ბიოსტიმულირებული ალოეს წვენი და ყინულის კუბები: სახის მოვლის რევოლუციური მეთოდი

5

ალოე — უნიკალური მცენარე, რომელიც ადამიანებს საუკუნეების განმავლობაში ჯანმრთელობისა და სილამაზის შენარჩუნებაში ეხმარება. მაგრამ იცოდით, რომ არსებობს ალოეს განსაკუთრებული ფორმა — ბიოსტიმულირებული ალოეს წვენი, რომელიც გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე ჩვეულებრივი? ის უჯრედების რეგენერაციასა და აღდგენას ხელს უწყობს, აჩერებს დაბერების პროცესს და აძლიერებს ორგანიზმის საერთო ტონუსს.სტატიაში განვიხილავთ როგორ მოვამზადოთ ბიოსტიმულირებული ალოე, როგორ გამოვიყენოთ იგი სახის, კანისა და ზოგადი ჯანმრთელობისთვის და რას ამბობს ამის შესახებ თანამედროვე მეცნიერება.

ბიოსტიმულირებული ალოეს წვენი ეფექტურობით გამოირჩევა, ის ახალი უჯრედების რეგენერაციას და წარმოქმნას უწყობს ხელს.

ბიოსტიმულირებული ალოეს წვენის მომზადების წესი:
2 კვირის განმავლობაში მცენარე არ უნდა მორწყათ. შემდეგ მოჭერით ფესვს ზევით ტოტი და შეახვიეთ მუქ ქაღალდში, შეინახეთ 2 კვირა მაცივარში ქვედა თაროზე.
მცენარისათვის ასეთი ცუდ პირობებში მოთავსებით, როდესაც მასში ყველა ცოცხალი პროცესის ქრობა იწყება, ალოეს უჯრედებში განსაკუთრებული ნივთიერებების წარმოქმნა იწყება, რამაც ბიოგენური სტუმულატორების სახელწოდება შეიძინა. ისინი აცოცხლებენ მომაკვდავ სიცოცხლისუნარიან უჯრედებს.

ადუღებულ წყალში გარეცხვის შემდეგ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. გამოვწუროთ მარლის დახმარებით და გამოვიყენოთ დანიშნულებისამებრ.
ვინაიდან თქვენ მიიღებთ დიდი რაოდენობით წვენს, მისი დიდი ნაწილი შეგიძლიათ შეინახოთ საყინულეში და გამოიყენოთ მაშინ როდესაც დაგჭირდებათ.

გამოიყენეთ საჭიროების შემთხვევაში სამკურნალოდ ან სილამაზისათვის.

როგორ შეიძლება გამოყენება: გაიწმინდეთ ყინულის კუბით სახე (მოგაშორებთ მცირე ნაოჭებს.)

  • 1 ყინულის კუბი(ალოეს წვენის) შეურიეთ 1 კვერცხის გულს ან 1 ჩ/კ თაფლს და წაისვით სახეზე
  • 1 ყინულის კუბი(ალოეს წვენის) შეურიეთ 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთს (ზამთარში)
  • 1 ყინულის კუბი(ალოეს წვენის) შეურიეთ მშრალ რძეს (თუ სქელ მასას მიიღებთ გააზავეთ ჩვეულებრივი რძით)
  • გააზავეთ ალოეს წვენი სპრირტთან პროპორციით 1:4 და გაიწმინდეთ სახე (მათვის ვისაც ცხიმიანი კანი აქვს)

ბიოსტიმულირებული წვენი მდიდარია ფერმენტებით. პრეპარატები, რომლებიც მისით მიიღება ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, დაავადებული ორგანოების უჯრედების სტიმულირებას ახდენენ.

ალოეს წვენისაგან (უმჯობესია ბიოსტიმულირებული) შესაძლებელია მოამზადოთ ზოგადგამაჯანსაღებელი ნაზავი, რისთვისაც უნდა აიღოთ:

  • 100გ წვენი
  • 500გ კაკლის ბირთვი
  • 300გ თაფლი
  •  3-4 ლიმონის წვენი

გამოყენების წესი:
მიირთვით ჩაის კოვზის (ან დესერტის კოვზის) ოდენობით 3 ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ყურადღება: ალოეს შეუძლია ალერგია გამოიწვიოს,ამიტომ თავდაპირველად აუცილებელია ტესტირების ჩატარება.

ხშირად დასმული კითხვები (Q&A)

  1. რა არის ბიოსტიმულირებული ალოე და რით განსხვავდება ჩვეულებრივისგან?
    პასუხი: ბიოსტიმულირებული ალოე არის ალოეს განსაკუთრებული მდგომარეობაში მოყვანილი ფორმა, რომელიც 2-კვირიანი სტრესის (უარყოფითი გარემო პირობები) შემდეგ ალოეს უჯრედებში ბიოგენური სტიმულატორების წარმოქმნას იწვევს. ეს სტიმულატორები აჩერებენ უჯრედების ნეკროზს და ხელს უწყობენ განახლებას.
  2. როგორ შეიძლება ბიოსტიმულირებული ალოეს წვენის გამოყენება კანისთვის?
    პასუხი: ალოეს წვენისგან დამზადებული ყინულის კუბებით რეგულარული სახის გაწმენდა აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, ამცირებს ნაოჭებს, კურნავს აკნეს და ანთებით პროცესებს. მისი კომბინირება შესაძლებელია კვერცხის გულთან, ზეითუნის ზეთთან ან მშრალ რძესთან.
  3. როგორ გამოვიყენო ბიოსტიმულირებული ალოე შინაგანად?
    პასუხი: შეგიძლიათ მოამზადოთ ზოგადგამაჯანსაღებელი ნაზავი: ალოეს წვენი, თაფლი, კაკალი და ლიმონის წვენი. მიიღეთ დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. თუმცა აუცილებელია ალერგიის ტესტის ჩატარება.

რჩევა რედაქციისგან:ბიოსტიმულირებული ალოეს გამოყენება ბოლო წლებში აქტიურად იკვლევა მეცნიერების მიერ. 2022 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა Journal of Ethnopharmacology-ში, დაადასტურა, რომ ალოეს ბიოაქტიური ნაერთები არამარტო კანის რეგენერაციას, არამედ იმუნური სისტემის აქტივაციასაც ხელს უწყობს. ასევე, Clinical Dermatology Review (2021) მიუთითებს, რომ ალოეს სტიმულირებული ფორმა განსაკუთრებით ეფექტურია ასაკობრივი ცვლილებების წინააღმდეგ.

ბიოსტიმულირებული ალოე არა მხოლოდ გარეგნული სილამაზის შენარჩუნების საუკეთესო საშუალებაა, არამედ შიგნიდანაც ამაგრებს ორგანიზმს. მისი მრავალმხრივი ეფექტი გამორჩეულად სასარგებლოა სტრესულ გარემოში მცხოვრები ადამიანებისთვის. ბუნებრივი პრეპარატების ენდემური ძალა და თანამედროვე მეცნიერება კიდევ ერთხელ გვიმტკიცებს, რომ ბუნებაში სილამაზისა და ჯანმრთელობის საკვანძო ელემენტები ნამდვილად არსებობს.