“ხანდახან, ჩნდება სიმკვრივე და კოპები, რომლებზეც ადამიანები წლების მანძილზე არ ამახვილებენ ყურადღებას.” – ამბობს გამოცდილი ონკოლოგი, ყელისა და თავის კიბოს სიმპტომების შესახებ.
მოსკოვის კლინიკური სამეცნიერო ცენტრის თავისა და ყელის სიმსივნის დანაყოფის წამყვანი ექიმი, ლილია იაკოვლევა, ერთ-ერთ რადიოსადგურთან პირდაპირ ეთერში საუბრისას, აღნიშნავს, რომ კიბოს წარმატებული მკურნალობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ადრეულ დიაგნოსტიკაზე: იგი პაციენტთა 84%-ში რემისიის მიღწევის საშუალებას იძლევა.
ონკოლოგმა დაასახელა სიმპტომები, რომლებიც შეიძლება თავისა და ყელის არეში კიბოს განვითარებაზე მეტყველებდეს.
ამ სიმპტომებს, სპეციალისტის თქმით, ადამიანები ხშირად უგულებელყოფენ, უსაფრთხოდ მიაჩნიათ. მათ სიაშია:
- გამაგრებები და კოპები;
- ტკივილის უეცარი შეტევები;
- უჩვეულო გამონადენი პირის ღრუში;
- დისკომფორტი ყლაპვისას;
- ახალი პიგმენტური ლაქები;
- მწვავე ოტიტი, ცხვირის შეგუბება, თავის ტკივილი, რომელიც, ერთი შეხედვით, სრულიად ჯანმრთელი მდგომარეობის ფონზე ჩნდება;
- კბილების მოძრაობა.
აღნიშნული სიმპტომების გაჩენის დროს, აუცილებლად უნდა ეჩვენოთ ექიმს და გამოიკვლიოთ საყლაპავი მილი.
გისურვებთ ჯანმრთელობას!