
ღვიძლის უალკოჰოლო ცხიმოვანი დაავადება — ეს არის მდგომარეობა, როცა ღვიძლში ზედმეტი ცხიმი გროვდება, რაც იწვევს მის გადიდებასა და ფუნქციონირების დარღვევას.გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას დაავადების გამომწვევი მიზეზებისა და სიმპტომების შესახებ და წარმოგიდგენთ ბუნებრივ მეთოდ
რა არის ღვიძლის უალკოჰოლო ცხიმოვანი დაავადება?
ეს მდგომარეობა ჩნდება მაშინ, როდესაც ღვიძლში გროვდება ცხიმი ორგანიზმის მთლიანი ცხიმოვანი მასის 5-10%-მდე. ღვიძლის მთავარი ფუნქციებია: ნაღვლის გამომუშავება, სისხლის გაწმენდა და ვიტამინ-მინერალების გადამუშავება. როდესაც ღვიძლი ვერ ასრულებს ამ ფუნქციებს, ცხიმები აღარ იშლება და ღვიძლი იზრდება ზომაში.
მიზეზები, რის გამოც ეს პრობლემა იჩენს თავს:
- ასაკი;
- ალკოჰოლი;
- დიაბეტი;
- გენეტიკა;
- ჭარბი ქოლესტერინი;
- ჭარვი ტრიგლიცერიდები;
- სიმსუქნე;
- არასწორი კვება;
- უმოძრაო ცხოვრების სტილი;
- სხვადასხვა მედიკამენტები;
- ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები;
ღვიძლის უალკოჰოლო ცხიმოვანი დაავადების 7 ყველაზე გავრცელებული სიმპტომი:
- ქრონიკული დაღლილობა;
- წონის უმიზეზოდ დაკარგვა;
- ტკივილის განცდა მუცლის ზედა ნაწილში;
- სიყვითლე;
- შეშუპება (განპირობებულია ცილის დეფიციტით);
- სისხლჩაქცევები;
- გონებრივი დაბნეულობა;
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ეს სიმპტომები აგეღნიშნებათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და არავითარ შემთხვევაში ცადოთ დამოუკიდებლად მკურნალობა, რადგან ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები სხვა უამრავი დაავადებისთვისაა დამახასიათებელი.
როგორ ავირიდოთ თავიდან ეს საშინელი დაავადება?
- დაიკელით წონა
ღვიძლის უალკოჰოლო დაავადების გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჭარბწონიანობაა. სწორედ ამიტომ, გადადით ჯანსაღ კვებაზე, დატვირთეთ საკუთარი თავი ფიზიკურად და მიირთვით საკმარისი რაოდენობით წყალი ყოველდღიურად. - შეცვალეთ კვების რაციონი
დაიყვანეთ მინიმუმამდე ყოველდღიურად მიღებული ცხიმიანი პროდუქტების რაოდენობა. გაამდიდრეთ საკუთარი კვების რაციონი ბანანით, ჯანჯაფილის ფესვით და ნედლი ბოსტნეულით, რათა თქვენმა ორგანიზმა შეძლოს ცხიმის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ დროს კატეგორიულად გეკრძალებათ ალკოჰოლის მიღება! - გამოიყენეთ შავი ზეთი
უამრავი სამეცნიერო კვლევითაა დამტკიცებული, რომ შავი ზეთი ხელს უშლის ღვიძლის უალკოჰოლო ცხიმოვანი დაავადების განვითარებას. - მიირთვით კურკუმა
კურკუმა ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო სანელებელია მსოფლიოში, რომელიც ახშობს ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს. სწორედ ამ თვისების წყალობით, კურკუმა თავიდან გვარიდებს ღვიძლის უალკოჰოლო ცხიმოვანი დაავადების განვითარებას. - E ვიტამინი
მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ E ვიტამინი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც ამაღლებს ორგანიზმის თავდაცვით ძალებს და ახშობს ანთებით პროცესებს. გარდა ამისა, ეს ვიტამინი ძალზედ სასარგებლოა გულ-სისხძარღვთა სისტემისთვის. - რესვერატროლი
რესვერატროლი წითელი ყურძნის ექსტრაქტია, რომელიც ფლობს ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტურ თვისებებს. უახლესი კვლევები ამტკიცებს, რომ ეს ნივთიერება ხელს უშლის ღვიძლის უალკოჰოლო ცხიმოვანი დაავადების განვითარებას.
ხშირად დასმული კითხვები (Q&A):
- ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება შეიძლება სრულიად განიკურნოს?
დიახ, ცხოვრების წესის ცვლილებით და სწორი კვებით, შესაძლებელია მდგომარეობის გაუმჯობესება ან უკუსვლა. - შავი ზეთის მიღება როგორ ჯობია?
ჩვეულებრივ, დღეში 1 ჩაის კოვზით უზმოზე მიღება რეკომენდებულია, მაგრამ უმჯობესია, ექიმის კონსულტაციით. - შესაძლებელია კურკუმას მიღება ყოველდღიურად?
კი, მაგრამ დოზის გადაჭარბება არ შეიძლება — 1 ჩაის კოვზი დღეში საკმარისია.
რედაქციისგან:ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, თუმცა დროული პრევენცია და ბუნებრივი მკურნალობის მეთოდები მნიშვნელოვნად ამცირებს მის გართულებას. კლინიკური კვლევის თანახმად, რომელიც გამოქვეყნდა World Journal of Gastroenterology-ში (2018), წონის კლება 7-10%-ით მნიშვნელოვნად ამცირებს ღვიძლის ცხიმოვან გადაგვარებას. გარდა ამისა, Journal of Clinical Biochemistry and Nutrition-ის მიხედვით, რესვერატროლი და E ვიტამინი ამცირებენ ანთებას და აუმჯობესებენ ღვიძლის ფუნქციას.
ამიტომ, სწორი კვება, აქტიური მოძრაობა და ბუნებრივი პროდუქტების ჩართვა თქვენს ყოველდღიურობაში — არის გზა ჯანმრთელი ღვიძლისკენ.