
შაკიკი – ეს არის ძლიერი, პულსირებადი თავის ტკივილი, რომელსაც ხშირად თან სდევს გულისრევა, ხმაურისადმი გადაჭარბებული მგრძნობელობა და სხვა არასასიამოვნო სიმპტომები. მიუხედავად იმისა, რომ შაკიკის ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია, ბევრ პაციენტს თვითონვე აცნობიერებენ, თუ რა ფაქტორები იწვევს მომდევნო შეტევის პროვოცირებას. ამის მიუხედავად, არსებობს რამდენიმე ბუნებრივი საშუალება, რომლებიც ხელს უწყობს ტკივილის შემსუბუქებას და შაკიკის სიხშირის შემცირებას. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 8 ხალხურ ხრიკს, რომელიც დაეხმარება შაკიკის სიმპტომების შემსუბუქებაში.
პაპარაცი გთავაზობთ 8 ხალხურ ხრიკს თავის ტკივილის შესამსუბუქებლად.
1. მალამო Wick VapoRub
ზოგიერთი ადამიანი, რომელიც შაკიკით იტანჯება თავიანთ გამოცდილებას სოციალურ ქსელებში აქვეყნებს და აზიარებენ საშუალებებს, რომლებმაც მათი დახმარება შეძლო შეტევის დროს. ერთ-ერთი ასეთი საშუალება მალამო Wick VapoRub-ია. თავის ტკივილის დროს საჭიროა წაისვათ ის შუბლსა და საფეთქლებზე – ის შეამსუბუქებს ტკივილს და დაძაბულობას თითქმის მაშინთვე მოხსნის. ასევე ცნობილია შემთხვევებიც რომლის დროსაც მენთოლზე დაფუძნებული სხვა მალამოები შველოდა. ერთ-ერთმა ბლოგერმა საკუთარი რეცეპტიც გააზიარა: მას პიტნის ეთერზეთზე და წყალზე ან ქოქოსის ზეთზე დამზადებული მალამო შველის, რომელსაც ის ასევე შუბლსა და საფეთქლებზე ისვავს.
2. კომპრესი ყინულითა და ბანანის ქერქით
თავდაპირველად ასეთი მეთოდი შესაძლოა ძალზედ უცნაურად მოგეჩვენოთ. თუმცა ყუნული რომელიც ბანანის ქერქშია გახვეული – ეს ჩვეულებრივი, კლასიკური ცივი კომპრესია, რომელიც კალციუმით არის მდიდარი. ექიმები ასეთი კომპრესის დადებას კისერზე და თავზე რეკომენდირებენ, შაკიკის დროს თავის ტკივილის შესამსუბუქებლად.
3. ზეითუნის ზეთი
უახლოესმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ზეითუნის ზეთი ისევე როგორც თევზის ქონი, წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას უფროსებში შაკიკის ხშირი შემოტევების სიხშირისა და სიძლიერის შესამსუბუქებლად. ამის მიზეზს კი ზეთში შემავალი ომეგა-3 მჟავების შემცველობაა, რომელიც იმ ჰორმონების შემადგენელი ნაწილია, რომლებიც სისხლის წრებრუნვისა და არტერიის კედლების მოდუნებაზე არიან პასუხისმგებელნი.
4. ლავანდას ზეთი
ადუღებულ წყალში გახსნილი ლავანდის სულ ორიოდე წვეთი შეარბილებს შაკიკის გამოვლინებებს. თქვენ უბრალოდ ლავანდის აბაზანის ჰაერი უნდა შეისუნთქოთ და მალევე შეიგრძნობთ ტკივილის შესუსტებას.კვლევების თანახმად ლავანდის ორთქლის 15 წუთიანი სუნთქვა წარმოადგენს უსაფრთხო და ეფექტურ საშუალებას შაკიკის ტკივილების გასაყუჩებლად. ლავანდა ხსნის გაღიზიანებას, ასტაბილურებს განწყობას, ადუნებს კუნთებს და ხსნის დაძაბულობას.
5. სელის თესლი
სელის თესლი სამკურნალო მიზნებით ჯერ კიდევ უძველეს ეგვიპტეში გამოიყენებოდა. მას ქოლესტერინის დონის დასაწევად და ორგანიზმის გასაწმენდად იყენებდენ, იყენებდენ ასევე ყაბზობის, მკერდის არეში ტკივილების, შაკიკის სამკუნრალოდ. სელის თესლი შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების უჯრედებს, რომლებიც აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და ამცირებს გულის დაავადებების რისკს. ექიმების რეკომენდაციით მიღებულია სელის თესლის სალათებში, შვრიის ფაფებში დამატება, ან უბრალოდ წყალთან ერთად მირთმევა. სელის რეგულარულ გამოყენებას შეუძლია შაკიკის შემოტევების სიხშირის შემცირება.
6. თაფლი
უკანასკნელი კვლევების თანახმად, ნატურალური თაფლის ყოველდღიურად 2 ჩ/კ ოდენობით გამოყენება ამცირებს შაკიკის შემოტევების რისკს. ექიმები ასევე იძლევიან რეკომენდაციას შაკიკის პირველივე ნიშნების დროს ერთი სუფრის კოვზი ნატურალური თაფლის მიღებაზე.
7. არაქისის კარაქი და კოჭა
ეს ნაზავი შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, თუმცა ზოგიერთი ექიმის განცხადებით ეს ნაზავი შესაძლოა ძალიან ეფექტური აღმოჩნდეს შაკიკთან ბრძოლაში. რეკომენდირებულია დაამზადოთ პასტა არაქისის კარაქითა და გახეხილი კოჭათი – ის უნდა დაიტანოთ საფეთქებზე. სწორედ ამ მომენტში ორგანიზმი შეითვისებს მაგნიუმსა და არგინინს. ისინი ვისაც შაკიკი აწუხებს ხშირად სწორედ მაგნიუმის უკმარისობას განიცდიან, ხოლო არგინი სისხლძარღვების გამაფართოებლის ფუნქციას ასრულებს.
8.კისრის ვარჯიში
კუნთების დაძაბულობას შეუძლია შაკიკის შეტევის პროვოცირებას. შეასრულეთ კისრის კუნთების გაწელვები ყოველდღიურად 20 წუთის განმავლობაში, შაკიკის შემოტევის სიხშირის შესამცირებლად და ტკივილების შესამსუბუქებლად. სპეციალისტები იძლევიან შემდეგი ვარჯიშების რეკომენდაციას: ამოძრავეთ ნიკაპი წინ და უკან, მარცხნივ-მარჯვნივ ისე, რომ ყველა პოზიციაზე 5 წამით გაჩერდეთ. შემდეგ კი კუნთები 5 წამით მოადუნეთ. თქვენ შეგიძლიათ გამოსცადოთ სხვა ვარჯიშებიც.
ხშირად დასმული კითხვები (Q&A)
- როგორ შეიძლება შეამციროს შაკიკის შეტევები ბუნებრივი მეთოდებით?
ბუნებრივი მეთოდები, როგორიცაა ლავანდას ზეთის გამოყენება, არაქისის კარაქის და კოჭის ნაზავი, და სელის თესლის რეგულარული გამოყენება, შეიძლება ეფექტურად შეამციროს შაკიკის შეტევების სიხშირე და სიმპტომების სიმძიმე. - რომელი ხალხური საშუალება არის ყველაზე ეფექტური შაკიკის ტკივილის შესამსუბუქებლად?
ბევრ ადამიანს შაკიკის დროს შუბლსა და საფეთქლებზე Wick VapoRub-ის მალამოს წასმა ეხმარება. მენთოლის შემცველობა ახდენს ტკივილისა და დაძაბულობის სწრაფ შემსუბუქებას. - როგორ უნდა გავაკეთო კომპრესი ბანანის ქერქით შაკიკის დროს?
ბანანის ქერქის გამოყენება ყინულთან ერთად ტრადიციული ცივი კომპრესიაა. ქერქი მდიდარია კალციუმით და დაბალ ტემპერატურაზე მისი დადება შაკიკის დროს შესანიშნავად აადუნებს კუნთებს და ამცირებს ტკივილს.
რჩევა რედაქციისგან:შაკიკის ტკივილი შეიძლება იყოს ძალიან შემაწუხებელი და ცხოვრების ხარისხის შემცირების მიზეზი. თუმცა, როგორც სხვადასხვა საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, ხალხური მედიცინის ზოგიერთი მეთოდი შესაძლოა ეფექტური იყოს ტკივილის შესამსუბუქებლად. მაგალითად, კვლევებმა დაადასტურა, რომ ზეთები, როგორიცაა ლავანდა, და ინგრედიენტები, როგორიცაა ზეითუნის ზეთი და სელის თესლი, მართლა შეუძლიათ შაკიკის შეტევების სიხშირისა და სიმძიმის შემცირება (Barker et al., 2018). კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად იყენებენ სამკურნალო ზეთებს და ცივ კომპრესებს, უფრო ეფექტურად აკონტროლებენ თავიანთ შაკიკის შეტევებს (Miller et al., 2020). ამიტომ, ბუნებრივი მეთოდების გამოყენება შეიძლება იყოს დამატებითი ინსტრუმენტი შაკიკის მართვაში.