8 ვიტამინი და მინერალი, რომელიც ჰიპოთირეოზისგან დაგიცავთ. როგორ მივიღოთ ისინი?

0
6170
photo by Health.mil

კარგად დაბალანსებული საკვების მიღება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარეგულირებასა და ჰიპოთირეოზის გამომწვევი მავნე ფაქტორებისგან დაცვაში დაგეხმარებათ.

ჰიპოთირეოზი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვალი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საკმარისი რაოდენობის ჰორმონებს ვერ აწარმოებს. აი, 8 მკვებავი ნივთიერება, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური მუშაობისა და ჰიპოთირეოზის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია.

A ვიტამინი. A ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება ორგანიზმში ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) წარმოება შეაფერხოს. ეს კი ფარისებრი ჯირკვლის ზრდას და იოდის შთანთქმის შემცირებას იწვევს.

ორგანიზმს A ვიტამინის წარმოება შეუძლია ფიტონუტრიანტების ალტა და ბეტა-კაროტინებისგან, რომლებიც ცნობილია როგორც პროვიტამინი A. მათ პოვნას შეძლებთ ბოსტნეულში, როგორიცაა სტაფილო, კომბოსტო, გოგრა, ტკბილი კარტოფილი, თალგამი, და ხილში: მაგალითად, გრეიფრუტი, მანგოი, საზამთრო და ნესვი. გახსოვდეთ, რომ A ვიტამინით მდიდარი პროდუქტების მიღება ვერ დაგეხმარებათ, თუ მათ ცილების მოხმარება არ მოყვება. თუ დღიური რაციონი ცილებით საკმარისად მდიდარი არაა, ადამიანი A ვიტამინის დეფიციტს განიცდის.

B ჯგუფის ვიტამინები. B ჯგუფის ყველა ვიტამინი ფარისებრი ჯირკვლისთვის სასარგებლოა, მაგრამ ჰიპოთირეოზის პროფილაქტიკისთვის B2, B3 და B12 ვიტამინი საუკეთესოა. B2 ვიტამინს (რიბოფლავინი) ნუში, ავოკადო, ძროხის და ღორის ხორცი, სოკო შეიცავს. B3 ვიტამინი (ნიაცინი) შეგიძლიათ მიიღოთ ისეთი პროდუქტებიდან, როგორიცაა ავოკადო, ყავისფერი ბრინჯი, მიწისთხილი. B12 ვიტამინი (კობალამინი) – ძროხის ღვიძლი, ზღვის პროდუქტები, რძის პროდუქტები და კვერცხი.

D ვიტამინი. ჰიპოთირეოზის დროს ადამიანებს ხშირად D ვიტამინის დეფიციტი აწუხებთ და ორგანიზმში მისი კონცენტრაცია რაც უფრო დაბალია, მით უფრო მძიმე სიმპტომები ვითარდება. D ვიტამინი შეგიძლიათ მიიღოთ ფორთოხლის წვენიდან და ისეთი პროდუქტებიდან, როგორიცაა სარდინი, ქაშაყი, ორაგული, თინუსი, კვერცხი, ძროხის ღვიძლი.

C და E ვიტამინები. C და E ვიტამინები ძლიერი ანტიოქსიდანტებია, რომლებიც ჰიპოთირეოზის თავიდან ასაცილებლად ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ტრიიოდოთირონინის და თიროქსინის ჰორმონების დონის ზრდას ხელს უწყობენ. C ვიტამინის ყველაზე კარგ წყაროს ციტრუსი, ხოლო E ვიტამინის კაკალი, თესლი და მცენარეული ზეთი წარმოადგენს.

სელენი. სელენი იოდის შემდეგ მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი მიკროელემენტია, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაზე გავლენას ახდენს. სელენის გარეშე ფარისებრი ჯირკვალი ნორმალურად ფუნქციონირებას ვერ შეძლებს. გარდა ამისა, ამ მინერალის დეფიციტის დროს შეიძლება ჭარბი იოდი წარმოიქმნას. მიშვებულ შემთხვევაში სელენის დეფიციტი ჰაშიმოტოს, აუტოიმუნურ დაავადებას იწვევს, რომლის დროსაც ორგანიზმში ფარისებრ ჯირკვალზე თავდამსხმელი უჯრედები იწარმოება.

სელენი შეგიძლიათ მიიღოთ ისეთი პროდუქტებიდან, როგორიცაა სოკო შიიტაკი, ბრაზილიური კაკალი, მარცვლეული (შვრია, ქერი), ხორცი, ხაჭო, ზღვის თევზის კვერცხი და ზღვის პროდუქტები.

თუთია. როგორც სელენი, თუთია ფერმენტის როლს ასრულებს, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის T4 არააქტიური ჰორმონის T3 აქტიურ ფორმაში გარდასაქმნელად საჭიროა. საკმარისი რაოდენობის თუთიის გარეშე ჰიპოთალამუსი ჰორმონების ზუსტი დონის განსაზღვრას ვერ შეძლებს და ძალიან დაბალი კონცენტრაციის შემთხვევაში მათ წარმოებას გაზრდის.

სამწუხაროდ, ორგანიზმში თუთიის დეფიციტი შეიძლება მარტივად წარმოიქმნას, რადგან საკმარისი რაოდენობით არცერთ პროდუქტში არ გვხვდება. თუთიის დღიური ნორმა 15 მგ-ია, ხოლო 100 გრ კაკალი, ლობიო, ბარდა და წიწიბურა მხოლოდ 3 გრ თუთიას შეიცავს. ასევე თუთია შეგიძლიათ ისეთ პროდუქტებში იპოვოთ, როგორიცაა წითელი ხორცი და ფრინველის ხორცი.

სპილენძი. ის მჟავე-აღმდგენ რეაქციაში, T4-ის და სასქესო ჰორმონების სინთეზში მონაწილეობს. სპილენძის და თუთიის ბალანსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დარღვევამ შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური დისფუნქცია გამოიწვიოს.

სპილენძით ყველაზე მეტად მდიდარია ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ძროხის ღვიძლი, შოკოლადი, კაკაოს ფხვნილი, სეზამის თესლი და კაკალი.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი