რამდენიმე დღის წინ, რუსმა მეცნიერმა, კვებისა და ბიოტექნოლოგიების ფედერალური სამეცნიერო კვლევის ცენტრის წამყვანმა სამეცნიიერო თანამშრომელმა ალა პოგოჟევამ განაცხადა რაციონში სითხის ჭარბი რაოდენობის მავნებლობის შესახებ, რადგან, ამ დროს, ორგანიზმიდან სასარგებლო ნივთიერებები ირეცხება. თავის მხრივ, დიეტოლოგმა ელენა სოლომატინამ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა რისკთან შეიძლება იყოს დაკავშირებული მინერალური წყლის დალევა, და ვისთვის არ შეიძლება მისი მოხმარება.
სოლომატინამ განმარტა, რომ ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია სუფრის მინერალური წყლის განუსაზღვრელი რაოდენობით დალევა (წყლის ყოველდღიური გონივრული ნორმის გათვალისწინებით). სითხის მიღების პირადი ნორმის გამოთვლა შესაძლებელია საკუთარი წონის (კგ-ების რაოდენობის) 30 მლ-ზე გადამრავლებით.
დიეტოლოგმა განავრცო: ორგანიზმში სითხის ბალანსის შევსებისთვის, მიირთვით რამდენიმე ყლუპი ყოველ ნახევარ საათში.
რაც შეეხება სამკურნალო მინერალურ წყალს, იგი სიფრთხილით უნდა მიიღოთ. ასეთი წყალი იყოფა ტუტოვან და მჟაურ სითხეებად, რომლებიც ინიშნება მხოლოდ ჩვენების მიხედვით, ჯანმრთელი ადამიანისთვის კი მისი მიღება საერთოდ არაა რეკომენდებული. ტუტოვანი მინერალური წყალი წყლულისა და გასტრიტის დროს ინიშნება, როცა მჟაური ასეთი დაავადებების დროს აკრძალულია.
დიეტოლოგმა დაუმატა, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემების დროს, ადამიანს სუფრის მინერალური წყალიც ავნებს: მისი გაზი აღიზიანებს ლორწოვან გარსს, აძლიერებს არსებულ ანთებას.
-“საყლაპავთან ან კუჭთან დაკავშირებული პრობლემების დროს, ნუ დალევთ ნახშირორჟანგით გამდიდრებულ წყალს.” – გვაფრთხილებს სპეციალისტი.