კანის სრულყოფილებისთვის გამოიყენეთ პომიდვრის წვენი სახის ნიღბად.

53

სტატიის დასაწყისშივე გეტყვით, რომ ეს გასაოცარი ნიღაბი უკუჩვენებითია ზედმეტად მგრძნობიარე კანის მქონე და ალერგიისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის. პომიდვრის წვენი – გსანსაკუთრებული პროდუქტი, რომელსაც სწრაფი და ეფექტური გავლენა აქვს ჩვენი სახის კანზე.

გაფართოებული ფორები, შეშუპება, შეწითლება და უსიამოვნო ნაწიბურები: პომიდორს შესწევს კანთან დაკავშირებული ამ და სხვა პრობლემების გადაჭრის ძალა… ეს ყველაზე ბიუჯეტური მეთოდია საკუთარი გარეგნობის გასაუმჯობესებლად!

პომიდვრის წვენი

შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც პომიდვრის ნაჭერი, ასევე მისგან მომზადებული ფაფა: ეფექტი ორივე შემთხვევაში ერთნაირია. წაისვით სახეზე პომიდვრის ნაჭერი ან ფაფა და გაიჩერეთ სახის ეს ნიღაბი 15 წუთით. ამ დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ სახე თბილი წყლით და გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი თქვენი კანის ტიპის მიხედვით.

მსგავსი ნიღაბი არაჩვეულებრივია პრობლემური კანისთვის: პომიდვრის წვენი დაუყონებლივ ხსნის შეშუპებას! მთელი საიდუმლო იმაშია, რომ პომიდვრის მჟავიანობა განაპირობებს კანის pH_ის ბალანსის აღდგენას. გარდა ამისა, A, C, E და B6 ვიტამინებს, რომლებიც ჭარბადაა პომიდორში,
მოჰყავს ტონუსში ჩვენი კანი, აგლუვებს ნაუჭებს და აუმჯობესებენ სისხლის მიწოდებას სახის კანისთვის.

ხშირად დასმული კითხვები (Q&A):

როგორ მუშაობს პომიდვრის წვენი კანისთვის?
პომიდვრის წვენი შეიცავს უამრავ ვიტამინს (A, C, E, B6), რომელიც არა მხოლოდ ანტიოქსიდანტურია, არამედ აუმჯობესებს კანის ტონუსსა და სისხლის მიმოქცევას. მისი მჟავიანობა ხელს უწყობს pH ბალანსის აღდგენას და კანის გაწმენდას.

თუ მაქვს მგრძნობიარე კანი, უნდა გამოვიყენო პომიდვრის ნიღაბი?
პომიდვრის წვენი შესაძლოა არ იყოს რეკომენდებული მათთვის, ვისაც აქვს ძალიან მგრძნობიარე კანი ან ალერგიები. თუმცა, თუ არ გაქვთ მსგავსი პრობლემები, იგი შესანიშნავი ნატურალური საშუალება იქნება კანის გამაახალგაზრდავებლად.

როგორ უნდა გამოვიყენო პომიდვრის ნიღაბი?
ყველაზე მარტივი მეთოდი არის პომიდვრის ნაჭრების დადება კანზე ან პომიდვრის ფაფის გაკეთება. ნიღაბი უნდა დაიტანოთ სახეზე 15 წუთით, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით და გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი.

რჩვევა რედაქციისგან:პომიდვრის წვენი ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი და ეფექტური საშუალებაა კანის სხვადასხვა პრობლემის გადასაჭრელად. მისი ბუნებრივი მჟავიანობა არა მხოლოდ აუმჯობესებს pH ბალანსს, არამედ ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და კანის განკურნებას. სხვადასხვა კვლევებში დასტურდება, რომ A, C და E ვიტამინები აქტიურად ეხმარება კანს ნაოჭების წინააღმდეგ და მისი ზედაპირის გაახალგაზრდავებაში (Muneer et al., 2020). ამასთანავე, პომიდვრის წვენი ხელს უშლის შეშუპებას და ანთების პროცესებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრობლემური კანის მქონე ადამიანებისთვის.