მან ნახევარ წელიწადში 89 კგ დაიკლო, ეს კი დიეტაში მხოლოდ ერთი რამის შეცვლით მოახერხა.

130

სიმსუქნე არ არის მხოლოდ ესთეტიკური პრობლემა – ის ჯანმრთელობის სერიოზული საფრთხეა. ზედმეტი წონა ზრდის გულის დაავადებების, დიაბეტის, სახსრების ტკივილისა და სხვა სერიოზული დაავადებების რისკს.

დღეს გაგიზიარებთ ქალბატონის შთამბეჭდავ ისტორიას, რომელმაც 150 კგ-დან 61 კგ-მდე დაიკლო. მისი მეთოდი მარტივია – სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა. გაინტერესებთ მისი ყოველდღიური მენიუ და წონაში დაკლების საიდუმლო? წაიკითხეთ და გაიგეთ, როგორ შეძლოთ იგივე!

სიმსუქნე – დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დაავადებაა, რომლითაც დღითიდღე სულ უფრო და მეტი ადამიანი იტანჯება. სწორედ ამიტომ, პაპარაცის რედაქციამ გადაწყვიტა გაგიზიაროთ ერთი ქალბატონის ცხოვრების რეალური ისტორია, რომელიც სიმსუქნით იტანჯებოდა. ოდესღაც ის 150 კგ-ს იწონიდა, ორსულობის შემდეგ კი ეს წონა სტაბილურად იზრდებოდა.

მოგვიანებით ამ ქალბატონმა დიეტის სულ მცირედი კორექტირებით 89 კილოგრამის დაიკლება შეძლო, თანაც არც ისე დიდი დროის მონაკვეთში. სიმსუქნის პრობლემების კვალდაკვალ ის გადაადგილების და ასევე წელის ტკივილის პრობლემასაც გადაეყარა.

თუმცა ამ ქალბატონმა გამოავლინა მონდომება, აიყვანა თავი ხელში და დაიწყო საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. მან დაიწყო კვება მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტებით და ასრულებდა კარდიო ვარჯიშებს დღეში 3-ჯერ.

ის თავს არიდებდა ნახშირწყლებითა და შაქარით მდიდარ პროდუქტებს და სულ რაღაც ნახევარ წელიწადში ქალბატონი ჯანსაღ ცხოვრებას დაუბრუნდა. ის ყოველდღიურად შემდეგ დიეტას იცავდა:

საუზმე:

  • ორი კვერცხი;
  • სოკო;
  • პომიდორი;
  • მწვანე პიურე (მწვანე სეზონური ბოსტნეულით და წლის მცირე რაოდენობით);

სადილი:

  • მოხარშული ან გამომცხვარი კარტოფილი ჩილის წიწაკით;
  • 1 ნაჭერი ჭვავის პური;
  • მწვანე ბოსტნეული (ბროკოლი, კომბოსტო, კიტრი, სალათის ფურცლები და ა.შ.);
  • გამომცხვარი თევზი ან ქათმის სტეიკი;

სამხარი:

  • უცხიმო იოგურტი ან ხილი.

ვახშამი:

  • სპაგეტი ან მაკარონი მცირეოდენი ყველით და ტომატის სოუსით;
  • ახალი მწვანე ბოსტნეული;

ნახევარი წლის შემდეგ ამ ქალბატონმა თავის მიზანს მიაღწეია. “სიმსუქნის მკურნალობის ცენტრმა” მას “წლის ქალბატონის” ტიტულიც კი მიანიჭა. დღესდღეობით ამ დიეტის წყალობით ეს ქალბატონი ჯანმრთელია, ბედნიერია და შესანიშნავ ფორმაშიც იმყოფება.

ხშირად დასმული კითხვები (Q&A)

  1. რამდენი დრო დასჭირდა მას 89 კგ-ის დასაკლებად?
    სულ 6 თვე.
  2. უნდა ამოიღოს ყველა ნახშირწყალი?
    არა, თუმცა აუცილებელია დამუშავებული შაქრის და სწრაფი ნახშირწყლების შეზღუდვა.
  3. შეიძლება თუ არა ეს დიეტა ყველასთვის?
    დიეტა დაბალანსებული და ჯანსაღია, მაგრამ უმჯობესია კვების ცვლილება ექიმთან შეთანხმდეს.

რჩევა რედაქციისგან:სიმსუქნე თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლებაა, მაგრამ სწორი კვება და რეგულარული ფიზიკური აქტივობა წონის რეგულირებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების საუკეთესო მეთოდებია.

კვლევები აჩვენებს, რომ ჯანსაღი კვების რეჟიმი, რომელიც მდიდარია ბოსტნეულით, პროტეინითა და ბუნებრივი ცხიმებით, ხელს უწყობს წონის კლებას და ორგანიზმის გაჯანსაღებას (Harvard School of Public Health, 2023). ასევე, მკვეთრად შეზღუდული შაქრის მოხმარება ამცირებს დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს (World Health Organization, 2022).

ამ ქალბატონის ისტორია გვაჩვენებს, რომ მიზანდასახულობა და დისციპლინა გარდაქმნის ჩვენს ცხოვრებას. მისი წარმატება მხოლოდ მოტივაციაა – თქვენც შეგიძლიათ იგივე.