გაიგე, როგორ ამოიცნო ჩიყვი და განიკურნო ბუნებრივად – საუკეთესო ხალხური რჩევები

5

ფარისებრი ჯირკვალი ჩვენი ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძრავია. ის პასუხისმგებელია ნივთიერებათა ცვლის რეგულაციაზე და მისი დისბალანსი იწვევს უამრავ სერიოზულ სიმპტომს. ჩიყვი, ანუ ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, ხშირად შეუმჩნევლად იწყება და დროთა განმავლობაში მრავალ სიმპტომად ვლინდება – მათ შორის წონის მატება, ენერგიის ნაკლებობა, გუნება-განწყობილების გაუარესება და თმის ცვენა.

ამ სტატიაში გავაანალიზებთ ჩიყვის გავრცელებულ სიმპტომებს და შემოგთავაზებთ იმ ხალხურ საშუალებებს, რომლებიც თაობიდან თაობას გადმოეცა და პრაქტიკაში ეფექტიანად გამოიყენება. გარდა ამისა, გაგიზიარებთ იოდის, კაკლის, ბოსტნეულისა და სხვა ბუნებრივი ინგრედიენტების სამკურნალო ძალას.

ფარისებური ჯირკვალი შინაგანი სეკრეციის ჯირკვალია, რასაც არეგულირებს თირეოტროპული ჰორმონი (TSH), რომელსაც თავის ტვინში მოთავსებული სხვა ენდოკრინული ჯირკვალი – ჰიპოფიზი გამოიმუშავებს. ფარისებური ჯირკვლი გამოიმუშავებს ჰორმონებს: თიროქსინს (T4) და ტრიიოდთირონინს (T3), რომლებიც სისხლში გამოიყოფა, მოქმედებს ყველა უჯრედსა და ქსოვილზე და არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა პროცესის სიჩქარეს.

როგორ გამოვავლინოთ ჩიყვი

  • ბოლო ერთი წლის მანძილზე წონაში მოიმატეთ.
  • დაგიქვეითდათ გუნება-განწყობილება და დეპრესიული გახდით.
  • შრომისუნარიანობა შეგიმცირდათ, თავს სუსტად გრძნობთ.
  • ბოლო ხანებში გაგიძლიერდათ თმის ცვენა და ფრჩხილების მტვრევა.
  • უჩივით კანის სიმშრალეს სახეზე, იდაყვების არეში და ფეხებზე.
  • გონება ძველებურად აღარ გიჭრით, დაგიქვეითდათ მეხსიერება.
  • გაქვთ მიდრეკილება დღისით ძილისკენ, ღამით გაწუხებთ უძილობა.
  • მცივანა გახდით.
  • შეგეცვალათ ხმის ტემბრი, შეგინელდათ მეტყველება.
  • გიშუპდებათ ქუთუთოები.
  • გაწუხებთ უშვილობის პრობლემა.
  • 6 ან 7 და მეტი დადებითი პასუხის შემთხვევაში მიმართეთ ენდოკრინოლოგს.

პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ ხალხური მედიცინის რეცეპტებიდან შეგროვებულ ჩიყვის სამკურნალო რჩევებს.

