“კარაქი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული პროდუქტია მსოფლიოში, თუმცა, ზოგიერთი ადამიანისთვის ამ პროდუქტის მირთმევა კატეგორიულად აკრძალულია.” – ამბობს ექიმი-დიეტოლოგი ელენა სოლომატინა, ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში.
ექსპერტის თქმით, კარაქის მოხმარებაზე უარი უნდა თქვან, უპირველეს ყოვლისა, იმ ადამიანებმა, რომლებსაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებთ. გარდა ამისა, კარაქი გამორიცხული უნდა იყოს შემდეგი დარღვევების მქონე ადამიანთა რაციონიდანაც:
- ქოლესტერინის მომატებული დონე;
- ათეროსკლეროზი;
- მწვავე პანკრეატიტი;
- ნაღველკენჭოვანი დაავადებები;
- ჭარბი წონა.
ამასთან, ელენამ აღნიშნა, რომ კარაქი მავნე პროდუქტად არ უნდა ჩავთვალოთ. ჯანმრთელი, ზრდასრული ადამიანისთვის დღეში 30 გრამი პროდუქტის მიღება სასარგებლოც კია.
დიეტოლოგმა დაუმატა, რომ “კარაქი – ჩემპიონია A და D ვიტამინის შემცველობით, ზამთარში კი, როცა მზის სხივები ჩვენამდე ნაკლებად აღწევს და ჩვენი ძვლებიც სუსტდება, კარაქი ახდენს ამ მიკროელემენტების დეფიციტის კომპენსირებას.” მისივე თქმით, ამ პროდუქტის მოხმარება აუმჯობესებს მხედველობას, აახლებს იმუნურ სისტემას, კანს, ფრჩხილებს, თმის საფარს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!