სითხის შეკავება და შეშუპება – მთავარი მიზეზები და ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები

119

ისევე როგორც ორგანიზმში სითხის უკმარისობა, ასევე ჰიპერგიდრატაციაც საკმაოდ სახიფათოა ჩვენი ჯანმრთელობისათვის. ყველაფერში აუცილებელია ნორმების, ბალანსის დაცვა. ჩვენს ორგანიზმში ჭარბი სითხიანობის დროს, ზედმეტი სითხის გამოდევნა ხდება თირკმელების მეშვეობით. მოცემმული დაავადებისას, ორგანიზმის წლით გადაჭარბებულად შევსებისას, მიზანშეწონილია გამოკვლევის ცატარება და მასზე ყურადღების გამახვილება, რადგან ეს შესაძლოა სხვადასხვა პათოგენური მდგომარეობის მანიშნებელი იყოს.

როდესაც თქვენს ორგანიზმში ჭარბად გროვდება სითხე, ეს არა მხოლოდ სხეულის სილამაზეს აუშნოვებს მის წონასაც ზრდის, ის ასევე ემუქრება თქვენს ორგანიზმს სერიოზული ქრონიკული დაავადებებით. ბუნებრივია, რომ ეს დაავადება მეტწილად ქალბატონებს აწუხებთ, ვიდრე ძლიერი სქესის წარმომადგენლებს! ვის სიამოვნებს დილიდან სარკეში შესივებული სახის ცქერა? ან ვის სიამოვნებს როდესაც საყვარელ ტანსაცმელს ან ფეხსაცმელს ვეღარ ირგებთ?! პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებული სტატით თქვენ შეძლებთ ამ უხერხულობის დაძლევას.

ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნა

მნიშვნელოვანი რჩევები:

  1. პირველ რიგში შეზღუდეთ მარილის გამოყენება! მას არა მხოლოდ ორგანიზმში სითხის შეკავება შეუძლია, არამედ ახდენს კალიუმის საჭირო გარემოს ნეიტრალიზებას. საჭმლის მომზადებსას, სცადეთ ჩაანაცვლოთ მარილი სუნელებით ან სხვა სანელებლებით. ასევე ნუ დაივიწყებთ, რომ მრავალ პროდუქტში რომელსაც თქვენ მარკეტებში ყიდულობთ უკვე არის მარილი.
  2. ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნაში შესანიშნავი დამხმარეები არიან მცენარეები და ბოსტნეული. ჭარხალი, პირშუშხა, ნიახური, ჭინჭრით და მჟაუნა და ა.შ.
  3. თქვენთ გიჯობთ უარი თქვათ ლუდის გამოყენებაზე! რადგან ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის დაგროვებას.
  4. ხშირად იარეთ საუნაში. ასევე არანაკლებ ეფექტურია ჩვეულებრივი აბაზანა მასში წიწვოვანი ექსტრაქტის დამატებით.
  5. მოაწყეთ განტვირთვის დღეები – მაგალითად, საზამთროს დღე. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ უფრო ძლიერი შარდდმდენი საშუალებები ხალხური მედიცინის ქვემოთ ჩამოთვლილი რეცეპტებიდან.

რეცეპტები:

  1. ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნაში დაგეხმარებათ შემდეგი რეცეპტი: გაახმეთ ჩრდილში ვაშლის კანი და ხარშეთ ის როგორც ჩაი. გამოიყენეთ ეს ნაყენი დღეში 5-6 ჯერ.
  2. დათვის კენკრას ასევე ახასიათებს მსუბუქი სასარგებლო შარდმდენი თვისებები. ამ მცენარის გამომშრალი ფოთლების 2 ჩაის კოვზს უნდა დაასხათ ერთი ჭიქა წყალი და ხარშოთ 20 წუთის განმავლობაში. ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ დააყენეთ ნაყენი 30 წუთით. მიირთვით ჭამის წინ სუფრის კოვზის ოდენობით 6 ჯერ დღეში.
  3. არყის ხის წვენი, ისევე როგორც არყის ფოთლები ფლობს მსუბუქ შარდმდენ თვისებებს. მისგან ნაყენის დამზადება შეგიძლიათ შემდეგნაერად: მოხარშეთ 2 ჩაის კოვზი ნედლი არყის ფოთლები ერთი ჭიქა წყალში. დააყენეთ ნაყენი ნახევარი საათით. რის შემდეგაც გაფილტრეთ მარლის გამოყენებით და დაუმატეთ ცოტაოდენი (დანის წვერის ოდენობის) სოდა. მიირთვით ნაყენი შემთბარ მდგომარეობაში ერთი სუფრის კოვზის ოდენობით ყოველ 3-4 საათში.

ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ვიდეოში თქვენ ასევე ისწავლით, როგორ მოიპოვოთ არყის ხის წვენი ხის დაზიანებისა და წვენის დანაკარგის გარეშე.

ხშირად დასმული კითხვები (Q&A):

  1. რა იწვევს ორგანიზმში სითხის შეკავებას?
    ძირითადი მიზეზებია მარილის ჭარბი მოხმარება, ჰორმონალური დისბალანსი, თირკმელებისა და გულის პრობლემები, არაჯანსაღი კვება და მცირე ფიზიკური აქტივობა.
  2. როგორ მოვიშოროთ ზედმეტი სითხე ორგანიზმიდან?
    დაუმატეთ რაციონს შარდმდენი ბოსტნეული და მწვანილი, მაგალითად, ნიახური, ჭინჭარი და მჟაუნა. ასევე, მოერიდეთ მარილის ჭარბ მოხმარებას და ალკოჰოლს.
  3. რომელი ხალხური საშუალებებია ეფექტური?
    ვაშლის კანის ჩაი, არყის ხის წვენი და დათვის კენკრის ნაყენი შესანიშნავი ბუნებრივი შარდმდენი საშუალებებია, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნას.

რჩევა რედაქციისგან:საერთაშორისო კვლევების თანახმად, ჰიპერგიდრატაცია და ორგანიზმში სითხის შეკავება ხშირად არის დაკავშირებული თირკმლისა და გულის დაავადებებთან, განსაკუთრებით ქალებში (National Kidney Foundation, 2023). ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ რეგულარულად ვაკონტროლოთ სითხის ბალანსი და საჭიროების შემთხვევაში მივმართოთ სპეციალისტს.

გარდა ამისა, კვლევები აჩვენებს, რომ მარილის შემცირების, ჯანსაღი კვების და ბუნებრივი შარდმდენი პროდუქტების მოხმარების შემთხვევაში შეშუპებისა და სითხის შეკავების პრობლემა 50%-ზე მეტით მცირდება (American Heart Association, 2023). ეს მარტივი ნაბიჯები დაგეხმარებათ ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში და სხეულის სითხის ბალანსის შენარჩუნებაში.