კეფაზე კოპი გაჩნდა: მისი წარმოქმნის 5 შესაძლო მიზეზი

3271
photo by Cancer Research UK / Wikimedia Commons

კეფაზე კოპის გაჩენის მიზეზი შეიძლება იყოს დაზიანება, კისტა, ცხიმოვანი წამონაზარდი, თმის ფოლიკულის ანთება და ძვლოვანი დეზი. ზოგიერთ შემთხვევაში – სიმსივნე.

თავის დაზიანება. კეფაზე კოპის გაჩენის ყველაზე ხშირი მიზეზია. კეფის დარტყმამ შეიძლება თავის კანის ჰემატომა გამოიწვიოს, რომლის დროსაც კანის ქვეშ დაგროვებული სისხლი ნახევრად მყარ ბორცვს ქმნის.

თავის უმნიშვნელო დაზიანება შეგიძლიათ სახლის პირობებში დასვენების, ურეცეპტო ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების და ყინულით სავსე პაკეტის დახმარებით იმკურნალოთ. უფრო სერიოზულმა დაზიანებამ შეიძლება ტვინის შერყევა გამოიწვიოს. ტვინის მწვავე მდგომარეობამ შეიძლება სახიფათო გართულება გამოიწვიოს, თუ ადამიანი სათანადო მკურნალობას არ მიიღებს.

ტვინის შერყევის სიმპტომები მოიცავს:

  • დეზორიენტაცია
  • თავბრუსხვევა
  • გონების დაკარგვა
  • გულისრევა და ღებინება
  • სიარულის ან წონასწორობის პრობლემები
  • ძლიერი თავის ტკივილი
  • გაურკვეველი მეტყველება
  • მხედველობის პრობლემები

პილონიდალური კისტა. კანის კისტის ტიპია, რომელიც ჩვეულებრივ თავზე ან კისერზე ვითარდება. ეს კისტა გლუვი, მკვრივი ბორცვია, რომელიც დაგროვებულ კერატინს, ცილას შეიცავს (მას ორგანიზმი თმის და ფრჩხილის უჯრედების შესაქმნელად იყენებს). ჩვეულებრივ პილონიდალური კისტა ნელა იზრდება და დიამეტრის ზომა 0,5-დან 5 სმ-მდე მერყეობს. ქალებში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე კაცებში. როგორც წესი, უვნებელია.

ლიპომა. ამ დროს კანქვეშ ცხიმის დაგროვება საკმაოდ რბილი ბორცვის სახით ხდება. ლიპომა სხეულის ნებისმიერ ადგილას შეიძლება გაჩნდეს, მათ შორის კეფასა და კისერზე, ასევე ზომაში განსხვავდება, მაგრამ ჩვეულებრივ მტკივნეული არაა. ექიმები ბოლომდე ვერ ხვდებიან, თუ რა იწვევს ლიპომას, მაგრამ ხშირად 40-60 წლის ასაკის ადამიანებში გვხვდება. ჩვეულებრივ უვნებელია და მკურნალობას არ საჭიროებს.

ძვლოვანი დეზი (ეკზოსტოზი). ძვლოვანი წამონაზარდია, რომელიც შეიძლება სახსრების ირგვლივ განვითარდეს. ძვლოვანი დეზი ხშირად კეფის არეში ჩნდება, მაგრამ ასევე შეიძლება სხეულის ნებისმიერ ძვალზე განვითარდეს.

ძვლოვანი დეზი მყარი, უმოძრაო ბორცვია. ყოველთვის მგრძნობიარე არაა, მაგრამ ეს წამონაზარდი ტკივილს იწვევს, თუ მისი ჩაზრდა მოხდა და ძვალზე, ქსოვილზე ან ნერვზე ზეწოლას ახდენს.

თავის ქალის ფუძის სიმსივნე. იშვიათ შემთხვევაში კეფაზე კოპის გაჩენა შეიძლება ძვლის სიმსივნე იყოს. კეფის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა ქორდომა – სიმსივნე, რომელიც ქალის ფუძის ძვლიდან ვითარდება.

პატარა ქორდომა ჩვეულებრივ თვალნათლივ სიმპტომებს არ იწვევს. მსხვილი ქორდომა შეიძლება მოიცავდეს:

  • სიარულის ან წონასწორობის დაცვის სირთულე
  • თავის ტკივილი
  • სმენის პრობლემა
  • ვიზუალური დარღვევა

კეფაზე კოპი: როდის უნდა მივმართოთ ექიმს? კეფაზე კოპის გაჩენის შემთხვევაში სამედიცინო დახმარებას აუცილებლად უნდა მიმართოთ, თუ ის:

  • ზომაში იზრდება, ხოლო განწყობა უარესდება;
  • ძლიერ ტკივილს ან სხვა პრობლემას იწვევს;
  • ჩირქი ან სხვა გამონადენი აქვს;
  • შესაგრძნებად თბილია, ხოლო მის ირგვლივ კანი შეწითლებულია;
  • თან ტვინის შერყევის მსგავსი სიმპტომები ახლავს;
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს