
თუ გიყვართ სტაფილო და გსურთ სწრაფი, მაგრამ ჯანსაღი გზა ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად, მაშინ ეს დიეტა სწორედ თქვენთვისაა. სტაფილოს დიეტა არა მხოლოდ წონაში კლებას უწყობს ხელს, არამედ ორგანიზმის გაწმენდასა და საერთო ჯანმრთელობის გაუმჯობესებასაც ემსახურება. ის იდეალურია მათთვის, ვისაც სურს მარტივი და ეფექტური მეთოდით დაიკლოს წონა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ეს დიეტა დაგეხმარებათ, მოიცილოთ 2-3 კილოგრამი სულ რაღაც 3 დღეში – ბუნებრივად, უჯრედისით და ვიტამინებით მდიდარი სტაფილოს დახმარებით.
სტაფილოს დიეტა შესანიშნავი გზაა როგორც წონის დასაკლებად, ასევე ორგანიზმის ზოგადად გამოჯანმრთელებისათვის. სტაფილოში ჭარბადაა უჯრედისი, ხოლო როგორც ცნობილია სწორედ უჯრედისი წარმოადგენს იმ პროდუქტს, რომელიც საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას აუმჯობესებს, რითაც ის შებოჭავს ცხიმებს და ორგანიზმს ზედმეტი ქოლესტერინისგან გაწმენდს. შესაძლოა თქვენ დოქტორ უოკერის-ცნობილი ნატუროპატის, სპეციალური გამოსაჯანმრთელებელი “თერაპია წვენებით” მეთოდიკის შესახებ გსმენიათ, რომელშიც სტაფილოს წვენი მთავარი შემადგენელი ინგრედიენტია. ამიტომ სტაფილოს ნატურალური წვენის ყოველდღიური გამოყენების შემთხვევაშიც თქვენ მრავალი დაავადების აცილებას შეძლებთ. ასევე ძალიან სასარგებლოა გახეხილი სტაფილოც, მაგრამ ის აუცილებლად არაჟანთან ერთად უნდა გამოიყენოთ, ბეტა-კაროტინის უკეთ შესათვისებლად.
მოცემული სტაფილოს დიეტის საფუძველია – სტაფილოს სალათა, რომელიც უშუალოდ ჭამის წინ მზადდება. გახეხეთ 1-2 ახალი სტაფილო და დაუამტეთ მას ცოტაოდენი ლიმონის წვენი, ერთი კოვზი თაფლი.
როგორ დავიცვათ სტაფილოს დიეტა
- პირველი სამი დღის განმავლობაში საუზმეზე, სადილზე და ვახშამზე თქვენ უნდა მიირთვათ მხოლოდ სტაფილოს სალათა ნებისმიერი რაოდენობით. სასმელებიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ ხილის ჩაი, გაზგასული გაზირებული სასმელები. სხვა პროდუქტები აკრძალულია. ამასთანვე დღესი ერთხელ შეგიძლიათ მიირთვათ რომელიმე ახალი არასახამებლის ხილი, ფორთოხალი, გრეიფრუტი, მწვანე ვაშლი.
- მეოთხე დღეს – სალათას უნდა დაუმატოთ ჭვავის პურის მცირე ნაჭერი და ერთი საშუალო ზომის, კანიანად მოხარშული კარტოფილი.
- მეხუთე დღიდან – ეტაპობრივად ვუბრუნდებით ჩვეულებრივ კვების განრიგს. თუკი შემდგომში თქვენ შეზღუდავთ ტკბილეულის და საკონდიტრო პროდუქტების მიღებას, მაშინ ამ დიეტით მიღებული შედეგი ხანგრძლივი დროით შენარჩუნდება.
ხშირად დასმული კითხვები (Q&A):
- რატომ არის სტაფილოს დიეტა ეფექტური წონის დაკლებისთვის?
– სტაფილო მდიდარია უჯრედისით, რომელიც აუმჯობესებს ნაწლავების მუშაობას, ხელს უწყობს ცხიმის გამოდევნას და ორგანიზმის დეტოქსიკაციას. - შეიძლება თუ არა სტაფილოს დიეტა იყოს ჯანმრთელობისთვის საზიანო?
– მოკლევადიან პერიოდში არა, თუმცა რეკომენდებულია მხოლოდ 3-5 დღის დაცვა. დიდი ხნით მონო-დიეტების გაგრძელება შეიძლება გამოიწვიოს კვებითი დეფიციტი. - რა შედეგს მივიღებ ამ დიეტით?
– უმეტეს შემთხვევაში 2-3 კილოგრამის დაკლება 3 დღეში, გაუმჯობესებული საჭმლის მონელება და კანის ტონუსის ამაღლება.
რედაქციისგან:სტაფილოს დიეტა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მარტივ, ხელმისაწვდომ და ჯანსაღ გზას წონის დასაკლებად. მისი მთავარი უპირატესობა არა მხოლოდ კალორიების შემცირებაა, არამედ ორგანიზმის გაწმენდა და უჯრედისით გამდიდრება, რაც დადებითად მოქმედებს ნაწლავურ სისტემასა და მეტაბოლიზმზე.
საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, რომ სტაფილოს მსგავს ბოსტნეულზე დაფუძნებულ მონო-დიეტებს რეალურად შეუძლიათ წონის 3-5%-ით შემცირება მოკლე ვადაში (Nutrition Journal, 2018). ხოლო კიდევ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ სტაფილოს წვენი არამარტო წონის, არამედ ქოლესტერინის დონის შემცირებასაც უწყობს ხელს (Journal of Functional Foods, 2020). ამიტომ, ეს დიეტა შეიძლება გახდეს თქვენი სხეულის სწრაფი “რისტარტის” ინსტრუმენტი, როცა გსურთ ჯანმრთელი სტარტი ახალ კვების ჩვევებში.