
ეს სიახლე გაახარებს თითოეულ ყავის მოყვარულ ადამიანს, რომელიც დროგამოშვებით ალკოჰოლისგან მიღებულ სიამოვნებაზე უარს არ ამბობს.
ყავა ეხმარება ღვიძლს აღდგენაში, იცავს მას ტოქსინებისგან და უნარჩუნებს ახალგაზრდობას ამ საჭირო ორგანოს! ყოველივე ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყავას სწორი მეთოდით მოამზადებთ…
ყავის სმის საუკეთესო მეთოდი ღვიძლის გასაწმენდათ ხმელთაშუაზღვისეულია. სწორედ ასე იქცევა ხმელთაშუა ზღვის ძირძველი მოსახლეობა და მათ წარმოდგენაც კი არ აქვთ, თუ რას ნიშნავს ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები…
მიირთვით ყოველ დილით ერთი ფინჯანი ახლადმოხარშული, დაფქული ყავა შაქრის გარეშე და შემდეგ დააყოლეთ მას მცირე რაოდენობით კარაქი. კარაქის დოზა, რომელიც დანის წვერზე ეტევა, სავსებით საკმარისი იქნება. მეტი ეფექტურობისთვის, ისაუზმეთ ამ სასარგებლო სასმლის მიღებიდან 1 საათის შემდეგ.
ყავა – შესანიშნავი ნაღვლმდენი საშუალება. დილით 1 ჭიქა ყავის მირთმების შემდეგ ნაღვლის ბუშტი მთლიანად იცლება, თავისუფლდება. ღვიძლის ციროზი და ნაღვლკენჭოვანი დაავადებები არასდროს შეგაწუხებთ ამ პროცედურის რეგულარულად გამეორების შემდეგ!
გარდა ყოველივე ზემოთ ხსენებულისა, ყავა კარაქთან ერთად გვეხმარება სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებაში და არაჩვეულებრივი საშუალებაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გიჭირთ უშაქრო ყავის დალევა, არ ინერვიულოთ: ჩაყარეთ ყავაში მცირე რაოდენობით შაქარი, თუმცა აუცილებლად დააყოლეთ მას კარაქი ან რძე. ღვიძლს, ისევე როგორც ჩვენს ტვინს, ძალიან უყვარს შაქარი და სასარგებლო ცილები, რომელთაც რძე შეიცავს.
ხშირად დასმული კითხვები (Q&A):
- როგორ მოქმედებს ყავა ღვიძლზე?
ყავა შეიცავს ბიოაქტიურ ნაერთებს, რომლებიც ამცირებენ ღვიძლის ანთებას, აჩქარებენ დეტოქსიკაციას და ხელს უშლიან ციროზისა და ცხიმოვანი ჰეპატოზის განვითარებას. - რატომ არის რეკომენდებული ყავა კარაქთან ერთად?
კარაქი შეიცავს ჯანმრთელი ცხიმების კომპლექსს, რომელიც ხელს უწყობს ნაღვლის ბუშტის სრულ დაცლას და ღვიძლის გამართულ ფუნქციონირებას. - რა რაოდენობით უნდა მივირთვათ ყავა ღვიძლის გასაძლიერებლად?
კვლევების თანახმად, დღეში 1-2 ფინჯანი შაქრის გარეშე მოხარშული ყავა კარაქთან ან რძესთან ერთად ყველაზე სასარგებლოა ღვიძლისთვის.
რჩევა რედაქციისგან:ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ ყავა არა მხოლოდ ენერგიის მომცემია, არამედ ღვიძლის ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი დამცველიც. 2021 წელს „British Journal of Nutrition“-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ყავის რეგულარულად სმა ამცირებს ღვიძლის ქრონიკული დაავადებების რისკს 20%-ით. „Journal of Hepatology“-ში გამოქვეყნებული 2019 წლის კვლევა კი მიუთითებს, რომ დღეში 2-3 ფინჯანი ყავა ღვიძლის ფიბროზისა და ციროზის რისკს ამცირებს.
ამ მონაცემების გათვალისწინებით, თუ გსურთ ღვიძლის გაძლიერება და დეტოქსიკაცია, რეკომენდებულია ყავის სწორი მოხმარება – უმჯობესია დილით, შაქრის გარეშე, მცირე რაოდენობით კარაქთან ან რძესთან ერთად. ეს მეთოდი არა მხოლოდ ღვიძლს დაეხმარება, არამედ ხელს შეუწყობს ორგანიზმის საერთო გაჯანსაღებასაც.