ოფთალმოლოგის 5 რჩევა ზამთარში თვალის დასახმარებლად

358
photo by mohamed hassan on pxhere

მცირე შესვენება მუშაობის დროს, შენობის განიავება, ასევე ვაზელინის გამოყენება ტიპიური ზამთრის დატვირთვის დროს თვალის დაცვაში დაგეხმარებათ. ექიმი-ოფთალმოლოგი, ლიუდგერ ვოლრინგი თვალის მხარდასაჭერად რამდენიმე რჩევას გიზიარებთ პორტალზე Foсus.de 

შენობაში მშრალი ჰაერი და ხელოვნური განათება, გარეთ ცივი ქარი და ღრუბლოვანი სიბნელე – ზამთარში ყველაფერი ეს თვალზე ძლიერ გავლენას ახდენს და მხედველობის ხარისხს ამცირებს. გერმანელი ოფთალმოლოგი 5 სასარგებლო რჩევას გთავაზობთ, რომელიც ხედვის ორგანოს დაძაბულობის მოხსნაში დაეხმარება.

1. შესვენება

სპეციალისტის თქმით, ზამთარში კომპიუტერთან მუშაობის დროს მცირე შესვენება უფრო ხშირად უნდა გააკეთოთ, ვიდრე წლის ნებისმიერ სხვა დროს. ასეთ დროს ხედვა შორს უნდა იყოს მიმართული. ასევე, თვალის ხშირი ხამხამი სასარგებლოა, რომ ბუნებრივი ცრემლიანი ფენა გაავრცელოთ.

2. განიავება

შენობაში ფანჯარა რამდენჯერმე 10-10 წუთით გააღეთ და ოთახი სუფთა ჰაერით აავსეთ. ჟანგბადი არა მხოლოდ თვალისთვის, არამედ ტვინისთვისაც სასარგებლოა.

3. ხანმოკლე გასეირნება

ექიმი დღისით ქუჩაში გასვლას გირჩევთ, რომ სუფთა ჰაერი ჩაისუნთქოთ და მცირე განტვირთვა შეძლოთ. თვალებზე სჯობს მზისგან დამცავი სათვალე გაიკეთოთ – ის ულტრაიისფერი სხივებისა და ქარისგან (რომელიც ცრემლდენას იწვევს) დაგიცავთ.

4. ხელოვნური ცრემლი

დღეში რამდენჯერმე ხელოვნური ცრემლის დახმარებით ბუნებრივი ცრემლოვანი ფენა გააძლიერეთ. ექიმი თვალის დასატენიანებლად ჰიალურონის მჟავის შემცველ საშუალებას გირჩევთ.

5. ვაზელინი

ქუთუთოებზე თხლად და რბილი მასაჟური მოძრაობით ვაზელინი წაისვით. ასე სიწითლეს და „ზამთრის თვალის“ ანთებას შეამცირებთ. „ის უფრო უკეთ მოქმედებს, ვიდრე რამდენიმე თვალის კრემი“ – ამბობს გერმანელი სპეციალისტი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს