მარცხენა იღლიის არეში ტკივილის გამომწვევი 5 შესაძლო მიზეზი

1
23078
photo by Nicola Giordano on Pixabay

ხშირად მარცხენა იღლიის არეში ტკივილის გამომწვევი ბევრი მიზეზი გრძელვადიან პერსპექტივაში ჯანმრთელობისთვის სახიფათო არაა, მაგრამ თუ სუნთქვის გართულება და მკერდის, კეფის ან კისრის ტკივილი გაწუხებთ, ექიმს დაუყონებლივ უნდა მიმართოთ.

სხეულის მარცხენა მხარეს ტკივილი ადამიანებს გულის შეტევასთან ასოციაციის გამო აშინებთ. ხშირ შემთხვევაში მარცხენა იღლიის არეში ტკივილს უფრო ნაკლებად სერიოზული მიზეზი იწვევს, ვიდრე ინფარქტი.

თუმცა ზოგჯერ შეიძლება სახიფათო ნიშანი იყოს: იშვიათად ასეთი ტკივილი სიმსივნის განვითარების სიგნალს წარმოადგენს.

დაჭიმული კუნთი. მხრების და იღლიების ირგვლივ ძალიან ბევრმა კუნთმა შეიძლება ტკივილი გამოიწვიოს, თუ ადამიანი მათ აზიანებს ან მუდმივად ზეწოლას ახდენს. ადამიანს შეიძლება კუნთების დაძაბულობა და დაჭიმვა აწუხებდეს, თუ რეგულარულად ვარჯიშობს, განსაკუთრებით ძალოვანი ვარჯიშების შესრულების დროს.

გარდა ამისა, კუნთები შეიძლება დაგეჭიმოთ რაიმე ნივთის აღების დროსაც, თუ მხარს ან ხელს არასწორად გადააბრუნებთ.

ჰიდრადენიტი. ეს ქრონიკული მდგომარეობაა, რომელიც მწვავე გამონაყარის მსგავს სიმპტომებს იწვევს და ჭარბი თმის ფოლიკულის და ჯირკვლების გამო ჩნდება. ჰიდრადენიტმა სხვადასხვა კისტის ან ძირმაგარას განვითარება შეიძლება გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ დიდი ალბათობით ტკივილს იწვევს. ზოგიერთ შემთხვევაში ჰიდრადენიტის სამკურნალოდ შეიძლება ოპერაცია დაგჭირდეთ.

ჩუტყვავილა. ვირუსი ჩირქოვან გამონაყარს იწვევს. ვირუსის სიმპტომი შეიძლება იღლიების არეში გამოვლინდეს. ადამიანი ამ არეში ტკივილს და ჩხვლეტას გრძნობს, სანამ ცხადი გამონაყარი გაჩნდება.

ლიმფური კვანძების გადიდება. ლიმფური კვანძები ლობიოს ფორმის ქსოვილის კონაა, რომელიც იმუნურ სისტემაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს: ის ლიმფიდან ტოქსინებს ფილტრავს და დაავადების საწინააღმდეგოდ ლეიკოციტებს გადაცემს. იღლიების არეში დიდი რაოდენობით ლიმფური კვანძები მდებარეობს. ლიმფური კვანძები შეიძლება გაიზარდოს, როგორც ინფექციებსა ან დაავადებებზე იმუნური სისტემის ზოგადი რეაქციის ნაწილი. ამასთან შეშუპებული ლიმფური კვანძები იღლიების არეში ტკივილს, ერთი ან რამდენიმე ბორცვის შეგრძნებას იწვევს.

ფსორიაზი. აუტოიმუნური დაავადება, რომელიც კანის უჯრედების ჭარბ ზრდას იწვევს. კანის უჯრედების დაგროვება ფოლაქებს ქმნის, რომლებიც ქავილს ან ტკივილს იწვევენ. ფსორიაზის ფოლაქები შეიძლება ნებისმიერ ადგილას განვითარდეს, მათ შორის იღლიების არეში.

ნერვის დაზიანება. ნერვის დაზიანებამ შეიძლება იღლიების არეში ტკივილი გამოიწვიოს. ფიზიკური ტრავმის გარდა ნერვის დაზიანება შეიძლება დიაბეტის შედეგი იყოს. ამასთან შეიძლება არა მხოლოდ ტკივილი, არამედ ჩხვლეტა და დაბუჟება იგრძნოთ.

სტენოკარდია. მას ხშირად გულში ჟანგბადით მდიდარი სისხლის ნაკადის შემცირება იწვევს. ასეთი მდგომარეობა შეიძლება გულისკენ მიმავალი ერთ-ერთი არტერიის შევიწროებამ ან დაბლოკვამ გამოიწვიოს.

სტენოკარდიის დროს მკერდის ტკივილი და დისკომფორტი იგრძნობა. ზოგჯერ ეს სიმპტომები ძალიან მძიმე ფორმისაა და სხვა ადგილებშიც, მათ შორის იღლიების არეში, მხრებში, კისერსა და ყბაში ტკივილის გავრცელებას იწვევს. სტენოკარდია გულის დაავადების, კერძოდ გულის იშემიური დაავადების სიმპტომია, რომელმაც შეიძლება ინფარქტი გამოიწვიოს.

სიმსივნე. იშვიათ შემთხვევაში მარცხენა იღლიის არეში ტკივილი, რომელიც არ გადადის, შეიძლება სიმსივნის, მათ შორის ძუძუს სიმსივნის ნიშანი იყოს. სიმსივნეს იღლიების არეში ლიმფური კვანძების მტკივნეული შეგრძნების გამოწვევა შეუძლია. ადამიანმა შეიძლება იგრძნოს ხელზე ან იღლიის არეში ბორცვი, რომელიც ტკივილს ან დისკომფორტს იწვევს.

ტკივილი იღლიის არეში: როდის უნდა მიმართოთ ექიმს დაუყონებლივ. თუ მარცხენა იღლიის არეში ტკივილთან ერთად შემდეგ სიმპტომებს შენიშნავთ, ექიმს დაუყონებლივ მიმართეთ:

  • სუნთქვის გართულება
  • თავბრუსხვევა
  • მკერდის, ყბის ან მხრების ტკივილი

ხშირ შემთხვევაში მარცხენა იღლიის არეში ტკივილი, თუ მას უვნებელი წყარო იწვევს, რამდენიმე კვირაში უნდა გადავიდეს. თუ ტკივილი უფრო დიდხანს გრძელდება, გამოკვლევები უნდა ჩაიტაროთ.

1 კომენტარი

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი