თუ თმა გცვივათ და ფრჩხილები მტვრევადია – სცადეთ ეს ბუნებრივი რეცეპტი

3

გაქვთ მტვრევადი ფრჩხილები, შეთხელებული თმა და მუდმივი დაღლილობა? ეს სიმპტომები შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის დარღვევაზე მიუთითებდეს. ჰორმონული დისბალანსი, განსაკუთრებით ფარისებრი ჯირკვლის მხრივ, ხშირად აისახება ენერგიის დონეზე, კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობაზე. საბედნიეროდ, ბუნებაში არსებობს ინგრედიენტები, რომლებსაც ძალუძთ ჯირკვლის ჰორმონების ბალანსის რეგულაცია – ეს რეცეპტი სწორედ ასეთი პროდუქტების კომბინაციას წარმოადგენს.

მომზადების წესი:

  • თქვენ უნდა დააქუცმაცოთ ბრაზილიური კაკალი და ოხრახუშის ფოთლები
  • შემდეგ დაუმატოთ ქიშმიში და თაფლი,ასევე გახეხილი კოჭა მცირე რადენობით
  • ყველაფერი კარგად გადაურიოთ.

გამოყენების წესი:
მიღებული ნაზავი უნდა მიირთვათ ყოველ დილით, საუზმობამდე ნახევარი საათით ადრე ორი სუფრის კოვზის ოდენობით.

ეს პროდუქტები აღსავსეა ვიტამინებით, რომელიც თქვენ ორგანიზმის დაბალანსებას შეუწყობს ხელს სწრაფი და ბუნებრივი გზით.
თმები და ფრჩხილები უფრო ძლიერი გახდებიან და თუკი თუკი ამ პრობლემის გამო თქვენ გახდით ან პირიქით გასუქდით, სავარაუდოდ ეს პრობლემაც მოგიგვარდებათ.

ხშირად დასმული კითხვები (Q&A):

  1. როგორ მოქმედებს ბრაზილიური კაკალი ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაზე?
    – ის სელენიუმის ერთ-ერთი უმდიდრესი წყაროა, რაც აუცილებელია ჯირკვლის ჰორმონების სინთეზისთვის და იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებისთვის.
  2. შეიძლება თუ არა ამ რეცეპტით თმის ცვენის შემცირება?
    – დიახ, სელენიუმის, რკინის, ვიტამინების A და C შემცველობა ამ ნაზავში აძლიერებს თმის ფოლიკულებს და ხელს უწყობს ჯანმრთელ ზრდას.
  3. როდის და როგორ მივიღოთ ეს ნარევი?
    – ყოველი დილით, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე – 2 სუფრის კოვზის ოდენობით.

რედაქციისგან:ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონული დისბალანსი შეიძლება მრავალი სიმპტომით გამოვლინდეს: თმის ცვენა, სისუსტე, ძილის დარღვევა, წონის უეცარი ცვლილება. თუმცა ბუნებრივი მეთოდები, როგორიცაა ბრაზილიური კაკლისა და ოხრახუშის ნარევი, შეიძლება სასარგებლო იყოს ჯირკვლის ფუნქციის გასაუმჯობესებლად.

კვლევები ადასტურებენ, რომ ბრაზილიური კაკალი, როგორც სელენიუმის უმდიდრესი წყარო, დადებითად მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ბალანსზე (The American Journal of Clinical Nutrition, 2007). ხოლო ოხრახუში შეიცავს ანტიოქსიდანტებს და რკინას, რაც ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ენდოკრინული სისტემის გაჯანსაღებაში (Journal of Herbal Medicine, 2016).

ასეთ ბუნებრივ მეთოდებზე დაფუძნებული დღის დაწყება არა მხოლოდ ენერგიას დაგიბრუნებთ, არამედ სხეულსაც ბუნებრივად გააჯანსაღებს – შიგნიდან გარეთ.