
Ვეძებთ მაგიურ გზებს წონაში დასაკლებად, მაგრამ ხშირად ისინი ჩვენს თვალწინ არიან. კვლიავი, რომელიც სანელებლის სახით თითქმის ყველა სამზარეულოშია, თურმე ცხიმის წვასა და მეტაბოლიზმის დაჩქარებაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ბუნებრივი საშუალებაა. მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევაც ამას ადასტურებს – დღეში 3 გრამი კვლიავი შეუძლია შედეგები გაასამმაგოს!
ჩვენს ორგანიზმზე კვლიავის სასარგებლო გავლენის დასამტკიცებლად ჩატარდა კვლევა, რომელშიც 88 ქალბატონმა მიიღო მონაწილეობა. მეცნიერებმა კვლევის ობიექტები ორ ჯგუფად გაანაწილეს: ორივე ჯგუფის წარმომადგენლებს დაბალკალორიული კვება დაენიშნათ, თუმცა პირველი ჯგუფი ყოველდღიურად მიირთმევდა იოგურტს, რომელშიც 3 გრამ კვლიავსამატებდნენ, ხოლო მეორე ჯგუფის კვების რაციონში საერთოდ არ შედიოდა ეს სანელებელი.
სამი თვის შემდეგ იმ ქალბატონებმა, რომლებიც ყოველდღიურად კვლიავს მიიღებდნენ, წონაში 50%-ით უფრო მეტი დაიკლეს, ვიდრე იმ ქალბატონებმა, რომელთა კვების რაციონში ეს პროდუქტი არ შედიოდა. გარდა ამისა, პირველი ჯგუფის წარმომადგენელთა სხეულის საერთო ცხიმის პროცენტული მაჩვენებელი 14.4%-ით შემცირდა, რაც სამჯერ აღემატება მეორე ჯგუფის წარმომადგენელთა მიერ მიღწეულ შედეგს.
გარდა ყოველივე ამისა, ეს უნიკალური პროდუქტი გვიუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, გვეხმარება ანემიის, კანის პრობლემების, ინსომიისა და რესპირატორული დაავადებების თავიდან არიდებაში. კვლიავი მდიდარია C ვიტამინით, რის გამოც ეს სანელებელი ამაღლებს ორგანიზმის თავდაცვით ძალებს.
დაუყონებლივ ჩაამატეთ კვლიავი საკუთარ კვების რაციონში, რათა შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა მრავალი წლით!
ხშირად დასმული კითხვები (Q&A)
- შეიძლება თუ არა კვლიავის გამოყენება შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში?
კი, კვლიავი შაქრის დონის დარეგულირებაშიც გვეხმარება, თუმცა უმჯობესია ექიმთან შეთანხმება. - რამდენ ხანში გამოჩნდება ეფექტი?
პირველი შედეგები 2 კვირაში შესამჩნევია, სრული ეფექტი – 1-2 თვეში. - შეიძლება თუ არა კვლიავის მიღება ყოველდღიურად?
დიახ, თუმცა რეკომენდებულია დოზის დაცვა – დღეში არაუმეტეს 3-5 გრამისა.
რედაქციისგან: კვლიავი ბევრად მეტი აღმოჩნდა, ვიდრე უბრალო არომატული სანელებელი. ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი საშუალებაა მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად და ცხიმის სწრაფად დასაწვავად.
2014 წელს ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა Complementary Therapies in Clinical Practice-ში, აჩვენა, რომ კვლიავის რეგულარული მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს წონისა და სხეულის მასის ინდექსს.
მეორე კვლევა, გამოქვეყნებული Journal of Functional Foods-ში (2017), ადასტურებს, რომ კვლიავი აუმჯობესებს შაქრისა და ქოლესტერინის დონის მაჩვენებლებს, რაც მას განსაკუთრებულად სასარგებლოს ხდის.
მოკლედ, ის ნამდვილად იმსახურებს თქვენს ყოველდღიურ რაციონში ადგილს – მცირე დოზით, დიდი შედეგისთვის!