
ალოე ვერა და ქოქოსის ზეთი — ეს ორი ბუნებრივი პროდუქტი დამოუკიდებლადაც კი ითვლება კანის მოვლის უკონკურენტო ელემენტებად, თუმცა მათი შერწყმით იქმნება რეალური სილამაზის ელექსირი. გსმენიათ, რომ ჩამოწელილ კანთან ბრძოლა მხოლოდ ძვირადღირებული პროცედურებითაა შესაძლებელი? დროა, ეს მითიც გავაქარწყლოთ.
დღეს გაგიზიარებთ სრულიად ბუნებრივ რეცეპტს, რომლის მომზადებაც სახლის პირობებში შეგიძლიათ. მხოლოდ ორი ძირითადი ინგრედიენტი და თქვენი კანი პირვანდელ ელასტიურობასა და ბრწყინვალებას დაიბრუნებს. ეფექტი შესამჩნევია უკვე რამდენიმე გამოყენების შემდეგ!
ამ გელის დასამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:
- 100გრამი ალოე ვერას გელი (თქვენ უნდა შეიძინოთ სწორედ გელი და არა წვენი რომელთა შეძენაც შესაძლებელია აფთიაქებში.)
- 100გრამი ქოქოსის ზეთი, ორგანული და არარაფინირებული (მყარი კონსისტენცია)
- რამოდენიმე წვეთი ეთერზეთი თქვენი გემოვნებით (ვანილი, ვარდი, ლავანდა)
მომზადების და გამოყენების წესი:
- მოათავსეთ ალოე ვერას გელი და ქოქოსის ზეთი ჭურჭელში და კარგად გადაურიეთ დაახლოებით 5 წუთი, მანამ სანამ კრემი ერთგვაროვანი კონსისტენციის არ გახდება.
- დაუმატეთ მიღებულ კრემს ეთერზეთი რომელიც თქვენ სეარჩიეთ და კიდევ ერთხელ გულდასმით გადაურიეთ. გადაიტანეთ მიღებული ნაზავი სუფთა მინის ჭურჭელში და შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე.
- ამ გელის წასმა უნდა მოხდეს სუფთა კანზე 2 ჯერ დღეში: უმჯობესია ეს პროცედურა შხაპის შემდეგ ჩატარდეს, როდესაც ფორები გახსნილია და კანი უკეთ იწოვს სასარგებლო ნივთიერებებს.
ხშირად დასმული კითხვები (Q&A):
- რატომ უნდა შევურიოთ ალოე ვერა და ქოქოსის ზეთი?
ალოე ვერა აძლიერებს კანის კოლაგენის გამომუშავებას, ქოქოსის ზეთი კი ღრმად ატენიანებს და აღადგენს დაზიანებულ სტრუქტურებს. მათი კომბინაცია ქმნის ეფექტურ ანტი-ასაკობრივ და გამამკვრივებელ კრემს. - რამდენად უსაფრთხოა სახლის პირობებში მომზადებული გელის გამოყენება?
რეცეპტში გამოყენებული ინგრედიენტები 100%-ით ნატურალურია. ალერგიული რეაქციების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია გელის წასმამდე მცირე ტესტირება მაჯაზე. - რამდენ ხანში ჩანს შედეგი?
ბევრი მომხმარებელი აღნიშნავს, რომ კანი უკვე ერთი კვირის შემდეგ უფრო გლუვი და მტკიცე ხდება. გელის ყოველდღიური გამოყენება უზრუნველყოფს სტაბილურ და ხანგრძლივ ეფექტს.
რედაქციისგან: ნატურალური კოსმეტიკა სულ უფრო პოპულარული ხდება და ამის მიზეზი მარტივია — ის მუშაობს. ალოე ვერასა და ქოქოსის ზეთის კომბინაცია ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ბუნებრივმა საშუალებებმა ეფექტურად ჩაანაცვლოს მაღაზიაში შეძენილი კრემები.
საერთაშორისო კვლევების თანახმად, ალოე ვერა ხელს უწყობს კანის რეგენერაციას, ამცირებს ანთებას და აუმჯობესებს კანის ტენიანობის დონეს (International Journal of Dermatology, 2014), ხოლო ქოქოსის ზეთს კანის ბარიერის გაძლიერება და მიკრობებისგან დაცვა შეუძლია (Dermatitis, 2008). მათი შერწყმით მიღებული გელი ღრმად აღადგენს კანს, ამკვრივებს და ანიჭებს ბუნებრივ ბრწყინვალებას — ყოველგვარი ქიმიის გარეშე.
ასეთი სახლის პირობებში მომზადებული საშუალებები იძლევა როგორც კოსმეტიკურ, ასევე ფინანსურ უპირატესობებს — თქვენ აღარ გჭირდებათ ძვირადღირებული კრემები ან სალონური პროცედურები.
თქვენც სცადეთ ეს ბუნებრივი გელი და გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები კომენტარებში! დაინტერესდით მეტი სახლის რეცეპტით კანისთვის? დააკლიკეთ ჩვენს გვერდზე და აღმოაჩინეთ სხვა ნატურალური რჩევები სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის