
საზამთროს თესლის სასარგებლო თვისებების შესახებ სრულიად შემთხვევით შევიტყე. ერთ-ერთი ჩემი ახლობელი, რომელიც სამოგზაუროდ ჩინეთში იყო წასული, გაოცებული დარჩა, როდესაც გაიგო, რომ ეს ადამიანები ამ თესლებს გოგრის თელსების მსგავსად ამზადებენ. ზეთში, სხვადასხვა სანელებლებთან ერთად შემწვარი საზამთროს თესლები ძალზედ გემრიელი და სასარგებლოა! ამ ადამიანების რწმუნებით, ეს საშუალება არაჩვეულებრივია ორგანიზმში ჭიებისა და პარაზიტების პროფილაქტიკისთვის.
საზამთროს თესლი
დღეს პაპარაცის რედაქცია გაგიზიარებთ საზამთროს თესლის მომზადების ორ მარტივ რეცეპტს, რომელსაც ძალზედ სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე. რიბოფლავინი, ფოსფორი, კალციუმი, თუთია და B ჯგუფის ვიტამინები – ნამდვილი საგანძური, რომელიც საზამთრეს თესლებში ინახება…
ნაყენი საზამთროს თესლისგან
ინგრედიენტები:
- 5 ს.კ საზამთროს თესლი;
- 1ლ წყალი;
მომზადება:
- დაფქვით, დასრისეთ საზამთროს თესლები, მოათავსეთ პატარა ზომის ქვაბში, დაასხით 1 ლ წყალი და მიიყვანეთ დუღილამდე.
- ადუღეთ ის 45 წუთის განმავლობაში;
- გაფილტრეთ ნახარში და მიირთვით 1 ჭიქის ოდენობით 3-ჯერ დღეში.
საზამთროს თესლი ჭიების წინააღმდეგ
ინგრედიენტები:
- საზამთროს თესლები;
- უცხიმო რძე;
მომზადება:
- გამოაშრეთ საზამთროს თესლები ღუმელში და დაფქვით.
- მიღებული ფხვნილი გახსენით უცხიმო რძეში თანაფარდობით 1:10;
- მიირთვით 2 ჭიქა მიღებული სასმელი უზმოზე. მკურნალობის კურსი შედგება 3 დღისგან. ჭიებისა და პარაზიტების პროფილაქტიკისთვის სრულიად საკმარისია 1 კურსის ჩატარება.
ხშირად დასმული კითხვები (Q&A):
- რისთვის არის სასარგებლო საზამთროს თესლი?
საზამთროს თესლი შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, თუთიას, ფოსფორსა და კალციუმს, რაც აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ეხმარება ორგანიზმს ჭიებისა და პარაზიტების წინააღმდეგ ბრძოლაში. - როგორ უნდა მივიღოთ საზამთროს თესლის ნაყენი?
დაფქვით 5 ს.კ საზამთროს თესლი, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით 1 ლ წყალი და ადუღეთ 45 წუთი. მიღებული ნაყენი მიირთვით დღეში სამჯერ, 1 ჭიქის ოდენობით. - შეიძლება თუ არა საზამთროს თესლი პარაზიტების საწინააღმდეგოდ?
დიახ, საზამთროს თესლის ფხვნილი უცხიმო რძეში გახსნილი ძალიან ეფექტურია ჭიებისა და პარაზიტების მოსაშორებლად. კურსი 3 დღეს გრძელდება და სრულიად საკმარისია პროფილაქტიკისთვის.
რჩევა რედაქციისგან:ბოლო კვლევების მიხედვით, საზამთროს თესლები ძლიერი ანტიპარაზიტული თვისებებით გამოირჩევიან და მათი რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გაჯანსაღებას. „Journal of Medicinal Food“-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით (2020), საზამთროს თესლში არსებული ფიტოქიმიკატები აძლიერებენ ორგანიზმის ბუნებრივ დაცვით მექანიზმებს პარაზიტებისა და ტოქსინების წინააღმდეგ. ასევე, 2018 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა „International Journal of Food Science & Nutrition“-ში, აჩვენა, რომ საზამთროს თესლის ექსტრაქტი შეიცავს ძლიერი ანტიოქსიდანტურ ნაერთებს, რომლებიც იცავს უჯრედებს დაზიანებისგან.
თუ გსურთ ორგანიზმის გაწმენდა ტოქსინებისა და პარაზიტებისგან, სცადეთ საზამთროს თესლის ნაყენი ან ნარევი რძესთან ერთად. ეს მარტივი, ბუნებრივი მეთოდები დაგეხმარებათ ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში და იმუნური სისტემის გაძლიერებაში.