როგორ გამოიყენება მხოხავი ბეგქონდარა: სამკურნალო თვისებები და გასახდომი ეფექტი

46

ბუნებრივ მედიცინაში ერთ-ერთი გამორჩეული მცენარეა ბეგქონდარა – მცენარე, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ როგორც სამკურნალოდ, ისე სუნელად და არომათერაპიაში. განსაკუთრებით პოპულარულია მხოხავი ბეგქონდარა, რომელიც მრავალი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა. დღეს „პაპარაცის რედაქცია“ გთავაზობთ მასალას, სადაც დეტალურად გაეცნობით ბეგქონდარას უნიკალურ თვისებებს, მის გამოყენებას სხვადასხვა პრობლემების სამკურნალოდ და ასევე გასახდომად.

რა არის მხოხავი ბეგქონდარა?

მხოხავი ბეგქონდარა (ლათ. Thymus serpyllum) – მრავალწლიანი ყვავილოვანი მცენარეა, რომელიც ბუნებრივად იზრდება ტყეებში, მინდვრებსა და მთებში, მათ შორის საქართველოშიც. მას ძლიერი, სასიამოვნო არომატი და მკვეთრი გემო აქვს, რაც განპირობებულია მის ძირითად კომპონენტში – ეთერზეთში, რომელიც შეიცავს თიმოლს – ცნობილ ანტისეპტიკსა და ტკივილგამაყუჩებელს.

ბოლო დროს უამრავის აიტი გამოჩნდა რომელიც ბექონდარას დიეტას უწევს რეკომენდაციას. სინამდვილეში ბექონდარას მხოლოდ გასახდომი მიზნებისთვის გამოყენება ძალიან წინდაუხედავი საქციელია. ბექონდარას ჩაის სარგებლიანობა რთულია სათანადოდ შეაფასო: ის ვიტამინებისა და ეთერზეთების, ტანინები და მჟავების ნამდვილი კოქტეილია.
\მიუხედავად ამისა იმის მტკიცება, რომ ბექონდარა ზედმეტ წონასთან საბრძოლველად უსარგებლოა – არ შეიძლება! ეს მცენარე ხომ საჭმლის გადამუშავების პროცეს აუმჯობესებს და აკორექტირებს ნივთიერებათა ცვლას, შესაბამისად თუ თქვენი პრობლემები სწორე ჩამოთვლილი პრობლემებით არის წარმოქმნილი ბექონდარას სასმელს შეუძლია დადებითი გავლენის მოხდენა.

ეს სასმელი დაგეხმარებათ თავი ბევრად უფრო კარგად იგრძნოთ მიუხედავად თქვენი წონისა. გარდა ამისა, თავისი მკვეთრად გამოხატული გემოს და არომატის წყალობით, მას შეუძლია შესანიშნავი სანელებელი იყოს თევზისა და ხორცისთვის.სხვამხრივ კი თუკი თქვენ დაინტერესებული ხართ ბექონდარას გამოყენებით წონის დაკლებით შეგვიძლია შემოგთავაზოთ შემდეგი რეცეპტები:

რეცეპტი № 1. 1/4 ჭიქა წყალში ჩაყარეთ 1 ჩ/კ ხმელი ბექონდარა. მიიყვანეთ წყალი დუღილის ტემპერატურამდე და დააყენეთ 10 წუთით. გადაიტანეთ ფინჯანში,დაუმატეთ ადუღებული წყალი და კვლავ 5-7 წუთი დააყენეთ, გაფილტრეთ.

რეცეპტი № 2. ჩაყარეთ ცხელ, ანადუღარ ჩაიდანში 3 ჩ/კ შავი ჩაი და 2 ჩ/კ ხმელი ბექონდარა, დაასხით ადუღებული წყალი და ააყენეთ. შაქარი ან თაფლი შეგიძლიათ დაუმატოთ გემოვნებით.

რეცეპტი № 3. შეურიეთ ბექონდარა პიტნას და თავშავას, თანაბარი პროპორციებით. 1 ს/კ ამ ნაზავს ჩავყრით ანადუღარ ჭყალში, დავასხავთ მდუღარეს და დავაყენებთ. ასეთი სასმელი – სასწრაფო დახმარებაა ნევროზის, უძილობის, ხასიათის გაფუჭების და გადაღლილობისას.

ერთხელ მაინც თუ გასინჯავთ ბექონდარას ჩაის, თქვენ ის სამუდამოდ შეგიყვარდებათ! ეს სასმელი წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიირთვად, ზაფხულში ის გვაგრილებს ხოლო ზამთარში გვათბობს თაფლის არომატით.

ხშირად დასმული კითხვები (Q&A)

  1. შეიძლება თუ არა ბეგქონდარას ყოველდღიური მიღება?
    დიახ, თუმცა რეკომენდებულია მაქსიმუმ 2 ფინჯანი დღეში. განსაკუთრებით სასარგებლოა საღამოს, დასვენების წინ.
  2. აქვს თუ არა ბეგქონდარას უკუჩვენებები?
    აუცილებელია ფრთხილად იყოს გამოყენებული ორსულობის, ლაქტაციის ან ალერგიის შემთხვევაში. ასევე – მაღალი წნევის ან კუჭ-ნაწლავის დაავადებების მქონე პირებმა ექიმთან კონსულტაცია გაიარონ.
  3. რა დროით შეიძლება ბეგქონდარას ჩაის კურსი?
    რეკომენდებულია 2-3 კვირიანი კურსი, შემდეგ 1 კვირა შესვენება.

რედაქციისგან: ბეგქონდარა იმ მცენარეებს მიეკუთვნება, რომლის ყოველი ჩაის ფინჯანი არა მხოლოდ სასიამოვნო გემოს, არამედ ჯანმრთელობისთვის დადებით ეფექტსაც გთავაზობთ. მისი გამოყენება მრავალფეროვანია: დაავადებების პრევენციიდან დაწყებული, კულინარიული რეცეპტებით დამთავრებული.

კვლევების თანახმად, 2017 წლის European Journal of Herbal Medicine-ის მონაცემებით, ბეგქონდარას ეთერზეთებს ძლიერი ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს. ხოლო Harvard Medical School-ის 2021 წლის პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ მცენარეული ჩაიები – განსაკუთრებით ბეგქონდარას შემცველი – დადებით გავლენას ახდენს საჭმლის მონელებაზე და ხელს უწყობს ბუნებრივ მეტაბოლიზმს.

ასე რომ, თუ გსურთ გაერთიანოთ გემო და სარგებელი – ბეგქონდარა თქვენი სანდო მეგობარია როგორც ჯანსაღი ჩაის ფორმით, ასევე სამზარეულოში ან არომათერაპიაში.