
ჯინსის შერჩევა მოულოდნელ საჭიროებებს ხშირად სჭირდება, თუმცა გასინჯვის გარეშე სწორი ზომის შერჩევა ბევრისთვის პრობლემა რჩება. სტატია გთავაზობთ პრაქტიკულ და ეფექტურ ხრიკებს, რომლებიც დაგეხმარებათ შეარჩიოთ სწორად ზომის ჯინსი, წინდები და სხვა ტანსაცმელი, თუნდაც მაშინ, როცა მოსინჯვის დრო ან შესაძლებლობა არ არსებობს.
მაშინ, როცა დრო ცოტა გვაქვს და ახალი ჯინსის შეძენა აუცილებელია, გამარტივებული მეთოდების გამოყენება საუკეთესო გამოსავალია. პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ ეფექტურ ხრიკებს, რომლებიც დაგეხმარებათ ტანსაცმლის შერჩევაში მოსინჯვის გარეშე. ეს მეთოდები ეყრდნობა სხეულის პროპორციების პრინციპს და მარტივ მოძრაობებს, რომლითაც შეგიძლიათ შეამოწმოთ ტანსაცმლის შესაბამისობა თქვენს ზომებთან
იმის გასარკვევათ მოგერგებათ თუ არა ჯინსი წელზე, შარვლის წელი, რომელიც წინასწარ შეკრული უნდა იყოს შემოიხვიეთ კისრის გარშემო . თუკი ბოლოები დაემთხვევიან ერთმანეთშ ესეიგი ეს ზომა გამოგადგებათ. სამწუხაროდ, ეს ხრიკი მოქმედებს მხოლოდ მათ შემთხვევაში, ვისაც ზედმეტი წონის პრობლემა არ აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში პროპორციების დადგენა არ გამოვა.
შეკარით მუშტი, ხელი მოხარეთ იდაყვში და ჰორიზონტალურად ჩაყავით შარვლის წელში. თუკი შარვლის წელი ზუსტად ზის იდაყვიდან მუშტამდე, მაშინ წელზეც სწორედ ასე მოგერგებათ.
შეკარით ელვა ჯინსზე და დაიდეთ ბოლოები მუცლისა და წელის შუა წერტილებზე, თუ სიგრძე ამ ნახევარშემორტყმისთვის საკმარისია, მაშნ ის თქვენი ზომაა.
კიდევ რამოდენიმე ხრიკი ზომების დასადგენად
- წინდის ზომის დასადგენად, შემოახვიეთ ის გაწელვის გარეშე მუშტს. მუშტის გარსემოწერილობა დაახლოებით იგივე ზომისაა რაც ტერფის სიგრძე.
- ტერფის სიგრძე დაახლოებით იგივეა რაც მანძილი მაჯიდან იდაყვამდე. ეს შეიძლება გამოგადგეთ არა მხოლოდ ტანსაცმლის არამედ ფეხსაცმლის არჩევის დროსაც.
- თუკი თქვენ საკუთარი ტანსაცმლის ზომები არ იცით, ხოლო ლეიბლზე ან ბირკაზე ბედნიერი შემთხვევის წყალობით მითითებულია მკერდის გარშემოწერილობა, გაყავით ის ორზე და ეს იქნება ზომა.
მაგალითად თუკი თქვენ ატარებთ 42 ზომას,ხოლო ბირკაზე მითითებულია ზომა 88 მაშინ ის თქვენთვის დიდი იქნება, რადგან ის 44 ზომაა. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ზომის ორზე გამრავლების ხრიკი, რითაც მკერდის საჭირო გარშემოწერილობას მიიღებთ. რათქმუნდა ეს კხიკიც მათვისაა, ვისი ზომებიც სტანდარტების ჩარჩოებს არ სცილდება.
ხშირად დასმული კითხვები (Q&A):
- მოქმედებს ყველა ხრიკი ყველა ტიპის ტანზე?
არა. ზოგი ხრიკი ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტანის პროპორციები საშუალო სტანდარტებში ჯდება. - რომელი ხრიკი არის ყველაზე ზუსტი?
წელის შემოხვევის ხრიკი (ჯინსის წელის კისერზე შემოხვევა) ერთ-ერთი ყველაზე ზუსტია სტანდარტულ ზომებზე. - მოქმედებს ეს მეთოდები მხოლოდ ჯინსზე?
არა, ზოგი ხრიკი, მაგალითად მაჯიდან იდაყვამდე ზომა ან წინდის შემოხვევა მუშტზე, ასევე გამოგადგებათ სხვა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის არჩევისას.
დასკვნა რედაქციისგან: ტანსაცმლის სწორი ზომის შერჩევა ხშირად დროისა და მოთმინების საკითხია, თუმცა არსებობს ხრიკები, რომლებიც ამ პროცესს ბევრად ამარტივებს. კვლევები აჩვენებს, რომ მომხმარებელთა 65%-ზე მეტი მზადაა გამოიყენოს ასეთი ტექნიკები, რათა დაიზოგოს დრო და თავიდან აირიდოს არაკომფორტული მოსინჯვა მაღაზიაში (Harvard Business Review, 2023). ასევე, Psychology Today-ის 2022 წლის ანალიზის თანახმად, პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღება ყოველდღიურობაში ამცირებს სტრესს და ზრდის კმაყოფილების დონეს საყიდლებზე.
ეს ხრიკები არ ცვლის პროფესიონალურ მიდგომებს ან ზუსტ საზომებს, თუმცა ძალიან ეფექტურია სწრაფი გადაწყვეტილების მისაღებად და სასურველი შედეგის მისაღებად იმ შემთხვევაში, როცა დრო და პირობები შეზღუდულია.