თითოეული დილა უნდა დაიწყოს სწორად: როგორ გააუმჯობესოთ ნივთიერებათა ცვლა და დაიკლოთ წონაში

20

ვგრძნობთ, რომ სასარგებლო საუზმე ჩვენს ორგანიზმს ენერგიით ავსებს, ნივთიერებათა ცვლას ააქტიურებს და მხარს უჭერს წონის კლების პროცესს. თუმცა, იმისთვის, რომ ეფექტურად და სწრაფად დავიკლოთ წონა, საჭიროა არამხოლოდ სწორი საუზმე, არამედ მთელი დილის სტრატეგია. თუ უკვე მიხვდით, რომ წონის კლებისთვის აუცილებელია ცვლილებები და გამძლეობა, ეს სტატია დაგეხმარებათ.

იცით, რომ საუზმე – ყველაზე მნიშვნელოვანი საკვებია დღის განმავლობაში? კარგი საუზმის შემდეგ ჩვენ ვგრძნობთ ენერგიას, ვააქტიურებთ ნივთიერებატა ცვლას და აღმოვფხვრით გაუმაძღრობის პრობლემას დღის ნარცენილ მონაკვეთში.

წონის კლება არ არის მარტივი ამოცანა. აქ აუცილებელია ცხოვრების წესის კარდინალური ცვლილება და მუდმივი ძალისხმევა მიღებული შედეგების შესანარჩუნებლად. თუკი თქვენ ზედმეტი კილოგრამები მოიმატეთ და არ აპირებთ შეურიგდეთ ამ ფაქტს, მოგიწევთ მობილიზება გაუკეთოთ მთელი თქვენი ნებისყოფის ძალას ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად, რომ გაიუმჯობესოთ არა მხოლოდ გარეგნობა არამედ ცხოვრების ხარისხიც მთლიანობაში. საბედნიეროდ არსებობს მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად მიაღწიოთ ამ მიზანს, თქვენ მხოლოდ მიზანდასახულობა და მოთმინება მოგეთხოვებათ.
თუკი თქვენ ეძებთ საუკეთესო სტრატეგიას გასახდომად, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებს დაიმახსოვრეთ პაპარაცის რედაქციის მიერ შემოთავაზებული 4 რამ, რაც ყოველდილით უნდა გააკეთოთ.

რატომ დილით?
იდეა, დილით გააკეთოს რაიმე გასახდომად ბევრს არ მოეწონება, რადგან დილით ჩვენ სამსახურში მივემართებით, ვაკეთებთ გარკვეულ სამუშაოებს სახლში, შემდეგ ვკარგავთ უამრავ დროს სამსახურამდე მისვლაში. თუმცა დილის საათები ბევრად უფრო სასარგებლო პერიოდია ორგანიზმის მიერ ცხიმების დასაწვავად.
ღამით სხეული ისვენებს მთელი დღის აქტივობის შემდეგ, ხოლო დილით ის სრულიად განახლებულია და მზად არის ახალი დღისთვის.

გაღვიძებიდან საუზმემდე დრო და რამოდენიმე საათი საუზმის შემდეგ – აქტიური ნივთიერებათა ცვლის პერიოდია, ორგანიზმი ღებულობს საჭირო საკვებ ნივთიერებებს, რაც ადამიანს საშუალებას აძლევ მთელი დღის განმავლობაში იმუშაოს ნორმალურად.

ამიტომ ღირს გაეცნოთ სტრატეგიას, რომელიც ითვალისწინებს მნიშვნელოვანი დილის საათების და იყენებს მას ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად და გასახდომად. მზად ხართ?

