2 კომპონენტიანი სასმელი, რომელიც ცხიმის წვისა და წონის კლების პროცესს 3-ჯერ ასწრაფებს.

4

წონის დაკლება ხშირად რთული და დამღლელი პროცესია, განსაკუთრებით მაშინ, თუ საყვარელ პროდუქტებზე უარის თქმა გვიჭირს. მაგრამ არ ინერვიულოთ! არსებობს ბუნებრივი და მარტივი საშუალებები, რომლებიც ცხიმის წვის პროცესს აჩქარებს. დღეს გაგაცნობთ დარიჩინისა და თაფლის სასმელს – ბუნებრივ ცხიმმწველს, რომელიც არა მხოლოდ წონაში დაგაკლებინებთ, არამედ ორგანიზმს ენერგიით აგავსებს და იმუნიტეტსაც გაგიძლიერებთ.

თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან კარგად ვიცით, რომ წონის დაკლება წარმოუდგენლად რთული პროცესია, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ მსუნაგობით გამოვირჩევით და საყვარელ პროდუქტებზე უარს ვერ ვამბობთ… არ ინერვიულოთ, რადგან დღეს თქვენი იღბლიანი დღეა! ამ სტატიაში ჩვენ შემოგთავაზებთ მარტივად მოსამზადებელ სასმელს, რომელიც წონის კლების პროცესს საგრძნობლად დაგიჩქარებთ და დაგეხმარებათ მუცლიდან ზედმეტი ცხიმების მოშორებაში.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ გარკვეულწილად არ მოუკლებთ მავნე პროდუქტებით კვებავს და არ დატვირთავთ თავს ფიზიკურად, წონის დაკლება შეუძლებელია! მთელი დღის განმავლობაში თავს საყვარელი პროდუქტებით, ტკბილეულით და ნამცხვრებით ვინებივრებთ, ხოლო ღამით, დაძინების წინ ბრყელ მუცელზე ვოცნებობთ – ეს შეუძლებელია! აუცილებელია მეტი ყურადღება დაუთმოთ ჯანსაღ პროდუქტებს და რეგულარულად დატვირთოთ თავი ფიზიკურად (ეს შეიძლება იყოს საღამოს ქუჩაში 1-2 საათით სეირნობა). იმ შემთხვევაში, თუ ყოველივე ამის პარალელურად თქვენს კვების რაციონში ამ გასაოცარ სასმელს ჩაამატებთ, ხანმოკლე დროში ჭარბ წონასთან და ჭარბცხიმიანობასთან დაკავშირებულ უსიამოვნო პრობლემებს დაივიწყებთ!

ამ ცხიმმწველი საშუალების მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ ორი უბრალო ინგრედიენტი: დარიჩინი და თაფლი. ამ ორი კომპონენტის კომბინირებით თქვენ მიიღებთ მეტაბოლიზმის დასაჩქარებელ უძლიერეს საშუალებას. როგორც ვაახსენეთ, მისი მომზადება ძალზედ მარტივია. უბრალოდ მიჰყევით შემდეგ ინსტრუქციას:

  1. ჩაამატეთ ½ ს.კ დარიჩინი 200 მლ ადუღებულ წყალში.
  2. მოითმინეთ იქამდე, სანამ ნარევი ოთახის ტემპერატურამდე არ აგაგრილდება.
  3. ამის შემდეგ ჩაამატეთ დარიჩინიან წყალში 1 ს.კ ორგანული, ნატურალური თაფლი.
  4. გაითვაილისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თაფლს მდუღარე წყალში ჩაამატებთ, ის დაკარგავს მთელ თავის სასარგებლო თვისებებს.
  5. მიირთვით ამ ნარევის ნახევარი დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ხოლო მეორე ნახევარი – დილით, მშიერ კუჭზე.

გახდომის ეს კურსი უნდა გაგრძელდეს 1 თვეს. მიირთვით ეს სასწაულმოქმედი სასმელი ყოველდღიურად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. გარდა იმისა, რომ ეს საშუალება დაგეხმარებათ წონის დაკლებაში და ზემდეტი ცხიმის მოშორებაში, ის აგიმაღლებთ იმუნიტეტს და აავსებს ორგანიზმს ენერგიით.

ხშირად დასმული კითხვები (Q&A)

  1. როგორ ეხმარება დარიჩინი წონის დაკლებას?
    დარიჩინი აჩქარებს მეტაბოლიზმს, ამცირებს შაქრის დონის უეცარ ცვლილებებს და ხელს უშლის ცხიმების დაგროვებას, რაც წონის კონტროლისთვის მნიშვნელოვანია.
  2. რატომ უნდა გამოვიყენოთ თაფლი ამ სასმელში?
    თაფლი შეიცავს ანტიოქსიდანტებს და ბუნებრივ შაქრებს, რომლებიც ორგანიზმს ენერგიით ამარაგებს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ხელს უწყობს ცხიმის წვას.
  3. რამდენ ხანში შეიმჩნევა შედეგი?
    თუ ამ სასმელს რეგულარულად მიირთმევთ და ჯანსაღი კვების რეჟიმს დაიცავთ, შედეგებს უკვე 2-3 კვირაში შეამჩნევთ.

რჩევა რედაქციისგან: ბუნებრივი ცხიმმწველი სასმელების ეფექტურობა მრავალმა კვლევამ დაადასტურა. მაგალითად, კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა Journal of Medicinal Food-ში, აჩვენებს, რომ დარიჩინი ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის დონის სტაბილიზაციას და ამცირებს ცხიმის დაგროვებას. ასევე, National Center for Biotechnology Information (NCBI)-ის მონაცემების მიხედვით, თაფლის რეგულარული მოხმარება აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს წონის კლებას.

ამ სასმელის გამოყენებით, დაბალანსებული კვებითა და ფიზიკური აქტივობით, შეგიძლიათ სწრაფად შეამჩნიოთ ცვლილებები. ნუ დაგავიწყდებათ, რომ წონის დაკლება მხოლოდ ერთ-ერთი ბონუსია – ეს რეცეპტი თქვენს ჯანმრთელობასაც გააუმჯობესებს.