ხანგრძლივი ხველა, დაღლილობის შეგრძნება და მადის დაკარგვა, ხშირად, ვირუსისა და გაციების სიმპტომებად აღიქმევა, თუმცა, ისინი, ასევე, შესაძლოა ფილტვების კიბოს განვითარებაზე მიუთითებდეს. არსებობს 8 სიმპტომი, რომლებიც არ უნდა უგულებელყოთ, რამდენადაც ისინი შეიძლება დაავადებაზე მიუთითებდეს.
კიბოს ადრეული სიმპტომების ცოდნამ შეიძლება ადამიანის სიცოცხლე იხსნას. მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა შემთხვევები, როცა ფილტვების კიბო გამოუვლინდათ არამწეველ ადამიანებს, თუმცაღა, დიდი ხნის მანძილზე ითვლებოდა, რომ სწორედ მოწევა იყო კიბოს ამ ფორმის გაჩენის მთავარი ფაქტორი.
თუმცა, დღეს უკვე ცნობილია, რომ არამწეველი ადამიანების ფილტვები ძლიერ ზიანდება კოსმეტიკისა და დეზოდორანტების, საყოფაცხოვრებო სარეცხი საშუალებების მფრინავი ორგანული კომპონენტების, საკვები პროდუქტებისა და საცხოვრებლის გასარემონტებლად გამოყენებული სამშენებლო მასალების ზემოქმედებით.
ამასთან, ფილტვების კიბო, ყველაზე ხშირად, ემართებათ არამწეველ ქალებს, ვიდრე არამწეველ კაცებს. ამავდროულად, მსოფლიოში კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მამაკაცებში.
13 ნიშანი, რომლებიც არ უნდა უგულებელყოთ
სულ ცოტა ხნის წინ, ბრიტანელმა მეცნიერებმა განაცხადეს იმის შესახებ, რომ სიმპტომები, რომლებსაც ადამიანი სკამიდან ადგომის დროს განიცდის, დაგვეხმარება ფილტვის კიბოს გამოვლენაში. როცა ეს დაავადება ვითარდება, ადამიანს ესაჭიროება მეტი ძალისხმევა ადგომისთვის, უჩნდება სიმყარის, სხეულის დაბალანსების პრობლემა.
ასევე, ფილტვების კიბოს სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
- ხველა, რომელიც დიდი ხანი არ გადადის;
- ხანგრძლივი ხველა სისველით, რომელშიც სისხლის კვალია;
- ქოშინი;
- ტკივილი მკერდის ან მხრის არეში;
- მადის დაკარგვა;
- დაღლილობა;
- გახდომა.
ფილტვების კიბოს არანაკლებ გავრცელებული სიმპტომებია:
- ხრინწიანი ხმა;
- ყლაპვის სირთულე;
- ტკივილი და დისკომფორტი ნეკნების ქვეშ, მკერდის ან მხრის არეში.
გარდა ამისა, აუცილებლად გაამახვილეთ ყურადღება ისეთ გამოვლინებებზე, როგორებიცაა:
- თითებისა და ფრჩილების ფორმების შეცვლა;
- სახის შეშუპება;
- შეშუპება კისრის არეში.