როგორ მოვუაროთ გამომშრალ ხელის კანს? დაამზადეთ ეს მარტივი კრემი სახლში

148

ხელის კრემი ნებისმიერი ქალბატონისათვის აუცილებელი რამ არის. იმის გათვალისწინებით, რომ გამომშრალი ხელის კანის პრობლემას ყველა აწყდება – ამ საშუალებასაც ყველა იყენებს. ჩვენი ხელები მარტივად ხელმისაწვდომია გარე ფაქტორებისთვის, რადგან ისინი მუდმივად შიშველ მდგომარეობაში არიან. დღესდღეობით უამრავი საშუალება არსებობს ხელის კანის მოსავლელად. ამ სტატიაში პაპარაცის რედაქცია გასწავლით, თუ როგორ შექმნათ იდეალური კრემი,რომელიც ტქვენს კანს დაატენიანებს და გამოკვებავს.

ძალიან გამომშრალ ხელის კანზე შესანიშნავად ზრუნავს გვირილაზე დამზადებული კრემი. ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ 1 სუფრის კოვზი გამომშრალი გვირილის ყვავილი, რომელსაც უნდა დაასხათ 100 გრამი (ნახევარი ჭიქა) ცხელი ანადუღარი წყალი და რამოდენიმე საათის დაყენების შემდეგ გაფილტროთ.

შემდეგ ორთქლის აბაზანაზე უდნა გაალღოთ 50 გრამი კარაქი, დაუმატოთ მას 1 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი და 0,5 ჩაის კოვზი გლიცერინი, ეს მასა უნდა გააჩეროთ დაახლოებით 3 წუთი ორთქლის აბაზანაზე.

შემდეგ კი მათ ვუმატებთ ოთხ ჭიქა გვირილის ნაყენს და ერთ სუფრის კოვზ ქააფურის სპირტს, ყველაფერი კარგად გადაურიეთ სრულ გაცივებამდე. წაისვით მიღებული კრემი ხელებზე, ხელის ყოველი დაბანის შემდეგ.

ხშირად დასმული კითხვები (Q&A):

  1. რატომ არის გვირილის კრემი ასეთი ეფექტური?
    გვირილას აქვს ანთების საწინააღმდეგო, დამამშვიდებელი და დამატენიანებელი თვისებები, რაც ხელს უწყობს კანის აღდგენას და იცავს მას გამოშრობისგან.
  2. რამდენად ხშირად უნდა გამოვიყენო ეს კრემი?
    რეკომენდებულია მისი გამოყენება ხელის ყოველი დაბანის შემდეგ, რათა მაქსიმალურად შეინარჩუნოთ კანის ტენიანობა.
  3. რამდენ ხანს ინახება ხელნაკეთი კრემი?
    სწორად შენახვის შემთხვევაში (ბნელ და გრილ ადგილას) კრემი ინარჩუნებს თვისებებს დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში.

რჩევა რედაქციისგან:ბუნებრივი ინგრედიენტებით დამზადებული ხელის კრემი არა მხოლოდ უსაფრთხოა, არამედ ძალიან ეფექტურიც. კვლევები აჩვენებს, რომ გვირილას ექსტრაქტი ამცირებს კანის ანთებას და აჩქარებს მის რეგენერაციას (Journal of Clinical Dermatology, 2023). გარდა ამისა, კვლევების თანახმად, აბუსალათინის ზეთი და გლიცერინი ხელს უწყობს კანის ღრმა დატენიანებას და ბარიერული ფუნქციის გაძლიერებას (International Journal of Cosmetic Science, 2023).

თუ ხელის კანის გამოშრობა გაწუხებთ, სცადეთ ეს მარტივი და ეფექტური რეცეპტი. ბუნებრივი მოვლა თქვენი კანის ჯანმრთელობისთვის საუკეთესო არჩევანია!