წყლულოვანი კოლიტი – მსხვილი ნაწლავის ქრონიკული ანთებაა. ამ დაავადების მქონე ადამიანები განიცდიან მთელ რიგ მახასიათებელ სიმპტომს. დროული დიაგნოსტიკა საშუალებას მოგცემთ, მალევე დაიწყოთ მკურნალობა და შეცვალოთ ცხოვრების წესი, რაც უსიამოვნო გამოვლინებებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. წყლულოვანი კოლიტი, ყველაზე ხშირად, 15-30 წლის ასაკში ჩნდება და ზოგიერთი კვლევა ამას ალკოჰოლის მოხმარებასთან აკავშირებს.
მთავარი რეკომენდაციები მათთვის, ვისაც წყლულოვანი კოლიტი აქვს: შეზღუდეთ ალკოჰოლის მოხმარება და დაიცავით ჯანსაღი კვების წესები – ეს რეციდივების რისკს მინიმუმამდე დაიყვანს. და პირიქით, ალკოჰოლის მოხმარებამ შეიძლება ანთებითი პროცესების რისკი გაზარდოს.
სიმპტომები
- სისხლიანი განავალი, თანხლებული რექტალური სისხლდენით;
- მუცლის ტკივილი;
- წონაში კლება;
- დაღლილობა;
- მაღალი ტემპერატურა.
გართულება
წყლულოვანი კოლიტი, მკურნალობის გარეშე, გაზრდის მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკს.
სხვა გართულებები
- ძლიერი სისხლდენა;
- პერფორირებული მსხვილი ნაწლავი;
- ოსტეოპოროზი;
- ვენებსა და არტერიებში თრომბების გაჩენის მაღალი რისკი.
ცხოვრების წესი ყლულოვან კოლიტზე
- მოერიდეთ პროდუქტებს, რომლებსაც გამწვავება შეუძლია. ექსპერტები გვირჩევენ, უარი ვთქვათ ცხიმიან და რძის პროდუქტზე. უნდა აღინიშნოს, რომ მდგომარეობა შეიძლება თითოეული ადამიანსითვის განსხვავებული იყოს: კვების დღიურის წარმოება, კერძების ჩასაწერად, დაგეხმარებათ იმ პროდუქტების გამოვლენაში, რომლებიც გვერდით მოვლენებს იწვევს.
- ივარჯიშეთ. რეგულარული ფიზიკური დატვირთვები დაგეხმარებათ წყლულოვან კოლიტთან დაკავშირებულ გართულებებთან გამკლავებაშე. ასეთებია: იმუნიტეტის შემცირება, წონაში კლება ან მომატება და ძვლების სიმჭიდროვის შემცირება.
- მოერიდეთ სტრესს. კვლევებმა აჩვენა, რომ სტრესი აუარესებს წყლულოვანი კოლიტის სიმპტომებს. მედიტაცია და ღრმა სუნთქვითი პრაქტიკა სტრესთან ბრძოლაში დაგეხმარებათ.
- უარი თქვით ალკოჰოლზე. იგი ნეგატიურად მოქმედებს ორგანიზმზე და დაავადების რეციდივს იწვევს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!