3 დღიანი კურსი ორგანიზმიდან შლაკების გამოსადევნად.

66

ორგანიზმის გაწმენდა თანამედროვე ცხოვრების წესის ფონზე სულ უფრო პოპულარული ხდება. ბევრი ადამიანი ეძებს ბუნებრივ გზებს, რომ მოიშოროს ტოქსინები, გააუმჯობესოს სასუნთქი სისტემა და შეამციროს ჯანმრთელობის რისკები.

ეს 3-დღიანი დეტოქსიკაციის მეთოდი არა მხოლოდ დაგეხმარებათ ზედმეტი წონის შემცირებაში, არამედ ხელს შეუწყობს სხეულიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას. სპეციალურად შერჩეული ბუნებრივი ინგრედიენტები, როგორიცაა ლიმონი, მოცვი, სტაფილო და კოჭა, ხელს უწყობს საჭმლის მონელების გაუმჯობესებას და სასუნთქი სისტემის გაწმენდას.

ავტორების ცნობით, ეს მეთოდი კიბოსგან იცავს, გამოდევნის ორგანიზმიდაn ზედმეტ წყალს და გვეხმარება წონის დაკლებაში. 3 დღის შემდეგ თქვენ არა მხოლოდ ორგანიზმს გაიწმენდთ, არამედ თქვენი კვების რაცiონსაც შეცვლით. ორგანიზმის გაწმენდის ეს მეთოდი დაგეხმარებათ გამოდევნოთ ორგანიზმიდან შლაკები და შეამციროთ კიბოთი დაავადების რისკი. აი რისი გაკეთებაა ამისათვის საჭირო:

  • გამორიცხეთ თქვენი რაციონიდან რძის პროდუქტები (მინიმუმ 2 დღით ადრე მაინც ამ პროცედურის დაწებამდე). ორგანიზმს ბევრად მეტი დრო სჭირდება რძის პროდუქტების გადასამუშავებლად, რაც დეტოქსიკაციის პროცეს აფერხებს.
  • დეტოქსიის პროცედურის ჩატარებამდე 1 ღამით ადრე უნდა დალიოთ სახლის შარდმდენი ჩაი. ეს თქვენ დაგეხმარებათ საჭმლის მომნელებელი სისტემის გაწმენდაში.
  • დილით მოამზადეთ სასმელი 2 ლიმონის წვენით და ½ ჭიქა წყლით (100მგ). სვით უზმოზე.
  • საუზმის შემდეგ სვით ნახევარი ჭიქა გრეიფრუტის ან ანანასის წვენი. ეს წვენი სავსეა ანტიოქსიდანტებით, რომელიც თქვენი სასუნთქი სისტემის გაუმჯბესებას შეუწყობს ხელს.
  • საუზმესა და სადილს შორის დალიეთ 1-1,5 ჭიქა ახალგამოწურილი სტაფილოს წვენი. ეს წვენიც ასევე ძალიან სასარგებლოა სასუნთქი სისტემისათვის.
  • სადილზე თქვენ უნდა დალიოთ ბოსტნეულის ან ხილის წვენი, რომლებიც კალიუმით არის მდიდარი. მაგალითად: ბანანი, ჭარხალი, ავოკადო და ა.შ.
  • საღამოს, ვახშმობამდე ნახევარი საათით ადრე მიირთვით გამწმენდი ჩაი. ეს ჩაი მზადდება კოჭასგან, ასკილისგან და პიტნისგან, რომელიც ძალიან სასარგებლოა ლორწოს დაგროვების ასარიდებლად, ცხვირის გაჭედვის(შეშუპების) და სისხლის სტაგნაციის ასარიდებლად.
  • ძილის წინ კი მიირთვით 340 მლ მოცვის წვენი, ის დაგეხმარებათ ფილტვებში არსებულ ბაქტერიებთან ბრძოლაში. მოცვი ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტია და წარმოადგენს ყველაზე სასარგებლო კენკრას თქვენი სისხლისა და შარდისათვის.
  • დეტოქსიკაციის ეს პროცედურა მომდევნო 2 დღის განმავლობაშიც უნდა გაიმეოროთ.

ხშირად დასმული კითხვები (Q&A)

  1. რატომ უნდა ამოვიღოთ რძის პროდუქტები დეტოქსამდე?
    რძის პროდუქტებს ორგანიზმის გადამუშავება უჭირს და ისინი აფერხებენ დეტოქსიკაციის პროცესს.
  2. შეიძლება თუ არა ეს მეთოდი ყველასთვის?
    უმეტეს ადამიანისთვის ეს უსაფრთხოა, მაგრამ თუ გაქვთ ქრონიკული დაავადებები, სასურველია ექიმთან კონსულტაცია.
  3. რამდენად სწრაფად ჩანს შედეგები?
    დეტოქსის პროცესში პირველი შედეგები 2-3 დღეში შესამჩნევი ხდება, განსაკუთრებით კანის მდგომარეობის და ენერგიის დონის გაუმჯობესების კუთხით.

რჩევა რედაქციისგან:ორგანიზმის გაწმენდა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. კვლევები აჩვენებს, რომ ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვები ხელს უწყობს კიბოს რისკის შემცირებას და იმუნური სისტემის გაძლიერებას (American Institute for Cancer Research, 2022). ასევე, მოცვი და ციტრუსები ცნობილია, როგორც ბუნებრივი დეტოქსიკაციის ხელშემწყობი პროდუქტები, რაც ხელს უწყობს ორგანიზმიდან მავნე ტოქსინების გამოდევნას (National Center for Biotechnology Information, 2021).

ამ 3-დღიანი დეტოქსის პროცედურით, თქვენ შეძლებთ არა მხოლოდ ორგანიზმის გაწმენდას, არამედ საჭმლის მომნელებელი და სასუნთქი სისტემების გაძლიერებას. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი არ ჩაანაცვლოს სრულყოფილ და დაბალანსებულ კვებას.