როგორ გააუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა ვარჯიშებით: 5 საუკეთესო გზა.

27

ასაკის განურჩევლად, სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემებისგან უამრავი ადამიანი იტანჯება. ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია, თუმცა მათ შორის ყველაზე გავრცელებულ მიზეზს ცხოვრების ნაკლებად მოძრავი სტილი წარმოადგენს.

ჩვენი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად დაბალანსებულია ჩვენი კვება და რამდენად აქტიურები ვართ ფიზიკურად. ცხოვრების ნაკლებად მოძრავი სტილისა და არასწორი კვების გამო ორგანიზმში სისხლის ცირკულაცია სერიოზული დაბრკოლებების წინაშე დგას, რადგან ის დატვირთულია ცხიმებითა და სხვა მავნე ნივთიერებებით, რასაც დროთა განმავლობაში სხვადასხვა საშინელ დაავადებებამდე მივყავართ.

დღეს პაპარაცის რედაქცია წარმოგიდგენთ ვარჯიშების სერიას, რომელიც იდეალურად ერგება სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების მიზანს, მაგრამ გახსოვდეთ სწორ და კარგ კვებასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

  1. აზიდვები ჰორიზონტალურ ღერძზე
    მთელი სხეულით აზიდვა – ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ვარჯიში, რომელიც სისხლის მიმოქცევას საგრძნობლად აუმჯობესებს.
  2. ვარჯიში კისრისთვის
    შეასრულეთ თავის ნელი მოძრაობები: გადახარეთ თავი მარცხნივ და შეიკავეთ თავი ამ მდგომარეობაში რამდენიმე წუთით, ხოლო შემდეგ გაიმეორეთ იგივე საპირისპირო მხრისთვის. არ დაგავიწყდეთ იგივე მოძრაობების შესრულება თავის წინ და უკან გადახრით. შეასრულეთ ეს ვარჯიშები ნელ-ნელა თითოეული მხრისთვის მინიმუმ 10-ჯერ.
  3. აზიდვები იატაკიდან
    შეასრულეთ 10 აზიდვა ყოველ დილით, პირდაპირ აბაზანის მიღების შემდეგ. ასე თქვენ შეძლებთ ხელებში სისხლის მიმოქცევის გააქტიურებას.
  4. გასეირნება.
    ისეირნეთ კვირაში მინიმუმ 2-3_ჯერ. ასე თქვენ შეძლებთ ქვედა კიდურებში სისხლის ციკულაციის გაუმჯობესებას. გარდა ამისა, ფეხით სეირნობა მთლიან ორგანიზმს აჯანსაღებს.
  5. ცეკვა
    ნუთუ სტრეს ცეკვაზე უკეთ რამე უმკლავდება?! ცეკვა, რა თქმან უნდა, მოგიხსნით დაძაბულობას და თავისთავად გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ვინაიდან ამ დროს მთელი სხეული მუშაობს.

ხშირად დასმული კითხვები (Q&A)

  1. როგორ აუმჯობესებს აზიდვები სისხლის მიმოქცევას?
    აზიდვები, განსაკუთრებით ჰორიზონტალური ღერძზე, მთელი სხეულის გააქტიურებას უწყობს ხელს. ამით სხეულის ყველა ნაწილის სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდება, რაც მნიშნელოვნად ამცირებს სხვადასხვა დაავადების რისკს.
  2. რა მნიშვნელობა აქვს ცეკვას სისხლის მიმოქცევაზე?
    ცეკვა არის შესანიშნავი ფორმა ფიზიკური აქტივობისა, რომელიც ხანგრძლივი დროით აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას და ამასთანავე ეხმარება სტრესთან ბრძოლაში. აქტიური მოძრაობები სხეულის ყველა ნაწილში სისხლის ნაკადის გააქტიურებას უწყობს ხელს.
  3. რა უნდა გავაკეთოთ, რომ გამოვიდეთ ჯანმრთელობისთვის ოპტიმალური შედეგი?
    მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვარჯიშების რეგულარული შესრულება, არამედ სწორ კვებაზე ზრუნვაც. კარგი კვება და ზომიერი ფიზიკური აქტივობა, როგორიცაა სეირნობა ან გასეირნება, არსებითად აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ორგანიზმის საერთო მდგომარეობას.

რჩევა რედაქციისგან:სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება საჭიროებს სწორ და ჯანსაღ მიდგომას, რომელიც მოიცავს როგორც ფიზიკურ აქტივობას, ასევე სწორ კვებას. მრავალმა კვლევამ, მათ შორის Journal of Vascular Research–მა, აჩვენა, რომ რეგულარული ვარჯიშები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ვარჯიში, რომელიც აღსანიშნავია, არის აზიდვები, რომელთა შესრულება არა მხოლოდ ხელს უწყობს სისხლის ნაკადის გააქტიურებას, არამედ მთელ სხეულს აძლიერებს.

International Journal of Exercise Science–ის კვლევამ დაამტკიცა, რომ ცეკვა, როგორც აქტიური ფორმა ფიზიკური აქტივობისა, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებისთვის, რადგან ის მთლიანად სხეულის სისტემებს გააქტიურებს. ასეთი აქტივობები არამარტო სხეულის სისხლის მიმოქცევას აძლიერებს, არამედ ხელს უწყობს ჯანმრთელობის ზოგადად გაუმჯობესებას.