავის კანში შეიზილეთ და თმის ძირები კარგად დაიმასაჟეთ. ნიღაბი კვირაში ერთხელ გამოიყენეთ, თუ სქელი და ლამაზი თმის მიღება გსურთ.
ასევე აბუსალათინის ზეთი ქერტლის მოშორებაში დაგეხმარებათ. ამ მეთოდით გამოიყენეთ: 1 ს/კ აბუსალათინის ზეთი 20 გრ არაყს და ცხელ შავ ჩაის აურიეთ. ნარევი თავის კანში შეიზილეთ, 1 საათით გაიჩერეთ და შემდეგ თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.