რუსული საზაფხულო წვნიანი შინაურული კოლით: რატომ უყვართ უცხოელებს აკროშკას ჭამა

610

უცხოელებს ზოგჯერ აშინებთ ისეთი კერძების გასინჯვა, რომელთაც რუსები, უკრაინელები და ბელორუსიელები ხშირად მიირთმევენ. რუსული კერძების ანტირეიტინგში ლიდერულ პოზიციებს აკროშკა იკავებს.

ბურახი თავისთავად სტუმრების მხრიდან ბევრ კითხვას იწვევს, მაგრამ როცა მასში მოცურავე კვერცხს, ბოსტნეულს და ძეხვს ხედავენ..

კანადელმა ტურისტმა „შინაურული კოლით მომზადებული რუსული წვნიანის“ დეგუსტაციის შემდეგ თავისი შთაბეჭდილება ასე აღწერა: „მაგიდაზე რაც იყო ყველაფერი, მათ შორის სასმელი აიღეს და ერთ თეფშზე შეკრიბეს. საწყალი საკვები, საწყალი ბურახი, საწყალი კეფირი. რატომ უნდა დაიტანჯონ?“

დასახელება „აკროშკა“ მომდინარეობს ზმნიდან „დაქუცმაცება, წვრილად დაჭრა“ და რუსულ სამზარეულოს წიგნებში მე-18 საუკუნის შუა პერიოდში გვხვდება. კლასიკური აკროშკა წვრილად დაჭრილი ბოსტნეულის, ხორცის ან თევზის, მარილიანი კონსერვის და მწვანილების ნარევს წარმოადგენს, რომელიც ბურახით ან არაჟნით არის მორთული.

აკროშკას ძველ რეცეპტში სპეციალური თეთრი ბურახი გამოიყენება, მაგრამ ხშირად სხვა პროდუქტებს ვიყენებთ: კეფირი, ლუდი, ხორცის ბულიონი, მინერალური წყალი, კიტრის მარილწყალი.

ზაფხულის ცხელ ამინდში „პაპარაცი“ ბურახით მომზადებული, გამაგრილებელი აკროშკას ძველ რეცეპტს გთავაზობთ. ეს წვნიანი ჭარბი წონის შესამცირებლად იდეალური საშუალებაა.

როგორ მოვამზადოთ აკროშკა ბურახზე

ზაფხულში მაცივრისკენ არაფერი ისე არ გვიზიდავს, როგორც აკროშკას წვნიანი. მის მოსამზადებლად თქვენ მარტივი პროდუქტები დაგჭირდებათ, რომელთაც ბოსტანში ან ბაზარში იპოვით.

ინგრედიენტები:

  • 1,5 ლ უშაქრო ბურახი
  • 500 გრ კარტოფილი
  • 150 გრ მოხარშული ქათმის ფილე
  • 150 გრ მოხარშული ძეხვი
  • 200 გრ ბოლოკი
  • 300 გრ კიტრი
  • 1 ტკბილი წიწაკა
  • 200 გრ მწვანე ხახვი
  • 100 გრ კამა
  • ოხრახუში გემოვნებით
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

1. კარტოფილი მოხარშეთ, გააგრილეთ, გაასუფთავეთ და კუბებად დაჭერით.

2. ძეხვი, ქათმის ფილე, მოხარშული კვერცხი, კიტრი კუბებად დაჭერით. ბოლოკი და წიწაკა თხელ ნაჭრებად დაჭერით. მწვანილი წვრილად დაჭერით.

3. ხორცი, ძეხვი და ბოსტნეული თასში აურიეთ.

4. მარილი და წიწაკა მოაყარეთ. თეფშზე გადმოიტანეთ.

5. ბურახი მოასხით და ზემოდან მწვანილი მოაყარეთ.

6. აკროშკა სუფრაზე გაგრილებული გაიტანეთ.

7. კერძს ნოყიერებას არაჟნით შემატებთ, მაგრამ წონაში დაკლების მსურველებმა სჯობს არ გამოიყენონ.

8. გემრიელად მიირთვით!

აკროშკის უპირატესობა დიეტური კვების დროს

ზაფხულში აკროშკის დიეტა განსაკუთრებით პოპულარულია. ის არა მხოლოდ წონის დაკლებას ხელს უწყობს, არამედ გაგრილებაშიც გეხმარებათ.

გახდომის მსურველებისთვის იდეალური იქნება ვეგეტარიანული აკროშკა, თუმცა აუცილებელი არაა სრულად სამარხვო ვარიანტი გააკეთოთ. შეგიძლიათ ნაკლებად ცხიმიანი და ცილებით მდიდარი ქათმის მკერდი გამოიყენოთ.

აკროშკას დიეტა 3 დღიდან 1 თვემდე დაიცავით. საზაფხულო, გამაგრილებელი წვნიანების უამრავი რეცეპტი არსებობს, რაც მათი მონაცვლეობის საშუალებას გაძლევთ. თუმცა აკროშკა არ მოგბეზრდებათ.

აკროშკას სარგებელი

1. დაბალი კალორიულობა

აკროშკას დიეტის შესანიშნავი შედეგი მისი დაბალი კალორიულობით მიიღწევა. ბურახზე მომზადებული აკროშკა 100 გრამ პროდუქტზე საშუალოდ 60 კალორიას შეიცავს. მთელი დღის განმავლობაში 1 კგ წვნიანი რომ შეჭამოთ, მაქსიმუმ 600 კალორია გამოგივათ. დღიური ნორმა კი 2000 – 2200 კალორიას შეადგენს.

2. ვიტამინები და მინერალები

ბევრი მონო დიეტა ორგანიზმს საჭირო ვიტამინებსა და მინერალებს ვერ აწვდის, ხოლო აკროშკა ბოსტნეულით და შესაბამისად, ვიტამინებით სავსეა.

მასში ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალები შედის: ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი იოდი, კბილების და ძვლებისთვის საჭირო კალციუმი, კალიუმი სისხლისთვის და ნატრიუმი წყლის ბალანსის დასაცავად.

3. საჭმლის მომნელებელი სისტემის გაუმჯობესება

აკროშკის ინგრედიენტები რთული ნახშირწყლებით და უჯრედისით მდიდარია. სწორედ ეს უკანასკნელი ნაწლავების მიკროფლორაზე დადებით გავლენას ახდენს, ნაწლავების მუშაობას არეგულირებს, ყაბზობას მოგაშორებთ, წიდებსა და ტოქსინებს გამოდევნის. ამ საზაფხულო კერძში ვაშლის და ლიმონის მჟავა შედის, რომლებიც საჭმლის მომნელებელ სისტემას აუმჯობესებენ.

ერთი სიტყვით, აკროშკას დიეტა სამ ბონუსს მოგიტანთ: წონის შემცირება, მისი დაბრუნების გამორიცხვა და ჯანმრთელობისთვის ბევრი სარგებელი!

ამ დიეტის დაცვას სიფრთხილით უნდა მოეკიდონ მათ, ვისაც კუჭის აშლილობა, ბუასილი და გაზები აწუხებთ. აკროშკას ჭარბად მიღება არ ღირს, თუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადება გაქვთ.

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს