5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელიც კანის ნაადრევ დაბერებას იწვევს – თქვენც უშვებთ ერთ-ერთს?

320

ყველა ქალი ისწრაფვის ახალგაზრდა და ჯანსაღი კანისკენ, თუმცა კანის მოვლაში ხშირად ისეთ შეცდომებს უშვებს, რომლებიც მის გარეგნობაზე ნეგატიურად აისახება.სტატიაში გაიგებთ, როგორ უნდა მოარიდოთ თავი იმ გავრცელებულ ჩვევებს, რომლებიც კანს აზიანებს — მათ შორის უხეში სკრაბების გამოყენებას, ცხელი წყლით დაბანას, მზისგან დამცავი საშუალებების არასწორ გამოყენებას და მკაცრ დიეტებს.

როგორ მოვუაროთ კანს სწორად?

1. არ გამოიყენოთ უხეში სკრაბები
ერთ-ერთი უპატიებელი შეცდომა, რომელსაც საკმაოდ ხშირად ვუშვებთ კანის მოვლის დროს, უხეში სკრაბების გამოყენებაა. ვგულისხმობთ კოსმეტიკურ საშუალებებს, რომლებიც მსხვილი ნაწილაკებისგან შედგება.

მსგავსი საშუალებების რეგულარულად გამოყენების შედეგად კანის ქრონიკული ანთების განვითარების რისკის საგრძნობლად იზრდება, რასაც თავის მხრივ დაბერების პროცესის დაჩქარებამდე მივყავართ.

2. არ დააიგნოროთ კანის მოთხოვნები
აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება კანის მდგომარეობას და მის მოთხოვნებს წელიწადის დროის მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ ზაფხულობით უნდა გადახვიდეთ მარტივ, მსუბუქ მაკიაჟზე, ხოლო ზამთარში – აუცილებელია კანისთვის საიმედო დაცვა და მკვებავი კრემის გამოყენება, რადგან ყინვა და ქარი მას სერიოზულ ზიანს აყენებს.

3. გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები სწორად
გიწევთ ხანგრძლივი დროით მზეზე ყოფნა? თუ გსურთ, რომ თქვენი კანის უჯრედები არ დაზიანდეს, აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მის გამოყენებას თავისი წესი აქვს: დღეში ერთხელ მსგავსი საშუალების გამოყენებით ჩვენ არ ვართ დაზღვეულები საშინელი დამწვრობის მიღებისგან და კანის დაზიანებისგან. საქმე იმაშია, რომ მსგავსი კრემები ეფექტურია მხოლოდ მაშინ, თუ მას რეგულარულად, ყოველ 2 ან 3 საათში ერთხელ გამოიყენებთ. წაისვით მზისგან დამცავი კრემი გარეთ გასვლამდე 30 წუთით ადრე, რათა კანმა მოასოწროს მისი შეწოვა და დაცულები იყოთ მზის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზეგავლენისგან.

4. არ დაიბანოთ სახე ცხელი წყლით
თქვენი სახის კანი დაფარულია თხელი დამცავი ფენით. ცხელი წყლით სახის დაბანის შედეგად ჩვენ ამ ბარიერს ვიცილებთ, რის შედეგადაც თავს იჩენს კანის შეწითლება და მისი აქერცვლა.

5. დაივიწყეთ მკაცრი დიეტები
წონის ხანმოკლე დროში დაკლების შედეგად ჩვენი კანი საგრძნობლად ზიანდება. მკაცრი დიეტების დაცვის დროს ზედმეტ კილოგრამების მოშორების პარალელურად ჩვენ უდიდეს ზიანს ვაყენებთ სუბდერმას, კანქვეშა ცხიმოვან უჯრედებს, რასაც ადრეულ ასაკში ნაოჭების გაჩენამდე მივყავართ.

ხშირად დასმული კითხვები (Q&A)

  1. რატომ არ უნდა გამოვიყენოთ უხეში სკრაბები?
    იმიტომ, რომ ისინი აზიანებს კანის ზედაპირს, აღიზიანებს და იწვევს ანთებას.
  2. როგორ დავიცვათ კანი ზამთარში?
    გამოიყენეთ ინტენსიური, მკვებავი კრემები და ეცადეთ, რომ კანი არ გამოშრეს ქარის ან სიცივის ზემოქმედებით.
  3. რამდენად ხშირად უნდა წავისვათ მზისგან დამცავი კრემი?
    ყოველ 2-3 საათში ერთხელ, განსაკუთრებით აქტიური მზის პირობებში.
  4. ცხელი წყალი მართლაც ასე ვნებს კანს?
    დიახ — ის შლის კანის დაცვით ლიპიდურ ფენას, რაც იწვევს გამოშრობას და გაღიზიანებას.
  5. შესაძლებელია კანის სიმკვრივის აღდგენა მკაცრი დიეტების შემდეგ?
    შესაძლებელია, თუმცა სჭირდება დრო, სწორი კვება და რეგულარული მოვლა (მასაჟები, კოლაგენის შემცველი პროდუქცია და ა.შ.)

დასკვნა რედაქციისგან:მიუხედავად იმისა, რომ ქალების უმრავლესობა იყენებს კოსმეტიკას ახალგაზრდული იერის შესანარჩუნებლად, ხშირად გაუცნობიერებლად აზიანებს საკუთარ კანს. ამ სტატიაში განხილული შეცდომები — უხეში სკრაბები, ცხელი წყალი, არასწორად გამოყენებული SPF და მკაცრი დიეტები — მხოლოდ ნაწილობრივია იმ მავნე ჩვევების, რომლებიც უარყოფითად აისახება ჩვენს გარეგნობაზე.

კვლევები აჩვენებს, რომ მზისგან დაცვა და სწორი ჰიდრატაცია ყველაზე ეფექტიანი გზებია ნაადრევი დაბერების თავიდან ასაცილებლად. მაგალითად, 2020 წლის კვლევის მიხედვით, რომელსაც American Academy of Dermatology ავრცელებს, SPF-ის რეგულარული გამოყენება ამცირებს ნაოჭების გაჩენას 24%-ით. ამავდროულად, Journal of Clinical Nutrition-ის მიხედვით, მკაცრმა დიეტებმა შეიძლება დააზიანოს კანის სტრუქტურა და მელანინის წარმოება, რაც კანის ბუნებრივ ბრწყინვალებას აქრობს.

სილამაზისთვის უმთავრესია გაცნობიერებული და ინდივიდზე მორგებული მიდგომა — მხოლოდ ასე შევინარჩუნებთ ჯანსაღ და ახალგაზრდა კანს გრძელვადიან პერსპექტივაში.