საფრთხე ნაყინში: რას უნდა მოერიდოთ ზაფხულის ტკბილეულის არჩევისას?

16

ზაფხული ნაყინის სეზონია, მაგრამ იცით თუ არა, რომ ზოგიერთი ნაყინი თქვენს ჯანმრთელობას რეალურ საფრთხეს უქმნის? ბევრ ქვეყანაში საკვები დანამატების გარკვეული ტიპები აკრძალულია მათი საზიანო გავლენის გამო, თუმცა ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ გამოიყენება კომერციულ პროდუქტებში.

ამ სტატიაში განვიხილავთ ნაყინის იმ მავნე ინგრედიენტებს, რომლებიც შესაძლოა თქვენს ჰორმონალურ ბალანსზე, ნერვულ სისტემაზე, მხედველობასა და გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახოს.

რა საშიშროება აქვს ნებისმიერ ტკბილეულს? როგორც აღმოჩნდა ნაყიინში შესაძლოა საკმაოდ მავნე კომპონენტები შედიოდეს, რომლებიც სასიკვდილო საფთხის მატარებელია ადამიანისთვის. მზიანი ამინდების დადგომასთან ერთად, ეს ყველასათვის საყვარელი ტკბილეული იკავებს ლიდერის პოზიციას მოსახლეობის კულინარიული არჩევანის მიხედვით. ამიტომ ნაყინის სეზონის დაწყებამდე, უმჯობესია გავიხსენოთ ან ვიც არ ვიცით გავიგოთ – რა შემადგენლობის მქონე ნაყინს უნდა ავარიდოთ თავი, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. არსებობს საკვები დანამატების რიგი რომელიც გარკვეულ ქვეყნებში იკრძალება.

ძირითადი საკვები დანამატები, რომლებიც არ უნდა იყვნენ ნაყინში:

  • ტაუმატინი (Е957) – ეს არის დამატკბობელი, რომელიც გავლენას ახდენს ჰორმონალურ ბალანსზე. ის შეიძლება თავის ტკივილების და გაღიზიანებულობის მიზეზი გახდეს ტკბილეულის მოყვარულებისათვის.
  • ნატრიუმის გლუტამატი (Е6210) – ეს კომპონენტი ნერვული სისტემის დარღვევის პროვოცირებას იწვევს და მივყავართ თავის ტკივილებამდე, ტაქიკარდიამდე, იწვევს სისუსტეს. მისი დაგროვება მინისებრ სხეულში ხდება, ის თვალის ბადურას აწვრილებს და აუარესებს მხედველობას.
  • პალმის ზეთი – მას რეგულარული გამოყენება იწვევს გულის დაავადებებს, გასუქებას, ათეროსკლეროზს და სისხლძაღვების თრომბოზს.
  • პოლიგლიცერინი (Е476) — ის ემულგატორია, რომლის გამოყენებამაც ადამიანი ღვიძლისა და თირკმელების გადიდებამდე შეიძლება მიიყვანოოს.
  • ტარტრაზინი (Е102) – ამ საღებავს ლიმონისფერი-მოყვითალო ფერი აქვს და შეუძლია ცენტრალური ნერვული სისტემის გაღიზიანება, იწვევს ჰიპერაქტივობას, ამცირებს ყურადღების კონცენტრაციის უნარს ბავშვებში, იწვევს უძილობას.
  • ნატრიუმის ბენზოატი (Е221) – ეს კომპონენტი, C ვიტამინთან შედის რეაქციაში (მაგალითად ფორთოხალთან, კივთან, ანანასთან ან მარწყვთან), წარმოქმნის კანცეროგენ ბენზოლს.ეს სახიფათო ტანდემი შესაძლოა ღვიძლის დაავადების მიზეზი გახდეს.
  • ფონსოუ 4რ (Ponceau 4R) (Е124) – წითელი ფერის კანცეროგენი, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების წარმოქმნის მიზეზი შეიძლება გახდეს და ასევე ალგერიული რექციების, თითქმის გაგუდვამდე ასთმური შემოტევების,ასთმით დაავადებული ადამიანებისათვის და მათვის ვისაც ფორთოხალზე აქვს ალერგია.
  • კუმარინი (ვანილინის შემცვლელი) – ეს ელემენტი არღვევს ნივთიერებათა ცვლის პროცეს უჯრედულ დონეზე და შეიძლება ღვიძლში და ასევე გულ-სისხლძაღვთა სისტემაში გარდაუვალი დამანგრეველი მოვლენების კატალიზატორი გახდეს

თუკი გაინტერესებთ რომელი ნაყინი თუ ზოგადად რომელ ემულგატორს შეიცავს, აუცილებელია გავეცნოთ ეტიკეტზე დატანილ შემადგელობას. ჩენი ყურადღება ამ შემთხვევაში ჩვენს და ჩვენი ოჯახის ჯანმრთელობას უტოლდება.

ხშირად დასმული კითხვები (Q&A)

  1. რომელი საკვები დანამატებია ყველაზე საშიში ნაყინში?
    ტაუმატინი (E957), ნატრიუმის გლუტამატი (E621), პოლიგლიცერინი (E476), ტარტრაზინი (E102) და სხვა დანამატები, რომლებიც ნერვულ სისტემაზე, ღვიძლსა და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მავნე გავლენას ახდენენ.
  2. როგორ ავიცილოთ თავიდან მავნე ნაყინის მიღება?
    აუცილებლად წაიკითხეთ პროდუქტის ეტიკეტი და მოერიდეთ დანამატებს, რომელთა უსაფრთხოება სადავოა. აირჩიეთ ნაყინი, რომელიც ბუნებრივი ინგრედიენტებით მზადდება.
  3. შეიძლება თუ არა ამ დანამატებმა ონკოლოგიური დაავადებები გამოიწვიოს?
    ზოგიერთი საღებავი და ემულგატორი, როგორიცაა Ponceau 4R (E124), შესაძლოა კანცეროგენული იყოს და ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკი გაზარდოს.

რჩევა რედაქციისგან: სამედიცინო კვლევები აჩვენებს, რომ გარკვეული საკვები დანამატები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება ტკბილეულში, ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. American Journal of Clinical Nutrition-ის 2021 წლის კვლევის მიხედვით, ნატრიუმის გლუტამატი (E621) ნერვული სისტემის მოშლილობასთან არის კავშირში და შეიძლება თავის ტკივილისა და ტაქიკარდიის გამომწვევი გახდეს.

გარდა ამისა, Journal of Food Science-ში გამოქვეყნებული კვლევა ადასტურებს, რომ პალმის ზეთი, რომელიც ხშირად გამოიყენება ნაყინში, ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, განსაკუთრებით მაღალი დოზების ხანგრძლივი მოხმარებისას.

ამიტომ, აუცილებელია ყურადღებით შეარჩიოთ ნაყინი, წაიკითხოთ ეტიკეტი და მოერიდოთ მავნე დანამატებს. ჯანმრთელობისთვის უკეთესი არჩევანი ბუნებრივი, ნაკლებად გადამუშავებული პროდუქტებია. ნუ დაივიწყებთ – თქვენი ჯანმრთელობა თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული!