პროფილაქტიკური კურსი თირკმელების დაავადების მქონდე ადამიანებისთვის – ხალხური რეცეპტით!

99

შემოდგომა განსაკუთრებულ სეზონად იქცა ადამიანებისთვის, რომლებსაც თირკმელების დაავადებები აწუხებთ. სიცივისა და ტემპერატურის დიდი სხვაობა შეიძლება პრობლემები შექმნას მათთვის, ვისაც თირკმელების ფუნქციონირების სერიოზული დარღვევები აქვს. სწორედ ამიტომ, პაპარაცი გთავაზობთ სასარგებლო ბუნებრივ რეცეპტს, რომელიც ხელს შეუწყობს ტკივილების შემცირებას და თირკმელების ჯანმრთელობის დაცვას. რეცეპტი შეიცავს მცენარეებს, რომლებიც ნატურალური შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩევა, ასევე ეფექტურია მათთვის, ვისაც საშარდე სისტემის პრობლემები აწუხებს.

ინგრედიენტები:

  • არყის ხის ფოთლები
  • დათვის კენკრა
  • შვიტა
  • ბაბუაწვერას ფესვი
  • ძირტკბილას ფესვი
  • სელის თესლი
  • წითელი მოცვის ფოთლები

მომზადება და გამოყენების წესი:

  1. თითო სუფრის კოვზი არყის ხის ფოთლები, დათვის კენკრა, შვიტა, ბაბუაწვერას თესლი, ძირტკბილას ფესვი და 2-2 სუფრის კოვზი სელის თესლი და [*]წითელი მოცვის ფოთლები კარგად დააქუცმაცეთ.
  2. ნარევის ერთი სუფრის კოვზითა და სამი ჭიქა მდუღარე წყლით დააყენეთ ჩაი. დააყოვნეთ 2 საათი.
  3. დალიეთ 150-150 მლ 3 ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
  4. მკურნალობის კურსი 12 დღეა. მერე შეისვენეთ და თუ თირკმელების არეში უსიამოვნო შეგრძნება ისევ შეგაწუხებთ, კურსი გაიმეორეთ.

ექიმის კომენტარი: შემოთავაზებულ რეცეპტში შემავალი თითქმის ყველა კომპონენტი დადებითი ეფექტის მომცემი იქნება საშარდე სისტემის ინფექციურ-ანთებითი პათოლოგიის დროს: დათვის კენკრა სადეზინფექციო და შარდმდენი საშუალებაა. გამოიყენება საშარდე გზების ანთებების ( პიელიტი, ცისტიტი, ურეთრიტი) საკურნალოდ ხალხურ მედიცინაში. გარდა ამისა, იყენებენ მასტიტის დროსაც. მცენარის დოზის გადაჭარბებისას შეიძლება განვითარდეს ღებინება, ფაღარათი და სხვა გვერდითი მოვლენები. ასევე შარდმდენი და ანტიანთებითი ეფექტი აქვს შვიტას, არყის ხის ფოთლებს. ბაბუაწვერას აქვს ნაღველმდენი, შარდმდენი, სპაზმების მომხსნელი და საფაღარათო მოქმედება. ძირტკბილა ლორწოს შეიცავს. მას ამოსახველებელ საშუალებად იყენებენ ბრონქებისა და ფილტვების დაავადებების დროს, თუმცა საშარდე გზების პათოლოგიისას ინიშნება კომპლექსური მკურნალობისთვის. ასევე ლორწოს შემცველია სელის თესლი. წითელი მოცვი კი ანტისეპტიკური, შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო ეფექტის მქონე მცენარეა. ის ხალხურ მედიცინაში არაერთი პათოლოგიის სამკურნალოდ გამოიყენება, მათ შორის ნიკრისის ქარის, ცისტიტის, პიელონეფრიტის, შეშუპების, რევმატიზმის დროს.

ხშირად დასმული კითხვები Q&A:

  1. რა გავლენა აქვს არყის ხის ფოთლებს თირკმელებზე?
    არყის ხის ფოთლები შარდმდენი და ანტიანთებითი თვისებებით ხასიათდება, რაც ხელს უწყობს თირკმელების სუფთა მდგომარეობას.
  2. რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს ეს მკურნალობის კურსი?
    მკურნალობის კურსი 12 დღე გრძელდება, შემდეგ კი საჭიროა შეწყვეტა და მონიტორინგი.

დასკვნა რედაქციისგან:თირკმელების ჯანმრთელობის შენარჩუნება შემოდგომაზე განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ამ ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. შემოთავაზებული ბუნებრივი რეცეპტი, რომელიც მოიცავს მრავალ მცენარეს, მათ შორის დათვის კენკრას, შვიტას, ბაბუაწვერასა და სხვა, ხელს უწყობს საშარდე სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებას, ანთებების შემცირებასა და შარდმდენი მოქმედებით თირკმელების დაცვას.

კვლევების მიხედვით, დათვის კენკრა და შვიტა იყენებენ მცენარეულ შარდმდენ და ანტიანთებრივ თვისებებს, რაც სასარგებლოა საშარდე სისტემის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. (წარმოდგენილი კვლევები: National Center for Biotechnology Information (NCBI), 2021; Journal of Herbal Medicine, 2020). ამ რეცეპტის რეგულარული გამოყენება ხელს შეუწყობს ანთებითი პროცესების შესუსტებას, ხოლო მკურნალობის კურსის შემდეგ მომხმარებელს თავს უკეთესად იგრძნობენ.

როდესაც საქმე ეხება თირკმელების მოვლას, პრევენციული ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათზე ზრუნვა საშუალებას გაძლევთ თავიდან აიცილოთ დაავადებების გამწვავება და შეინარჩუნოთ თქვენი ჯანმრთელობა წლის ნებისმიერ პერიოდში.