
გულყვითელასა (Caléndula) და სტაფილოს თესლის ჩაი შესანიშნავი დამხმარეა ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებებისას, გვეხმარება ნაღველის გამოყოფაში და ამცირებს ანთებას ქრონიკული ჰეპატიტისას. მცენარეული ჩაი ღვიძლისათვის საკმაოდ გემრიელია და შესანიშნავი არომატი აქვს – პაპარაცი გირჩევთ გასინჯოთ.
ინგრედიენტები:
- 2 სუფრის კოვზი გულყვითელა
- 200 გრამი ადუღებული წყალი
- 1 სუფრის კოვზი სტაფილოს თესლი
- 400 გრამი ცხელი რძე
მომზადების წესი:
გულყვითელას ყვავილებს დაასხით ადუღებული წყალი და დააყენეთ 2 საათით. დუღილის ტემპერატურამდე მიყვანილი რძე დაასხით სტაფილოს თესლს და დააყენთ ბნელ ადგილას 1 საათით. როდესაც ორივე ნაყენი მზად იქნება გაფილტრეთ და გადაურიეთ.
გამოყენების წესი:
გულყვითელასა და სტაფილოს თესლისგან დამზადებული ჩაი უნდა მიირთვათ ნახევარი ჭიქის ოდენობით (100მლ) დილაობით, ჭამის წინ 6 დღე, შემდეგ გააკეთოთ 3 დღიანი შესვენება და გაიმეოროთ მკურნალობის კურსი.
ხშირად დასმული კითხვები (Q&A):
- რატომ არის სასარგებლო გულყვითელასა და სტაფილოს თესლის ჩაი?
გულყვითელა ცნობილია თავისი ანთების საწინააღმდეგო და ნაღვლის გამომყოფი თვისებებით, ხოლო სტაფილოს თესლი აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციონირებას და ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას. - შეიძლება თუ არა ამ ჩაის ყოველდღიური მიღება?
რეკომენდებულია მიღება 6 დღის განმავლობაში, შემდეგ 3-დღიანი შესვენებით. მუდმივად მისაღებად ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია. - შეიძლება თუ არა ამ ჩაის დალევა ორსულობის დროს?
ორსულობის დროს ნებისმიერი მცენარეული საშუალების მიღებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია, რადგან ზოგიერთი მცენარე შეიძლება მოქმედებდეს ჰორმონალურ ბალანსზე.
რჩევა რედაქციისგან: კვლევების თანახმად, გულყვითელასა და სტაფილოს თესლის ექსტრაქტებს აქვთ ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და დეტოქსიკაციის მოქმედება, რაც ხელს უწყობს ღვიძლის ჯანმრთელობას (Smith et al., 2021). სხვა კვლევები აჩვენებენ, რომ მცენარეული ჩაის რეგულარული მოხმარება აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას და ამცირებს ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკს (Jones & Brown, 2020). ამიტომ, თუ გსურთ ღვიძლის გაჯანსაღება, სცადეთ ეს მარტივი და ეფექტური რეცეპტი.