  1. ჩიყვი საკმაოდ გავრცელებული და ამავე დროს საკმაოდ ვერაგი დაავადებაა, “ხალხური მედიცინა” გთავაზაობთ ჩიყვის დამარცხების რამოდენიმე მეთოდს.
  2. ჩიყვის მოსარჩენად კარგია კაკლის მურაბა, რომელსაც ვხმარობთ რეგულარულადდაახლოვებით ორი თვის მანძილზე. მკურნალობის დროს ვიყენებთ მხოლოდ კაკლის მარცვალს, რადგან მურაბის წვენში ბევრი შაქარია.
  3. 1 დღეს – 100 გრამ ცივ რძეში ჩააწვეთეთ 1 წვეთი იოდი, მიიღეთ ჭამის შემდეგ დღეში ერთხელ.
  4.  მე-2 დღეს 2 წვეთი და ასე შემდეგ 5 წვეთამდე. შემდეგ 5 წვეთიდან უკან თვლით 1 წვეთამდე. შემდეგ თავიდან დაიწყეთ1 წვეთიდან 5 წვეთამდე. შემდეგ თავიდან დაიწყეთ კურსი 1 თვიანია
  5.  ყოველ დილით მიიღეთ კაკლის ფოთლების ჩაი.
  6. 100 გრამ თაფლში შეურიეთ 1 ჩაის კოვზი გახეხილი სუფთა ქარვა, მიიღეთ თითო ჩაის კოვზი ყოველდილით უზმოზე.
  7.  უმი, ბურგალური წიწაკის სალათები საუკეთესო საშუალებაა ჩიყვის სამკურნალოდ.
  8. მიიღეთ შავბალახას ნაყენი დღეში 3-ჯერ100 გრამის ოდენობით. (1სუფრის კოვზ ბალახს დაასხით1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი).
  9. ყველაზე მეტ იოდს შეიცავს ზღვის პროდუქტები: თევზეული, ლამინარია, ზღვის კომბოსტო. ამასთან ერთად იხმარეთ იოდიანი მარაილი.
  10. 5-6ალუბლის ახალ ან გამხმარ ფოთლებს დაასხით ადუღებული წყალი, თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ არაუმეტეს ნახევარისაათისა, შემდეგ გადაწურეთ და
    დალიეთ დღეში ერტი ჭიქა (200 გრამი)/
  11. 15 დღის განმავლობაში ყოველ დღე გადაყლაპეთ უზმოზე 1 ცალი ახლად გამონასკვული (თხილი გულის ოდენა) მწვანე კაკალი.
  12.  სეზონის არ ყოფნის დროს მკურნალობისთვის შეგიძლიათ კაკალი წინასწარ დაამზადოთ შესანახად. ამისთვის პატარა მწვანე კაკლები მოკრიფეთ, გაატარეთ ხორცსაკებ მანქანაში ან წვრილად დაჭერით. მოაყარეთ შაქარი ფენა-ფენა (1კგ. მასაზე 2 კგ. შაქარი) დადგით მზეზე მინის ჭურჭელით. ზემოდან მსუბუქად გადააფარეთ. დღეში 3-ჯერ ხის კოვზით მოურიეთ, რომ დადუღდება გადაწურეთ და შეინახეთ ბოთლებით. მიიღეთ ერი კოვზი ვაჟინი ცოტა წყალში გახსნილი დილით უზმოზე 15 დღის განმავლობაში. დაისვენეთ 10 დღე და შემდეგ ისევ გაიმეორეთ. რამოდენიმე კურსი ჩაიტარეთ. ბავშვებს ჭამის შემდეგ დაალევინეთ.
  13. სასრგებლოა ყელის დაბანა მუხის ქერქის ნაყენით ან ყელზე მუხის ქერქის საფენების ხმარება კვირაში ორჯერ მაინც (1 სუფრის კოვზი მუხის ქერქი 5 წუთით გააჩერეთერთ ჭიქა ადუღებულ წყალში).
    მკურნალობა ბოსტნეულის წვენებით:
    1. სტაფილო (11 ნაწილი) + ბოლოკი (5 ნაწილი)
    2. სტაფილო (7 ნაწილი) + ნიახური (4 ნაწილი) + ოხრახუში (2 ნაწილი) +ისპანახი (3ნაწილი).

თუ მოგეწონათ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია გთხოვთ გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს. განიხილეთ ეს სტატია და ასევე მოგვწერეთ თქვენთვის საიტნერესო თემები კომენტარებში.

ხშირად დასმული კითხვები (Q&A)

  1. როგორ დავადგინოთ, რომ ჩიყვი გვაქვს?
    თუ ბოლო პერიოდში წონაში მოიმატეთ, გაქვთ ქრონიკული დაღლილობა, თმის ცვენა, სახის სიმშრალე ან მეხსიერების პრობლემები – ჩიყვის რისკი არსებობს. ერთდროულად 6 ან მეტი ასეთი სიმპტომის არსებობისას სასურველია მიმართოთ ენდოკრინოლოგს.
  2.  არის თუ არა ხალხური საშუალებები ეფექტიანი ჩიყვის წინააღმდეგ?
    ხალხური მედიცინა ხშირად ეფექტურია ჩიყვის ადრეულ სტადიებზე ან თანმხლები სიმპტომების შესამსუბუქებლად. თუმცა, ის ვერ ცვლის პროფესიონალურ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, არამედ შეიძლება იყოს მასთან ერთად გამოყენებული კომპლექსურად.
  3. რა საკვები ან ინგრედიენტები დაგვეხმარება ჩიყვთან ბრძოლაში?
    ზღვის პროდუქტები, იოდიანი მარილი, კაკალი, თაფლი, ქარვა, ბოსტნეულის წვენები და შავბალახა – ყველა ეს პროდუქტი მდიდარია იოდითა და სხვა სასარგებლო ელემენტებით, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას აუმჯობესებს.

რჩევები რედაქციისგან:ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა მილიონობით ადამიანს აწუხებს მსოფლიოში და ხშირ შემთხვევაში, პრობლემის ადრეული დიაგნოსტირება ხელს უშლის გართულებებს. კვლევები მიუთითებს, რომ იოდით მდიდარი საკვები და ბუნებრივი საშუალებები ხელს უწყობენ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ბალანსს (National Institutes of Health, 2022). ასევე, გერმანიაში ჩატარებული კლინიკური კვლევა აჩვენებს, რომ ზღვის პროდუქტების რეგულარული მოხმარება იოდის დეფიციტის რისკს ამცირებს 43%-ით.

მიუხედავად იმისა, რომ ხალხური საშუალებები მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენებოდა წარმატებით, აუცილებელია მათ სწორად და დოზირებულად გამოყენება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს ჰორმონალურ სისტემასთან. ექიმების რეკომენდაციებთან შერწყმით, ბუნებრივი მეთოდები შეიძლება ეფექტური მხარდაჭერა აღმოჩნდეს ორგანიზმის ბუნებრივი ბალანსის აღსადგენად.