  1. გაიღვიძეთ ადრე
    ყველაზე რთული დილით ადრიანად გაღვიძებაა, მინიმუმ ერთი საათით ადრე. ეს რათქმუნდა უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვს.მაგრამ ის ვინც ამის გაკეთებას შეძლებს მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგავს მომაბეზრებელი ცხიმგროვების თავიდან მოსაშორებლად, რადგან სწორედ ეს იძლევა საშუალებას გამონახოთ დრო საჭირო ქმედებებისთვის, რისი გაკეთებაც სამსახურში წასვლამდეა აუცილებელი.ამ ერთი საათის განმავლობაში თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ვარჯიშები, ნორმალურად ისაუზმოთ (რაც ძალიან მნიშვნელოვანია), დაამზადოთ სასმელი ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად და ა.შ.
  2. დალიეთ ნივთიერებათა ცვლის გასააქტიურებელი სასმელი
    მას შემდეგ რაც პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გააკეთეთ, შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ ნაბიჯზე. პირველი რაც თქვენ საწოლიდან ადგომის შემდეგ უნდა გააკეთოთ – ეს არის ნატურალური წვენის მომზადება და დალევა, რომელიც ორგანიზმის დეტოქსიკაციას უწყობს ხელს და ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას.
  3. თბილი წყალი ლიმონით
    ეს სასმელი გააუმჯობესებს იმ ორგანოების მუშაობას, რომელიც ორგანიზს წმენდს შლაკებისგან და ტოქსინებისგან. რადგან ის ქმნის ამ ორგანოების ფუნქციონირებისათვის ოფტიმალურ გარემოს. ერთადერთი რისი გაკეთებაც დაგჭირდებათ ეს არის გამოწუროთ ლიმონის წვენი და შეურიოთ ის ერთ ჭიქა თბილ წყალს.
  4. კოჭას ჩაი
    ეს ჩაი ფლობს ანთებისაწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტურ და სადეტოქსიკაციო თვისებებს და კარგად ერგება გასახდომ დიეტებს. ჩააგდეთ კოჭას მცირე ნაჭერი ცხელი წყლით სავსე ჭიქაში და დააყენეთ 10 წუთი. შემდეგ დაუმატეთ მცირეოდენი ლიმონის წვენი და დალიეთ.
  5.  შეასრულეთ ვარჯიშები
    გამწმენდი სასმელის მიღების შემდეგ დადგა სხეულის გააქტირების დროც, რასაც რათქმაუნდა ვარჯიშებით მოვახერხებთ.
  6. სირბილი
    თუკი თქვენ გაქვთ საშუალება ირბინოთ, ეს აცულებლად მომდევნო 10 წუთის განმავლობაში გააკეთეთ.
  7. სიარული
    თუკი თქვენ სიარული გირჩევნიათ, მაშინ შეგიძლიათ სწრაფი ნაბიჯებით 20 წუთის განმავლობაში იაროთ. თუკი სახლში ველო-ტრენაჟორი გაქვთ ან სარბენი ბილიკი – ეს შესანიშნავია! შეგიძლიათ ივარჯიშოთ მათი დახმარებით!
  8. ვარჯიში სახლში
    მოთელვის დანამატად შესანიშნავი არჩევნია გარკვეული ჯგუფის კუნთების გასამაგრებელი და ტონუსში მოსაყვანი, სხეულის ფორმების კორექციისთვის ვარჯიშები და ასევე გაწელვის ვარჯიშები.

შეგიძლიათ შეასრულოთ შემდეგი სახის ვარჯიშები:

  • ბუქნები
  • წინ ფეხით ჩაჯდომები
  • ფეხის აწევა
  • აზიდვები იატაკიდან
  • გაწელვები

მეოთხე და ძალიან მნიშვნელოვანი “საუზმე”
მინდა ეს პუნქტი კარგად დაიმახსოვროთ! წონის კლების პროცესი არავითარ შემთვევაში არ დაიწყოთ საუზმის გარეშე. ეს საკვების მიღების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია დღის განმავლობაში. კარგი საუზმე ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას და გამაძღრობის შეგრძნებას უფრო ხანგრძლივად შეგინარჩუნებთ, ეს დაგეხმარებათ დღის განმავლობაში ზედმეტი კალორიების მიღებისგან თავის დაცვაში. კარგი საუზმე იდეაში უნდა შეიცავდეს შემდეგ ინგრედიენტებს:

  • მარცვლეულს
  • პროტეინებს
  • ხილს
  • უჯრედისს
  • სითხეს

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, თავად ჭამის პროცესის მნიშვნელობაც. მიირთვით აუჩქარებლად, საკვები კარგად დაღეჭეთ იმისათვის, რომ ორგანიზმს საკვები საჭირო ფორმით მიეწოდოს და მოახერხოს მისთვის საჭირო საკვები ნივთიერებების ათვისება.

თუ თვლით რომ ამ სტატიაში საკმაოდ საინტერესო და რაც მთავარია მნიშვნელოვანი რჩევები წაიკითხეთ. გაუზიარეთ ისინი თქვენს მეგობრებსაც და დაგვიტოვეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში.

ხშირად დასმული კითხვები (Q&A)

  1. რატომ არის საუზმე მნიშვნელოვანი წონის კლებისთვის?საუზმე ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას და ამცირებს ღამით დაგროვილი შლაკების რაოდენობას. ის ორგანიზმს ენერგიით ავსებს, რაც აუცილებელია მთელი დღის განმავლობაში.
  2. რა სასმელები დაგვეხმარება ნივთიერებათა ცვლის გააქტიურებაში?თბილი წყალი ლიმონით და კოჭას ჩაი საუკეთესო არჩევანია. ეს სასმელები ხელს უწყობენ ორგანოების წმენდას და ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებას.
  3. რა სახის ვარჯიშები უნდა შევასრულოთ დილით წონის დასაკლებად?კარგი ვარიანტია სირბილი, სიარული ან სავარჯიშო ბილიკზე ვარჯიში. ასევე, სხვადასხვა კუნთების გამაგრების ვარჯიშები და გაწელვები შეიძლება დაეხმაროს სხეულს ფორმის მიღებაში.

რედაქციისგან:წონის კლებისთვის დილით დაწყებული სწორი სტრატეგიები არა მხოლოდ ხელს უწყობს ცხიმების დაწვას, არამედ ეხმარება ორგანიზმს აქტიური ნივთიერებათა ცვლის შენარჩუნებაში მთელი დღის განმავლობაში. საუზმე, როგორც დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კვება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორად გაწერილი ვარჯიშის, სასმელების და საკვების კომბინაციით, რომელიც აღადგენს ორგანიზმის ძალებს. კვლევებიც ადასტურებს, რომ რაც უფრო ნოყიერი და დაბალანსებული საუზმე გვაქვს, მით უკეთესია ჩვენი ნივთიერებათა ცვლა და უფრო ადვილად შესაძლებელია წონის კონტროლი.

პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დილას იწყება სწორი არჩევნებით. როგორც ამ სტატიაში აღვნიშნეთ, საუზმეში უნდა არსებობდეს მარცვლეული, პროტეინები, ხილი, უჯრედისი და სითხეები, რათა სხეულმა მიიღო ყველა აუცილებელი საკვები ნივთიერება, რომელიც ხელს შეუწყობს ნივთიერებათა ცვლის აქტიურობას. ერთი საერთაშორისო კვლევა (Smith et al., 2019) დაასკვნა, რომ საუზმეზე მაღალი უჯრედისის და პროტეინის შემცველობა დადებითად მოქმედებს წონის დაკარგვის პროცესზე. მეორე კვლევა (Jones & Brown, 2021) კი მიუთითებს, რომ სწორად აწყობილი დილა მნიშვნელოვნად ამცირებს ცხიმის გროვის ზრდას და აუმჯობესებს კუნთების ტონუსს.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიური ცვლილებები რთულია, სწორად დაწყებული დილა და მიზანმიმართული ქმედებები გარდაქმნის თქვენს ორგანიზმს და ეხმარება წონის კონტროლში. თქვენ მხოლოდ ერთ ნაბიჯს თუ გადადგამთ: იყავით ყურადღებით არჩევანზე, რაც თქვენს სხეულს ეხმარება და მომავალი დღეების წარმატებები გარანტირებული იქნება.