3 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ ბარძაყებიდან ზედმეტი სანტიმეტრების მოშორებაში.

5

ბარძაყები ბევრისთვის წარმოადგენს სხეულის პრობლემურ ზონას, თუმცა მათი გამკვრივება და გარშემოწერილობის შემცირება შესაძლებელია სწორი ჩვევებისა და ვარჯიშების მეშვეობით. სტატია დაფუძნებულია მაიოს კლინიკის რეკომენდაციებზე და მოიცავს პრაქტიკულ ვარჯიშებს, რომლებიც დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში.

  1. ცხოვრების ჩვეული წესის შეცვლა
    მაიოს კლინიკაში, რომელიც მინესოტას შტატში მდებარეობს და წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სამედიცინო ცენტრს, რეკომენდაციას უწევენ დიეტებს გაჯერებული ცხიმების დაბალი შემცველობით. ექიმების რწმუნებით, ყოველდღიური ჩვევების შეცვლით (მაგ: კიბეებით სარგებლობა ლიფტის ნაცვლად) ჩვენ სასურველი შედეგის მიღწევას მარტივად შევძლებთ.
  2. ძალისმიერი ვარჯიშები
    ფეხის სხვადასხვა ვარჯიშები დაგეხმარებათ ბარძაყებიდან ცხიმების მოშორებაში და კუნთების ტონუსში მოყვანაში. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ვარჯიში წინ ფეხზე ბუქნებია: დადგით ფეხები მხრების სიგანეზე, წელი და მუხლები ოდნავ მოხარეთ და შეასრულეთ ღრმა ნაბიჯი წინ. ამ დროს ხერხემალი სწორად უნდა გეჭიროთ, რათა სიმძიმის ძალა მთლიანად ფეხებზე გადანაწილდეს. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას და გაიმეორეთ იგივე ვარჯიში მეორე ფეხისთვის.
  3. თანმიმდევრული ვარჯიშები
    კარგი ვარჯიში გულისხმობს მინიმუმ 30 წუთიან დატვირთვას. თუ დდასაწყისისთვის თქვენ არ შეგიძლიათ ნახევარი ან ერთი საათის განმავლობაში გადაბმულად ვარჯიში, დაიწყეთ მინიმუმით. თავდაპირველად დაუთმეთ ფიზიკურ დატვირთვას დღეში მხოლოდ 10-15 წუთი და ნელ-ნელა გაზარდეთ მათი ხანგრძლივობა. კარდიოვარჯიშები – არაჩვეულებრივი გადაწყვეტილება ბარძაყების პრობლემური ზონის დასათხელებლად.

ხშირად დასმული კითხვები (Q&A)

  1. რამდენ ხანში ჩანს ბარძაყებზე ვარჯიშის შედეგი?
    შედეგები ინდივიდუალურია, თუმცა საშუალოდ 3-4 კვირაში ვხედავთ პირველ ნიშნებს, თუ ვარჯიში რეგულარულია.
  2. შეიძლება თუ არა მხოლოდ დიეტით ბარძაყების შემცირება?
    მხოლოდ დიეტით რთულია კონკრეტულ ზონაში ცხიმის შემცირება. საჭირო არის კომბინაცია ჯანსაღი კვებისა და მიზნობრივი ვარჯიშებისა.
  3. ყოველდღე უნდა ვავარჯიშოთ ბარძაყები?
    არაა აუცილებელი ყოველდღე. საკმარისია კვირაში 3-5 დღე, რათა კუნთებს ჰქონდეთ აღდგენის დრო.

დასკვნა რედაქციისგან: კვლევების მიხედვით, კუნთოვანი აქტივობა და ცხოვრების ჯანსაღი ჩვევები მნიშვნელოვნად ამცირებს ბარძაყის გარშემოწერილობას და აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევა ადასტურებს, რომ მხოლოდ 150 წუთი ზომიერი აქტივობა კვირაში იწვევს აშკარა ცვლილებებს სხეულის კომპოზიციაში. ასევე, იაპონიის სპორტული მედიცინის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, რომ მიზნობრივი კუნთური ვარჯიშები, როგორიცაა ბუქნები, ეფექტურია ბარძაყის ცხიმის შემცირებისთვის.