
ბოლო წლების კვლევებმა აჩვენა, რომ კურკუმა არა მხოლოდ კულინარიული სანელებელია, არამედ მას შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს ჩვენს ჯანმრთელობაზე. კურკუმას ნაყენი საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა აღმოსავლურ მედიცინაში და დღემდე რჩება ძლიერი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო საშუალებად. ამ სტატიაში გასწავლით, თუ როგორ მოამზადოთ ეს განსაკუთრებული ჩაი, რომელიც ორგანიზმის გაძლიერებასა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
კვლევებით დამტკიცდა, რომ ჩაის რეცეპტი რომელსაც დღეს ვივიენის რედაქცია გაგიზიარებთ, წარმოადგენს ძალიან სასარგებლო ნაყენს, რომლის სამკურნალო თვალსაზრისით გამოყეება ჯანმრთელობის სხვადასხვა დაავადებისას ხდება, ის ასევე დადებით ეფექტს ახდენს დემენციისა და კიბოს შემთხვევაშიც.
ამ ნაყენის ძირითად ინგრედიენტს არ გაგიკვირდებათ და კურკუმა წარმოადგენს, რომელსაც ინდოეთში ასწლეულების მანძილზე სადეზინტოქსიკაციოდ იყენებენ, ასევე ღებინების, გულისრევის სამკურნალოდ და მრავალ სხვა.
ეს მხოლოდ რამოდენიმეა მისი პოტენციური უპირატესობებიდან, რადგან ის როგორც ვარაუდობენ სასარგებლო 50 სახის სხვადასხვა დაავადების მკურნალობისას იყო სასარგებლო. მაშ ასე როგორ მოვამზადოთ ეს შესანიშნავი ნატურალური ჩაი?!
ინგრედიენტები:
- 1/6 ჩაის კოვზი კურკუმა
- 0,5 სუფრის კოვზი დარიჩინი
- 0,5 ჭიქა რძე
- ცოტაოდენი თაფლი
- ერთი მწიკვი ილი (კარდამონი)
- 0,5 სუფრის კოვზი კოჭა
მომზადების წესი:
დააბლენდერეთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი ერთად. შემდეგ დაასხით 500მლ ადუღებული წყალი, შეგიძლიათ დაუმატოთ ცხელი რძე.
გამოყენების წესი:
მიირთვით ეს ჩაი მაშნთვე. მისი დალევა შეგვიძლია იმდენჯერ რამდენჯერაც გაგვიხარდება. მთავარი პირობაა არ დალიოთ რამოდენიმე ეტაპად, ყველაფერი ერთდოულად უნდა დალიოთ.
სამწუხაროდ ინფორმაცია თუ ამ ჩაის კონრეტულად რომელი 50 დაავადების განკურნება შეუძლია მიუწვდომელია, მაგრამ სამკურნალო მცენარეების ამ მართლაც მძიმე არტილერიის გადაკითხვისას დარწმუნდებოდით, რომ შესაძოლა ეს ჩაი 50 ზე მეტ დაავადებასაც შეებრძოლოს წარმატებით.
ხშირად დასმული კითხვები (Q&A)
- მართალია, რომ კურკუმას შეუძლია კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა?
კვლევები მიუთითებს, რომ კურკუმინის აქტიური კომპონენტი ხელს უწყობს ორგანიზმის ანთებითი პროცესების შემცირებას და აქვს პოტენციური ანტიკანცეროგენული თვისებები. - რა სარგებლობა აქვს კურკუმას ჩაის რეგულარულად დალევას?
ის ეხმარება ორგანიზმს დეტოქსიკაციაში, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ამცირებს ანთებით პროცესებს და ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას. - შესაძლებელია თუ არა კურკუმას ჩაი ყველასთვის?
ზოგიერთ შემთხვევაში, კურკუმა შეიძლება უკუნაჩვენები იყოს მათთვის, ვისაც აქვს ნაღვლის ბუშტის პრობლემები ან მიიღებს სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს.
რჩევა რედაქციისგან:ბოლო სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ კურკუმა მდიდარია ანტიოქსიდანტებით და ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას. 2021 წელს Frontiers in Pharmacology-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კურკუმინის რეგულარული მიღება ეხმარება ორგანიზმს ანთების საწინააღმდეგო პროცესებში და შეიძლება სასარგებლო იყოს ნეიროდეგენერაციული დაავადებების, მათ შორის დემენციის პრევენციისთვის.
ამასთან, Cancer Letters-ში 2022 წელს გამოქვეყნებული კვლევა მიუთითებს, რომ კურკუმას შეუძლია გარკვეულ პირობებში შეანელოს სიმსივნური უჯრედების ზრდა. ეს ნატურალური ჩაი არა მხოლოდ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს, არამედ მისი რეგულარული მიღება ამაგრებს იმუნურ სისტემას და ეხმარება ორგანიზმს ტოქსინების მოცილებაში.
თუ ჯანმრთელობის გაუმჯობესება და ბუნებრივ პროდუქტებზე გადასვლა თქვენი მიზანია, აუცილებლად სცადეთ ეს უგემრიელესი და სასარგებლო ჩაი!