როგორ დავიკლოთ წონაში სწრაფად: 15 ეფექტური რჩევა

2

სიმსუქნე უკვე ბევრისთვის მწვავე პრობლემა გახდა 21-ე საუკუნეში, და ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი ეძებს საშუალებებს წონის შესამცირებლად. თუმცა, რომ დავაღწიოთ თავი ჭარბ წონას, საჭიროა არა მხოლოდ დიეტების და ფიზიკური აქტივობის რეგულირება, არამედ სწორი რჩევების დანერგვა. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 15 ეფექტურ რჩევას, რომლებიც მეცნიერულად დადასტურებულია და დაგეხმარებათ სწორი მიმართულებით წასვლაში. მათ შორისაა წყლის, კვერცხის, ყავის და სხვა საკვების სწორი გამოყენება.

ცნობისთვის, მეცნიერები ამ საკითხს უკვე ათწლეულებია რაც შეისწავლიან და ისინი საკუთარ რეკომენდაციებს გვიზიარებენ…

1. მიირთვით დიდი რაოდენობით წყალი, განსაკუთრებით კი სადილის წინ.

ხშირად ამბობენ, რომ დიდი დოზით წყლის მიღება გახდომაში გვიწყობს ხელს და ეს მოსაზრება სიმართლეს 100%_ით შეესაბამება.

წყალი აჩქარებს მეტაბოლიზმს 24-30%_ით, თუმცა მხოლოდ ორიოდე საათით. სწორედ ამიტომ, აუცილებელია დღის განმავლობაში მცირე ულუფებით სუფთა სასმელი წყლის მიღება!

მეცნიერული კვლევით დამტკიცებულია, რომ ჭამამდე ნავარი საათით ადრე 500 მლ წყლის დალევით დიეტის ეფექტურობას 44%_ით ვზრდით.

2. მიირთვით კვერცხი საუზმეზე.

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ კვერცხით საუზმობა საგრძნობლად აჩქარებს წონის კლების პროცესს მომდევნო 36 საათის განმავლობაში. საქმე იმაშია, რომ კვერცხი გამდიდრებულია ცილით.

3. მიირთვით ყავა (მხოლოდ შავი).

შავი ყავის მარცვლები გამდიდრებულია ანტიოქსიდანტებით და სხვა ჯანმრთელობისთვის სასარგევლო ნივთიერებებით.

მეცნიერული კვლევები ამტკიცებს, რომ ყავა აჩქარებს მეტაბოლიზმს 3-11%_ით. ადამიანები, რომლებიც დღის განმავლობაში რამდენიმე ფინჯან ყავას მიირთმევენ, ცხიმოვან ფენებს 10-30%_ით უფრო სწრაფად იშორებენ.

4. სვით მწვანე ჩაი.

მწვანე ჩაი შეიცავს დიდი რაოდენობით კოფეინსა და ანტიოქსიდანტებს. ეს პროდუტქი საგრძნობლად აჩქარებს ცხიმის წვის პროცესს.

5. ქოქოსის ზეთის გამოყენება.

ეს ძალზედ სასარგებლო პროდუქტია, რომელიც შეიცავს ტრიგლიცერიდებს – ცხიმები, რომლებიც სხვა ცხიმებთან შედარებით გაცილებით სწრაფად გადამუშავდება. 1 ს.კ ქოქოსის ზეთი შეიცავს 120 კალორიას, თუმცა ის გვიხშობს მადას, რის შედეგადაც დღის განმავლობაში გაცილებით ნაკლებს ვჭამთ, ვიდრე ჩვეულებისამებრ.

6. არ ჩაამატოთ საკვებში შაქარი.

შაქარი – ერთ-ერთი ყველაზე საშინელი პროდუქტი, რომლისგანაც ჩვენი კვების რაციონი შედგება. მეცნიერული კვლევები ამტკიცებს, რომ შქრიანი სასმელები და პროდუქტები გაცხიმოვნების მთავარ მიზეზს წარმოადგენს!

7. შეამცირეთ ნახშირწყლების დოზა.

თქვით უარი თეთრ პურზე და მაკარონზე: ეს ძალზედ კალორიული პროდუქტები უამრავ ნახშირწყალს შეიცავს!

8. გამოიყენეთ პატარა თეფშები.

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ რაც უფრო ცოტა რაოდენობით საკვები ეტევა თეფშზე, მით უფრო მალე გვიჩნდება სინაყრის განცდა.

9. აწარმოეთ დღიური.

ჩაწერეთ მასში ყველაფერი, რაც დღის განმავლობაში მიირთვით.

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ადამიანები, რომლებიც აწარმოებენ დღიურს, გაცილებით სწრაფად იკლებენ წონას .

10. წაიხემსეთ ჯანსაღი პროდუქტებით.

თუ თქვენ გვერდით ყოველთვის გექნებათ ვაშლი, სტაფილო და თხილი, შანსი იმისა, რომ ბრუტერბროდით წახემსება მოგინდებათ, გაცილებით ნაკლები იქნება.

11. გაიხეხეთ კბილები ჭამის შემდეგ.

თქვენ წარმოიდგინეთ და ეს ხრიკი ნამდვილად მუშაობს! იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ყოველი ჭამის შემდეგ კბილებს გამოიხეხავთ, გადაეჩვევით გრაფიკის გარეშე ჭამას.

12. მიირთვით ცხარე საკვები.

მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ შავი პილპილი, რომელიც შეიცავს კაპსაიცინს – შენაერთი, რომელიც აჩქარებს მეტაბოლიზმს. მეცნიერების მტკიცებით, რაც უფრო ცხარე საკვებს ჭამთ, მით უფრო ნაკლებებს მიირთმევთ ერთ ჭამაზე.

13. გაამდიდრეთ კვების რაციონი ბოჭკოებით.

კვების რაციონის ბოჭკოებით გამდიდრება – ყველაზე ეფექტური მეთოდი გასახდომად და ორგანიზმის ტოქსინებისგან გასაწმენდად. მიირთვით დიდი რაოდენობით ბოჭკოები და თქვენ სინაყრის განცდა გაცილებით ხანგრძლივი დროებით გაგყვებათ.

14. მიირთვით დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული.

ბოსტნეულში და ხილში ცოტა კალორია და ბევრი ბოჭკოა. მეცნიერული კვლევებით დამტკიცებულია, რომ ის ადამიანები, რომლებიც რეგულარულად მიირთმევენ ხილსა და ბოსტნეულს, გაცილებით ნაკლებს იწონიან, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც ჯანსაღი პროდუქტებისადმი სიყვარულით არ გამოირჩევიან.

15. გამოძინება.

კარგ ძილს გაცილებით დადებითი გავლენა აქვს წონის კლების პროცესზე, ვიდრე სპორტ-დარბაზში სიარულს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მიზანი გახდომაა, გამოიძინეთ დღეში არანაკლებ 8-9 საათისა!

16. თქვით უარი ხილის წვენებზე.

შაქარი – საშინელი პროდუქტი, რომელსაც ამ ფორმით კიდევ უფრო ცუდი გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ყოველდღიურად 1 ჭიქა ხილის წვენს მაინც მიირთმევთ, გაცხიმოვნების რისკი 60%_ით გაიზრდება.

17. არანაირი დიეტა, მხოლოდ ჯანსაღი კვება!

ნებისმიერი დიეტის უარყოფით მხარეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ისინი ხანგრძლივ პერსპექტივაში არ განიხილება. თითოეული ადამიანი მკაცრი დიეტის დაცვის შემდეგ გაცილებით მეტს იმატებს, ვიდრე ამ ხანმოკლე დროის განმავლობაში დაიკლო და ეს დიდი საშინელებაა!

იმის მაგივრად, რომ დაჯდეთ მკაცრ დიეტაზე, დაიცავით სწორი კვების რეჟიმი და ჭარბი წონა აღარასდროს შეგაწუხებთ!

ვიმედოვნებთ, რომ ეს რჩევები თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. არ დაგავიწყდეთ ამ ინფორმაციის მეგობრებისთვის გაზიარება!


ხშირად დასმული კითხვები (Q&A)

  1. რა გავლენას ახდენს წყლის მიღება წონის კლებაზე?
    წყალი აჩქარებს მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს ცხიმების დაწვას. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ 500 მლ წყლის დალევა ჭამის წინ ეფექტურად ზრდის დიეტის ეფექტურობას 44%-ით.
  2. რამდენად მნიშვნელოვანია კვერცხი საუზმეზე წონის კლებისთვის?
    კვერცხი, როგორც ცილის მდიდარი წყარო, ხელს უწყობს წონის დაკლებას. ერთი ცალი კვერცხი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს ცხიმის წვას მთელი დღის განმავლობაში.
  3. რატომ უნდა ავირჩიოთ მწვანე ჩაი წონის დაკლებისთვის?
    მწვანე ჩაი მდიდარია ანტიოქსიდანტებით და კოფეინით, რომელიც აჩქარებს ცხიმების დაწვის პროცესს და ეხმარება ორგანიზმს ტოქსინებისგან გაწმენდაში.

რჩევა რედაქციისგან:წონის დაკლება ნამდვილად შეიძლება იყოს რთული, თუმცა სწორი და მეცნიერულად დადასტურებული მიდგომების დაცვა მნიშვნელოვნად გაამარტივებს პროცესს. წყლის, კვერცხის, მწვანე ჩაის, ყავისა და ქოქოსის ზეთის გამოყენება, როგორც ეს კვლევებმა აჩვენა, აჩქარებს მეტაბოლიზმს, წვავს ცხიმებს და ეხმარება ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ამასთანავე, მცირედმა ცვლილებებმა კვების რაციონში და ცხოვრების სტილში, როგორც მაგალითად ბოჭკოების და ხილის დამატებამ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა წონის დაკლების პროცესი.

კვლევები, როგორიცაა “Green Tea and Weight Loss” (Journal of Obesity), და “How to Lose Weight” (Harvard T.H. Chan School of Public Health), ასახავს, თუ როგორ აისახებება სწორად შერჩეული საკვების მიღება და ზომიერება საკვებში წონის კლების პროცესზე. გარდა ამისა, წყლის და კვერცხის თერმოგენული თვისებების ათვალიერებამ აჩვენა, რომ ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მეტაბოლიზმის დაჩქარებაში. ამიტომ, პრაქტიკაში თუ ამ რჩევებს დაუყოვნებლივ გადმოიტანთ თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, შეგიძლიათ წონის კლების პროცესს დიდად დაჩქაროთ და იმ შედეგებს მიაღწიოთ, რომელთა შესახებაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ოცნებობდით.