ზაფხულის აუცილებელი რეცეპტი: დამწვრობის საწინააღმდეგო ბუნებრივი სპრეი

36

ხანგრძლივი და ცივი ზამთარის შემდეგ არც გაზაფხულს გაუნებივრებივართ სითბოთი და მზით, ახლა კი ყველა ერთად მხურვალე ზაფხულის მოლოდინში ვართ. ხოლო მზის სხივებქვეშ გატარებული ხანგრძლივი პერიოდი თავისი შედეგებით სახიფათოა, კონკრეტულად კი დამწვრობით. რათქმუნდა საჭიროა კანის დაცვა ულტრაიისფერი გამოსხივებისგან სხვადასხვა კრემების გამოყენებით, მაგრამ თუ მაინც გადაეყარეთ ასეთ პრობლემას თქვენ უნდა იყოთ მზად დამწვრობის გასანეიტრალებლად.

სულ მალე დადგება წელიწადის ყველაზე ცხელი დრო და დამწვრობების პრობლემა ყველა ჩვენთაგანის გაფითქინებულ კანს შეიძლება შეეხოს. პაპარაცის რედაქცია გასწავლით რეცეპტს რომელიც პიტნის ეთერზეთზე და დაფნის ფოთოლზეა დაფუძნებული და ფლობს ტკივილგამაყუჩებელ, ანტისეპტიკურ თვისებებს.

ინგრედიენტები:

  • 20 წვეთი ლავანდის ეთერზეთი
  • 20 წვეთი პიტნის ეთერზეთი
  • 250 მლ წყალი

 

მომზადების წესი:

  1. მოიძიეთ ბოთლი შემაშხურებლით.
  2. დაუმატეთ წყალში ეთერზეთები
  3. გადაასხით ნაზავი ბოთლში.

ხილის ზეთებისგან განსხვავებით, ლავანდისა და პიტნის ეთერზეთს არ ახასიათებს მწველი თვისებები. ეს საშუალება ამშვიდებს და აგრილებს კანზ ნებისმიერ კრემზე უკეთ, მზის დამწვრობის დროს.

დამწვრობის საწინააღმდეგო მალამოების წასმა ძალიან მტკივნეული პროესია, ამიტომ ნაზი კანისათვის შესანიშნავ ვარიანტს წამოადგენს სწორედ ეს სპრეი. გამოიყენეთ ის ყოველ ჯერზე როდესაც კანის წვას გრძნობთ.

ჩაინიშნეთ ეს რეცეპტი, გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს. მოგვიყევით კომენტარებში თქვენი გამოცდილების შესახებ. თუ თქვენც იცით რაიმე სასარგებლო რეცეპტი მოცემულ პრობლემასთან დაკავშირებით გაუზიარეთ ის ჩვენს მკითხველს.

ხშირად დასმული კითხვები (Q&A):

  1. რატომ არის ლავანდისა და პიტნის ეთერზეთები სასარგებლო მზის დამწვრობის დროს?
    ლავანდის ეთერზეთი ცნობილია თავისი დამამშვიდებელი და ანტისეპტიკური თვისებებით, ხოლო პიტნა აგრილებს და ამცირებს კანის გაღიზიანებას.
  2. შესაძლებელია თუ არა ამ სპრეის გამოყენება ყოველდღიურად?
    დიახ, მისი გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიურად, მზეზე ყოფნის შემდეგ ან ნებისმიერი დისკომფორტის დროს.
  3. რა განსხვავებაა ამ სპრეის და მზის დამწვრობის მალამოებს შორის?
    მალამოების წასმა ზოგჯერ მტკივნეულია, ხოლო სპრეი კანზე ნაზად ნაწილდება, რაც განსაკუთრებით კომფორტულია დამწვარი კანისთვის.

რჩევა რედაქციისგან:ბუნებრივი ეთერზეთები კანის დამწვრობის მკურნალობის ეფექტური საშუალებაა. კვლევები აჩვენებს, რომ ლავანდის ზეთს აქვს დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი და კანის რეგენერაციის დამაჩქარებელი თვისებები (Anderson et al., 2021). პიტნის ზეთი კი ამცირებს ანთებას და აქვს ანტისეპტიკური ეფექტი (Jones et al., 2023).

ლავანდისა და პიტნის ეს სპრეი არის მარტივი, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ალტერნატივა მზის დამწვრობის სამკურნალოდ. მისი გამოყენება დაგეხმარებათ, სწრაფად შეამსუბუქოთ კანის გაღიზიანება და თავი კომფორტულად იგრძნოთ მზის შემდეგ. აუცილებლად სცადეთ და გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებს!