გულ-სისხლძარღვთა დაავადების 11 ადრეული ნიშანი, რომელიც სპეციალისტების აზრით არ უნდა დავაიგნოროთ.

4076
photo by Gerd Altmann on Pixabay

მუცლის, ხელის და ფეხის ტკივილი, ოფლიანობა, შესიებული კოჭები – ეს და რამდენიმე სხვა მიზეზი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის საშუალებას გვაძლევს. ამის შესახებ ბრიტანული კარდიოლოგიური ფონდის პროფესორი დევიდ ნიუბი საუბრობს.

დღესდღეობით გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მოსახლეობის სულ უფრო ახალგაზრდა ჯგუფში ვლინდება. გამოცემა The Sun-თან ინტერვიუში ბრიტანელი კარდიოლოგი დევიდ ნიუბი ამბობს, თუ რომელიმე ცვლილება შეიძლება იყოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ნაადრევი ნიშნები.

სპეციალისტის თქმით, შემდეგ 11 ნიშანს ძალიან სერიოზულად უნდა მიუდგეთ.

  • მკერდის ტკივილი. ჩვეულებრივ შემავიწროებელი ხასიათი აქვს. ხალხს მკერდზე მძიმე ტვირთის შეგრძნება აქვს.
  • განწყობის სხვადასხვა გაუარესება. თუ მკერდის ძლიერი ტკივილი გაწუხებთ, ასევე უბრალოდ მჯდომარე პოზაში ან არაფრის კეთების დროს თავს ცუდად გრძნობთ, დროა სასწრაფო დახმარება გამოიძახოთ.
  • მუცლის ტკივილი. გული, საყლაპავი და კუჭი ერთმანეთის გვერდიგვერდ მდებარეობს. შეიძლება ითქვას, რომ მწველი ტკივილი კუჭიდან მოდის და მოწამვლას ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში გული იტანჯება – აღნიშნავს სპეციალისტი.
  • ოფლიანობა. სიცხის და წებოვნების შეგრძნება მკერდის ტკივილთან კომბინაციაში – იმის ნიშანია, რომ სასწრაფო დახმარება უნდა გამოიძახოთ.
  • ფეხის ტკივილი. თუ სიარულის დროს წვივების ძლიერი სპაზმი გაწუხებთ, შესაძლოა, ექიმთან მისვლა ღირდეს, რადგან ეს შეიძლება პერიფერიული არტერიების დაავადების ნიშანი იყოს – აცხადებს დევიდ ნიუბი.
  • ხელის ტკივილი. ექსპერტი განმარტავს: თუ ტკივილი ხელზე ქვემოთ მიდის, განსაკუთრებით მარცხენა მხარეს, ან კისრისკენ მიდის, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს გულთან უფრო არის დაკავშირებული, ვიდრე კუჭის აშლილობასთან.
  • ყბის ან ზურგის ტკივილი. ზოგიერთ ადამიანს ტკივილი უჩვეულო ადგილებში აწუხებს, მაგალითად, კეფასა და ზურგში. ეს კი გულის შეტევის სიგნალი შეიძლება იყოს.
  • დახრჩობის შეგრძნება. ზოგჯერ ტკივილი შეიძლება ყელში იგრძნოთ და ადამიანები ამას ისე აღწერენ, როგორც დახრჩობას.
  • შესიებული კოჭები. ეს შეიძლება გულის უკმარისობის ნიშანი იყოს.
  • ქრონიკული დაღლილობა. დაღლილობის მუდმივი შეგრძნება ასევე შეიძლება გულის უკმარისობის ნიშანი იყოს.
  • არარეგულარული გულისცემა. თუ დროდადრო თქვენი გულისცემა ძალიან სწრაფი და უწესრიგოა, სავარაუდოდ, დროა კარდიოლოგს მიმართოთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს